სეზონის განაცხადი
29-ივლ-2018
კლუბების მენეჯერთა საყურადღებოდ!
17 აგვისტოს დამატება
განაცხადთა მიღება დასრულდა!
სიები იხილეთ სათანადო ლიგებში, ამიერიდან კი
მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ მინი’ბლანკი
|
ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი
|
პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისს
დამდეგი, 2018–19 სეზონისთვის, უკლებლივ ყველა ლიგაში –
დიდი 10, პირველი, რეგიონული, ჭაბუკთა "ა" და "ბ" –
საშეჯიბრო განაცხადები მიიღება 24 ივლისიდან 7 აგვისტომდე
უახლესი, აქამდელზე მარტივი, ექსელის ფორმა
უნდა ჩამოტვირთოთ აქედან
http://files.rugby.ge/VARIA/sia_2018-19_AXALI.xls
და შეინახოთ თქვენს კომპში
ფორმა უნდა შეავსოთ ქართული იუნიკოდით [KA]
და დროულად გამოაგზავნოთ მეილზე siebi@rugby.ge
ექსელის თითო ფურცელზე 50 მოთამაშეზე მეტს ნუ ჩაწერთ
"სხვა სახელი" შეიყვანეთ მარტო მაშინ, თუ
მოთამაშეს თამაშის ოქმში ამ სახელით(აც) მოიხსენიებთ
[მაგალითად: სოსო, გეგა, ბაჩო, ლექსო, გიგა, ნუკრი, სანდრო, ბიჭიკო ...]
რათა მივხვდეთ, რომ ერთი და იგივე პიროვნებაა
სტატისტიკისა და მონაცემთა დამუშავების კომიტეტი