პირველი ლიგა | პირველი ტური

09-ოქტ-2018

 

პირველი ლიგის ჩემპიონატი ასპინძაში, ‘ტაოსა’ და ‘ბაგრატის’ შეხვედრით დაიწყო. მესხები ტურნირში პირველად მონაწილეობენ, რიონისპირელებმა კი ელიტა გაზაფხულზე დატოვეს. ‘ტაოს’ გამართული ინფრასტრუქტურა, სათანადო ფინანსური ბაზა, მრავალრიცხოვანი ქომაგის მხარდაჭერა და რეგიონის ხელნმძღვანელობის მაქსიმალური ყურადღება გუნდის თამაშის ხარისხზე დადებითად ისახება.

 

მიუხედავად იმისა, რომ  ‘ტაო’ სრულად ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ‘ბორჯღალოსანთა ექს-დამრიგებლის მალხაზ ჭეიშვილისა და მისი თანაშემწის სანდრო ესაკიას თავკაცობით გუნდი მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს, რაც პირველივე შეხვედრამაც ცხადად დაადასტურა.

 

დიდი 10-დან დაქვეითების შემდეგ ‘ბაგრატის’ სტაფიც შეიცვალა და შემადგენლობაც მნიშვნელოვნად გადახალისდა. რიონისპირელთა ახალმა თავკაცებმა შალვა კიკვაძემ და ბაკურ გოშაძემ აქცენტი კლუბისვე აღზრდილ ჭაბუკებზე გააკეთეს და თანაქალაქელ ‘არესიდან’ რამდენიმე მორაგბეც იახლეს. ‘ბაგრატი’ პრაქტიკულად ახალი გუნდის ჩამოყალიბების ურთულეს პროცესს შეუდგა.

 

შეხვედრის პირველი ტაიმი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მასპინძელთა მხრიდან ნიკა ჯანელიძემ, ოთარ ტალახაძემ და ლევან ბუცხრიკიძემ 3 ლელოს გატანა მოახერხეს, ‘ბაგრატის მხრიდან ლელოთი, მოთამაშე-მწვრთნელი ბაკურ გოშაძე გამოირჩა, ფულბეკმა ზვიად ოდიშარიამ გარდასახვას არეკნიც მიაყოლა და ტაიმი ‘ტაომ’  15:10 მოიგო. მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. თავი იჩინა მესხთა უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ და თან ‘ბაგრატს’ შეუთამაშებლობაც დაეტყო. მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა 27 უპასუხო ქულა მიითვალეს, ‘დუბლი’ ჰავბეკმა სერგო ყურაშვილმა შეასრულა და ‘ტაომ’ მატჩი პრემიის თანხლებით 42:10 მოიგო.

 

თბილისის ‘დინამო’ კიკეთელ ‘იუნკერებს’ „შევარდენზე“ დაუხვდა. უხნესი ქართული კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან რამიშვილმა შემადგენლობის 80 % შეცვალა და აქცენტი ახალგაზრდა მორაგბეებზე აიღო. საკუთარი არენისა და საწვრთნელი ბაზის უქონლობის გამო ‘დინამოელებს’ რთულ პირობებში უხდებათ ვარჯიში. ‘იუნკერები’ კი სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერდნენ. გიორგი ზაბახიძემ და გიორგი ნოზაძემ გუნდში არაერთი ცნობილი და გამოცდილი მორაგბე იახლეს (რამაზ და რეზი ხარაზიშვილები, ჯაბა კიკვიძე, ალექსანდრე ზაბახიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, დათო გურგენიძე, გივი ბერიშვილი). შემადგენლობიდან გამომდინარე, სპეციალისტები ‘იუნკერებს’ პირველობის მთავარ ფავორიტად მიიჩნევენ. გუნდის ხელმძღვანელობაც ელიტაში თამაშის უფლების მოპოვებაზე პრეტენზიას ღიად აცხადებს.

 

‘დინამომ’ მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა საწყისი 30 წუთი უწია. კიკეთელი მხტომელის გიორგი შუკაკიძის ლელოს მასპინძელთა ბურჯმა გიორგი გოგიძემ საპასუხო ლელოთი უპასუხა და ანგარიშიც გაათანაბრა. ამის შემდგომ ლელო მხოლოდ ფავორიტს გაჰქონდა. ‘იუნკერთა’ მხრიდან თავი ჯაბა კიკვიძემ, ლუკა კობერიძემ, გიორგი კურტანიძემ და ნიკოლოზ მერკვილიშვილმა გამოიჩინეს. სტუმართა ხუთივე ლელო მგეზავმა რეზი ხარაზიშვილმა გარდასახა და ‘იუნკერებმაც’ სეზონი პრემიალური ქულის თანხლები გამარჯვებით 35:10 დაიწყეს.

