დავით კილასონია †

24-ნოემ-2018

67 წლისა გარდაიცვალა  ქართული რაგბის ლეგენდა – გამოჩენილი მოთამაშე, მწვრთნელი, დიდ’მოხელე და მოღვაწე

დავით კილასონია

 


დაიბადა 1951 წელს, ოქროს უბანში.  სწავლობდა პლეხანოვზე – ცნობილ 24-ე სკოლაში და საბურთალოზე – ფიზიკა-მათემატიკურ ინტერნატში.  დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფიზიკის ფაკულტეტი

მოსწავლეობისას თამაშობდა იმ’ხანად ერთობ პოპულარულ ხელბურთს, უნივერსიტეტში კი ახალ, ლაღ, მეამბოხეთა სახეობას – "რეგბს" ეზიარა

სასწავლებლის გუნდის გარდა, დაუცავს "სპარტაკის" ღირსებაც, 1970 წელს კი დუბლიდან – "ელმავლიდან" მოხვდა "ლოკომოტივის" ძირითად შემადგენლობაში და საკავშირო პირველობის უმრწემესი [ყველაზე უმცროსი] მონაწილე გახდა

ერთ’ნაირი წარმატებით თამაშობდა 9 და 10 ნომრებად.  კარგა ხანს ითვლებოდა ნიჭიერ, იმედის მომცემ მობურთალად, 1977 წელს კი – ბრიტანეთის "პინგვინების" ხილვის შემდეგ – საქმეს ახლებურად მიუდგა და მალე ვარსკვლავად მოგვევლინა

9 ნომრის დაღვინება გუნდსაც შეეტყო.  "ლოკომოტივმა" 1978 წლის შემოდგომაზე ჯერ ბრინჯაო აიღო, შემდეგ კი თასიც.  1979 წელს რკინიგზელები პირველობის ფავორიტები იყვნენ, მაგრამ "ცენტრმა" არ გაახარა და დაძირა

ამით გულ’გატეხილმა დათომ თამაშს 28 წლისამ დაანება თავი, მაგრამ 1981 წელს – როცა პარტო’კრატიის მიერ ნალოლიავებმა მოძმე ბურთაობამ ერთიანად მოინდომა თბილისიდან ოვალური ბურთის ამოძირკვა, კილასონია მოთამაშე-მწვრთნელად დაბრუნდა და განახლებული რაზმით ცოტა დააკლდა ვერცხლმდე  – ბრინჯაოს დასჯერდა

1979 წლის გაზაფხულზე კილასონიამ საბჭოეთის ნაკრებში ფირა-ს პირველობის – "ერთა თასის" ბრინჯაო მოიპოვა, 1981 წელს კი მეორე [პროფ’კავშირთა] ნაკრების მწვრთნელი იყო

1982 წელს დათო "შევარდენში" რაგბობდა, 1983 წელს  – ამიერ’კავკასიის სამხედრო ოლქის გუნდში.  თბილისური რაგბის კრიზისის ხანაში კილასონია ოვალური ბურთის ფხიან პროპაგანდისტად იქცა, 1986 წელს კი – პირველად ჩვენი რაგბის ისტორიაში – მორაგბე "სახელმწიფო მწვრთნელად" დაინიშნა და თანდათან გამოასწორა მდგომარეობა

მეტიც, 1987 წელს, "თვითმფრინავის სკანდალის" დროს, სამსახურებრივი იერარქიაც დაარღვია, რათა არ დაეშვა თბილისსა და რკინიგზაში რაგბის მოსპობა

1989 წელს ბატონი დავითი სათავეში ჩაუდგა ქართული რაგბის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას:  დაამყარა კავშირი ირბ-ის ("მსოფლიო რაგბი" ) ბოსებთან, აიყოლია სხვა რესპუბლიკები, ჩამოაყალიბა ეროვნული ნაკრები და მას სათავეშიც ჩაუდგა, რაც 1992 წლის თებერვალში "საქართველოს რაგბის კავშირის" საერთაშორისო აღიარებით დასრულდა

ამის შემდეგ კილასონია მამა’პაპის ნაფუძარზე – ნოქალაქევში (სენაკი) გადასახლდა და სამეგრელოში გაშალა რაგბული და ოლიმპიური საქმიანობა, ხოლო დედა’ქალაქში მშობლიურ "უნივერსიტეტს" პატრონობდა

1999 წელს დავითმა გამოსცა აქამდეც ერთად’ერთი წლიური ალმანახი – "საქართველოს რაგბეთი";  სოფელში ჩაატარა ბავშვთა ფესტივალები;  დააარსა რაგბის მუზეუმი;  წვლილი დაიდო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოვალური ბურთის დანერგვაში, და ნულიდან აღადგინა და გაათანამედროვა ჩვენი ეროვნული საუნჯე – ლელო:  შექმნა ფედერაცია და შარშან 10-გუნდა პირველობაც გამართა

დავითი 1984 წელს დაქორწინდა რუსუდან ქიქოძეზე.  წყვილმა ორი, უკვე დაოჯახებული ვაჟი გამოზარდა:  ლადო 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია, ლუკა კი – მსაჯების მენეჯერი

ვაგლახ. რომ უფროსი კილასონია ბოლო ხანს ჯანმრთელობას უჩიოდა.  ოპერაციაც ყოჩაღად გადაიტანა, მაგრამ კიდევ ბევრი ქველი საქმე დაურჩა თავ’დაუდგმელი – გულ’მოკლულები დაგვტოვა

 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო