ლეგიონერები | სამი ლელო საფრანგეთში

08-ოქტ-2018

 

 

საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში - ტოპ 14-სა და პრო დე2-ში მოთამაშე ქართველი მესამეხაზელებისთვის მე-7 ტური წარმატებული აღმოჩნდა: ბექა გორგაძემ, გიორგი ცუცქირიძემ და ოთარ გიორგაძემ ლელოები გაიტანეს.

 

გორგაძის ‘ბორდო’ ‘გრენობლს’ ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 25:28 დამარცხდა. თამაშში ერთბაშად ხუთმა ქართველმა მიიღო მინაწილეობა. 22 წლის გორგაძე პირველად იყო ჟირონდელთა სასტარტო შემადგენლობაში და ეს ამბავი ლელოთი აღნიშნა. ის 48-ე წუთზე მოლში ჩაერთო, 5 მეტრის გავლის შემდეგ ბურთი დაამიწა და ტოპ 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ბექამ მოედანზე 73 წუთი გაატარა. 

 

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელიც 55-ე წუთზე ლაშა ტაბიძემ შეცვალა და ტოპ 14-ში მეორე მატჩი ჩაატარა. მასპინძელთა შორის თამაში ძირითადში დაიწყო დუდუ ქუბრიაშვილმა და მოედანზე 64 წუთი გაატარა. 64-ე წუთიდან ითამაშა ‘გრენობლის’ კიდევ ერთმა ქართველმა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა.

 

მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ‘მონპელიემ’ ‘ტულონს’ უმასპინძლა და 29:17 დაამარცხა. ტრავმების სიმრავლის გამო, მოედანზე მხოლოდ მიხეილ ნარიაშვილი ვიხილეთ, რომელმაც მასპინძელთა შორის პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა.

 

მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა ‘კლერმონმა’, თუმცა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ინარჩუნებს. „ვულკანები“ ‘ლა როშელს’ ეწვივნენ და 12:16 დამარცხდნენ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო, თუმცა მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი დაშავდა და მე-18 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, ხოლო ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა 58 წუთი ითამაშა. ის 50-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ ლონი უჰილას წითელი ბარათით გაძევების შემდეგ, 57-ედან და 65-ე წუთამდე მოედანზე დაბრუნება მოუწია.

 

პარიზულმა ‘რასინგმა’ ‘ლიონს’ უმასპინძლა და საკუთარ კედლებში მოულოდნელად, 13:19 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 31 წუთი ითამაშა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა.

 

‘ტულუზთან’ სტუმრად გამართულ შეხვედრაში 0:10 დამარცხდა ‘აჟენი’, რომლის შემადგენლობაში 62-ე წუთიდან ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა.

 

‘სტად ფრანსე’ ‘კასტრს’ ეწვია და მასპინძლები 14:9 დაამარცხა. პარიზელთა განაცხადში იყო ბურჯი გიორგი მელიქიძე, თუმცა მას თამაშმა არ მოუწია,

 

პრო დე2-ის მე-7 ტურში ‘ორიაკმა’ ‘მონტობანი’ მიიღო და 28:15 დაამარცხა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა ფლანკერმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელიც მე-19 წუთზე თანაგუნდელს კარგად მიყვა, ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. 21 წლის მორაგბისთვის ეს პირველი ლელოა ფრანგულ ელიტაში.

 

მიმდინარე სეზონში მეორე ლელო გაიტანა ‘ბრივის’ მესამეხაზელმა ოთარ გიორგაძემ. მისმა გუნდმა ‘ანგულემი’ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მე-12 წუთზე მგეზავი წითელი ბარათით დაკარგა, 31:18 იმარჯვა. ანგარიში მე-10 წუთზე გიორგაძემ გახსნა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო შეტევაში და ბურთი რომ მიიღო ორ მბოჭავს დაუსხლტა. გიორგაძე 50-ე წუთზე შეცვალეს და დასკვნით 7 წუთში მოედანზე დაბრუნდა. მასპინძელთა შორის 70-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს შალვა სუთიაშვილი, რომელმაც ფლანკერად ითამაშა, ხოლო ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. შეგახსენებთ, ხატიაშვილმა ზე რაგბის იაპონური ფრანჩიზი ‘სანვულვზი’ დატოვა და პრო დე2-ში დაბრუნების შემდეგ, ‘ანგულემის’ მაისურით პირველად ითამაშა.