 

‘ივერია კოლხი რაინდებმა’ ტიტულოვან ბოლნისის ‘ყოჩებს’ ფოთის მთავარ სარაგბო სტადიონზე, „პარკი არენაზე“ უმასპინძლა.

 

‘კოლხი რაინდებმა’ პირველ ლიგაში თამაშის უფლება ‘ივერიასთან’ გაერთიანების შედეგად მოიპოვა. თუმცა სუბიექტურ გარემოებათა გამო, სეზონის წინ ფოთელებს ‘ივერიასთან’ მხოლოდ ერთიანი სახელიღა აკავშირებთ და პირველობის მთელი სიმძიმე (როგორც შემადგენლობით, ასევე ფინანსურად) კოლხური რაგბის პატრიარქის, ლეგენდარული ‘პიკასოს’ (ამირან შავგულიძე) აღზრდილ, გუნდის მთავარ მწვრთნელ ბაჩო ჩაჩავას მხრებზე გადაივლის. ფოთელთა ახალგაზრდული კოლექტივის მთავარ ამოცანას დროულად შეთამაშება და ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმოადგენს.

 

‘ყოჩებშიც’ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ქვემოქართლელთა მთავარმა მწვრთნელმა აკაკი ცინცაძემ გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა და უცვლელი მხოლოდ ‘ღერძი’ (თემურ სოხაძე, თენგიზ ჯინაშვილი და ირაკლი გეგენავა) დატოვა. ‘ყოჩების’ დამრიგებლის განცხადებით, გუნდის შემადგენლობა უფრო დაბალანსდა და სტაბილური გახდა, რაც ქვეყნის 3-გზის ჩემპიონს ელიტაში დაბრუნების მორიგი მცდელობის წარმატებით დაგვირგვინების წინაპირობათ ესახება.

 

შეხვედრა ‘ყოჩების’ სრული უპირატესობით წარიმართა. ფავორიტმა 7 ლელოს გატანა მოახერხა. ‘დუბლით’ მხტომელი გიორგი ჩიტეიშვილი და შუამარბი გიორგი ხარშილაძე გამოირჩნენ. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი ლელო კვაჭმა ნოდარ გურგენიძემ გაიტანა. გრანდმა შეხვედრა 47:7 მოიგო და დაგეგმილი პრემიაც იოლად აიღო.

 

პირველი ტური ბათუმში, ოზურგეთის ‘არწივებისა’ და ქუთაისის ‘არესის’ შეხვედრით დასრულდა. გურიის დედაქალაქის სარაგბო არენაზე მიმდინარე კეთილმოსაწყობ სამუშაოთა გამო, ‘არწივები’ რიონისპირელებს ბათუმის მთავარ, ‘რაგბი არენაზე’ დაუხვდნენ. გურულების მწვრთნელთა დუეტმა, სხვადასხვა თაობის ბორჯღალოსნებმა კახა უჩავამ და კახა მაჩიტიძემ სეზონის წინ ნაყოფიერი სამუშაო გასწიეს, რაც გუნდის თამაშსაც დაეტყო.  მიუხედავად ამისა, გუნდს მძიმე ტვირთად დააწვა სეზონის წინ ძირითადის 4-5 ტრავმირებული მოთამაშის არყოლა.

 

‘არესმა’ შემადგენლობაც და ამბიციაც შეინარჩუნა. ქუთათურთა მთავარ მწვრთნელ სერგო ფრუიძეს გუნდის გაძღოლაში დახმარებას კვლავ მოთამაშე-მწვრთნელები გიორგი მინაძე და გაგა სინაურიძე უწევენ. ‘არესის’ პრეზიდენტი გიორგი ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ ნაყოფიერმა წინასასეზონო შეკრებამ (ამხანაგური მატჩების დეფიციტის მიუხედავად)  და რამდენიმე იმედისმომცემი მორაგბის მატებამ შედეგი უნდა გამოიღოს და ‘ომის მრისხანე ღმერთი’ კვლავ მოწინავე სამეულში უნდა მოხვდეს.

 

მატჩის დაწყების წინ მეტოქეებმა პატივი მიაგეს ახლახანს გარდაცვლილ ‘არესის’ 20 წლის ჰუქერ საბა მაღლაფერიძის ხსოვნას. ‘არესის’ მოთამაშეებს შავი სამკლავურები ეკეთათ. ნიჭიერი და კეთილშობილი ახალგაზრდა ქუთაისელი ბოლომდე ებრძოდა უმძიმესს ავადმყოფობას (ლიმფოპლასტურ ლეიკემიას), მორაგბის გადასარჩენად საქველმოქმედო ფონდიც კი იყო შექმნილი. სამწუხაროდ ესკულაპებმა საბა მაღლაფერიძის გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

‘არწივები’, ფულბეკ გიორგი კალანდაძის ჯარიმით, მატჩში პირველად და უკანასკნელად დაწინაურდნენ. რიონისპირელები თამაშის მაღალ ორგანიზაციასთან ერთად, უპირატესობას სტატიკაში ფლობდნენ, რასაც პირველ ტაიმში ბურჯ ბექა ბურჯალიანისა და კვაჭ ოთარ სამხარაძის ლელოები მოჰყვა. მეორე ტაიმის შუაწელს კი ‘არესის’ ჰავბეკ ანდრო ახვლედიანის გატანილმა ლელომ სტუმრებს გამარჯვება პრემიით არგუნა  19:3.

 

მეორე ტურის შეხვედრები  13-14  ოქტომბერს გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს ასპინძაში, ‘ტაოსა’ და ‘იუნკერების’ დაპირისპირება იწვევს.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

2018-19  |  დიდი 10

 

VII- ტური

სრულად

კვი 21/10   ლელო   14.00

კვი 21/10   რუსთავი   16.00

ორ 22/10   ბათუმი   15.00

ორ 22/10   გორი   17.30

22/10 @ 19.15

სხვ

მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

28

+101

6-1

4

ლოკომოტივი  თბ

24

+67

5-2

4

ხარები  რუსთავი

23

+46

5-2

3

არმაზი  მარნეული

22

+95

4-3

6

ლელო სარასენს  თბ

22

+32

5-2

2

აია  ქუთაისი

18

+13

4-3

2

ჯიქი  გორი

12

-39

2-5

4

ვეფხვები  პატარძეული

6

-90

1-5

2

აკადემია  თბილისი

6

-102

1-5

2

არმია  თბილისი

5

-123

1-6

1

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

23-კაცა სამატჩო სიის ახალი ფორმა

2018-19  |  დუბლები

27-28/10   IV ტური

2018-19  |  პირველი ლიგა

27-28/10   IV ტური

2018-19  |  რეგიონული ლიგა

19-21/10   V ტური  დას  |  აღმ

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2002-03 დაბ]

23-25/10   II ეტაპის I ტური

მოწინავე ოთხეულები     დას  |  აღმ
სანუგეშო ჯგუფები     დას  |  აღმ

"" [2000-01 დაბ]

26-27/10   II ეტაპის IV ტური

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3224] მორაგბე [22/10]

კაცი [1303]  |  ჭაბ’ა [629]  |  ჭაბ’ბ [1292]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2018  |  შემოდგომის ტესტები

ოფიციოზი_EN

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით, შაბათობით

10/11

18.00

ფლორენცია

იტალია

0:0

17/11

18.00

ავჭალა

სამოა

0:0

24/11

18.00

ვაკე

ტონგა

0:0

2018-19  |  კონტინენტის ფარი

 სრულად   ოფიციოზი_EN

ლოკომოტივი  –

საქართველოს თარიღითა და დროით, შაბათობით

13/10

15.00

კალვიზანო

6:17

08/12

18.00

ფიამე ორო

0:0

15/12

18.00

კალვიზანო

0:0

12/01

15.00

ფიამე ორო

0:0

""

სხვ

კლვ (იტა)

9

+26

ლოკ (საქ)

0

-11

ფმრ (იტა)

0

-15

""

სხვ

პდვ (იტა)

8

+19

რვგ (იტა)

2

=0

ბრბ (ბელ)

0

-19

30/03

ფინალი

ბ1

0:0

20/04

ბ1

0:0

მოგებული ადის 2019-20 ჩელენჯზე

2019  |  რაგბი ევროპა

ოფიციოზი_EN

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

09/02

.

გარეთ

რუმ | პორ

0:0

შაბ

16/02

.

შინ

ესპანეთი

0:0

შაბ

02/03

.

გარეთ

ბელგია

0:0

შაბ

09/03

.

შინ

გერმანია

0:0

კვი

17/03

.

გარეთ

რუსეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

წინა სეზონი [2018]

1989 - 2018    215 ტესტი  |  254 ბორჯღალოსანი  |  სრულად [1/06]

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

  ევროპის შესარჩევი

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ რეპ  ტონ  ურუ

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

ტაბლო
მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

რაგბი თივი

 

 

imedi

 

logo_palace

 

რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო თიბისი ბანკის ლოგო   აისის ლოგო     მინდა ჯგუფის ლოგო