 

‘ოიონა’ ‘ბეზიესთან’ 19:24 დამარცხდა და ბონუსს დასჯერდა. სტუმართა შორის პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ.

 

თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძეს ‘ნევერი’ ‘ბაიონს’ ეწვია, 21:26 დამარცხდა და ბონუსს დასჯერდა. ქართველი ბურჯები მარქაფაში იყვნენ და მატარაძე თამაშში 57-ე, ხოლო პაპიძე 63-ე წუთიდან ჩაერთო.

 

‘ვანმა’ ‘კოლომიე’ მიიღო და მშრალად, 13:0 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 21 წუთი ითამაშა ნიკა ნეფარიძემ.

 

‘კარკასონის’ შემადგენლობაში ითამაშა მირიან ბურდულმა, რომელიც შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა და 74-ე წუთზე თავად გახდა შესაცვლელი. მისი გუნდი სტუმრად ‘პროვანსს’ ეთამაშა და 25:28 დამარცხდა.

 

სტუმრად ‘მონ-დე-მარსანთან’ 13:20 დამარცხდა ‘ბიარიცი’, რომლის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი ითამაშა ვახტანგ ახობაძემ.

 

ინგლისის პრემიერშიფის მე-6 ტურში ‘უოსფსმა’ ‘გლოსთერი’ მიიღო და 21:35 დამარცხდა. „ბზიკების“ შემადგენლობაში 47-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ და მალე მისმა გუნდმა ორი ლელო გაიტანა, რითაც სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, თუმცა დასკვნით 10 წუთში მეტოქემ ორი ლელო გაიტანა.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ტაბლო

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2018-19  |  დიდი 10

დასრულდა

1

ბათუმი  ბათუმი

2

ხარები  რუსთავი

3

არმაზი  მარნეული

ორი წრე

სხვ

    მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

66

+139

15-3

6

ხარები  რუსთავი

60

+73

13-4*1

6

ლოკომოტივი  თბ

55

+135

11-7

11

აია  ქუთაისი ^

42

-1

09-8*1

4

არმაზი  მარნეული

42

+77

08-9*1

8

ლელო სარასენს  თბ

37

-40

08-10

5

ჯიქი  გორი

36

-18

06-11*1

10

აკადემია  თბილისი

31

-138

06-10*2

3

ვეფხვები  პატარძეული

30

-94

04-12*2

10

არმია  თბილისი

28

-133

06-12

4

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

პლეი’ოფის სქემა    მუხლი 2.3

ყველა პრიზიორი და ფინალი  [1990-2019]

2018-19  |  დუბლები

ნაშთი  მაისის ბოლომდე

2018-19  |  პირველი ლიგა

დასრულდა

დიდ 10-ში ავიდნენ
ყოჩები
და იუნკერები

2018-19  |  რეგიონული ლიგა

დასრულდა

10-გუნდა პირველ ლიგაში
ავიდნენ ყაზბეგი და დევები

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

აია  ქუთაისი

3

ხარები  რუსთავი

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

ხვამლი 1  თბილისი

3

არმაზი  მარნეული

ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო      დას  |  აღმ

ყველა პრიზიორი  [2000-2019]

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  თასის’წინა მოთელვა

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

რუსეთი

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

__.__

მარიფილდ

შოტლანდია

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3382] მორაგბე [18/04]

კაცი [1392]  |  ჭაბ’ა [646]  |  ჭაბ’ბ [1344]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო