დიდი 10 | ლოკომოტივი 19:32 ვეფხვები

23-დეკ-2018

© გოგიტა ბუხაიძე

 

დიდი 10-ის 2018 წლის დასკვნით მატჩში, დებიუტანტი პატარძეულის ‘ვეფხვები’ მოქმედ ჩემპიონს, თბილისის ‘ლოკომოტივს’ ეწვია და წელი დიდი გამარჯვებით დაასრულა - 32:19.

 

ეს იყო მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა და სტატუსიდან გამომდინარე, რკინიგზელები უპირობო ფავორიტად ითვლებოდნენ, თუმცა გასათვალისწინებელი იყო რამდენიმე ფაქტორი: ‘ლოკომოტივი’ „კონტინენტის ფარზე“, 10-დღიანი და ორმატჩიანი ტურნედან გადაღლილი დაბრუნდებოდა; პატარძეულელებმა ჩემპიონთან თამაშს ჯერ კიდევ პირველ ტურში ღირსეულად გაართვა თავი; ჩემპიონატის პირველი წრის მსვლელობისას ‘ვეფხვებმა’ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დაამტკიცა, იოლად არავის არასდროს დანებდება.

 

რუსთავში გამართულ შეხვედრაშიც კახელებმა გამართული რაგბი ითამაშეს და გამარჯვებაც ღირსეულად მოიპოვეს. ანგარიში ლაშა გურგენიძემ მე-17 წუთზე ჯარიმით გახსნა, თუმცა 23-ე წუთზე დაცვამ მოწყობა დააგვიანა, დაჩი კოპაძემაც რაქიდან შეუტია და ლელო წინააღმდეგობის გარეშე გაიტანა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახვა შეასრულა. 10 წუთში გურგენიძემ კარის წინიდან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე ‘ლოკომოტივი’ 1-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 7:6.

 

პირველი ტაიმის მიწურულს ‘ვეფხვებმა’ სინბინით გიორგი ჟღენტი დაკარგა და ‘ლოკომოტივმა’ რიცხობრივი უპირატესობა მეორე ტაიმის დებიუტში გამოიყენა. შეცვლაზე შესულმა ზურაბ ძნელაძემ რაქიდან შეუტია, ხაზი გაჭრა და ოფლოუდით ძელებსშუა წიკლაური შეუშვა, რომელმაც გარდასახვაც გაიტანა. პატარძეულმა მოუმატა და 9 წუთში გურგენიძემ სამი ჯარიმა გაიტანა, ბოლო ცენტრიდან და სტუმრები 15:14 დააწინაურა.

 

თბილისელები ამას არ შეეგუენ და ერთ წუთში ლიდერობა დაიბრუნეს - ლევან გოგოლაშვილის კარგი თამაშის შემდეგ, ლელო ნიკოლოზ ჩიღვინაძემ გაიტანა. მაგრამ მატჩის მიწურულს მეტი ენერგია ‘ვეფხვებს’ შერჩათ და 17 უპასუხო ქულა აიღეს!

 

74-ე წუთზე რეზო ბროძელმა და ვაჟა მამულაშვილმა კარის წინ გაჭრეს ხაზი, რაქის შემდეგ საქმეში ვანო გაბროშვილი ჩაერთო, რომელმაც სიჩქარეში მიიღო ბურთი და ორი მცველის ბოჭვის მიუხედავად ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო გურგენიძემ გარდასახა. ორიოდე წუთში სტუმართა ღერძმა მეტოქის 22-ში კიდევ ერთხელ გაამწვავა თამაში, ბროძელმა ხაზი მამულაშვილს გააჭრევინა და მისმა ლელომ თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. გურგენიძემ გარდასახვის შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ‘პატარძეულს’ სახელოვანი გამარჯვება მოუტანა - 32:19.

 

დიდი 10 ზამთრის, საახალწლო შესვენებაზე გავიდა და თამაშები 25 იანვრიდან განახლდება, თუმცა ეს არ ეხება ‘ლოკომოტივს’, რომელსაც 12 იანვარს „კონტინენტის ფარის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი ელის ‘ფიამე ოროსთან’. ეს შეხვედრა 15 საათზე „ავჭალაზე“ დაიწყება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონი ‘ფიამე ოროსა’ და ‘კალვიზანოს’ მატჩის (19 იანვარი) შედეგს დაელოდება.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ტაბლო

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივი

2019  |  20წ მსოფლიო

ოფიციოზი    განრიგი  |  სიები + ოქმები

არგენტინა   სანტა’ფე  |  როსარიო (ორი სტადიონი)

ისტორია ზოგადი   |   საქართველო ოდითგან  |  ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

13:45$

შაბ

08/06

17.30

რს1

სამხრ.აფრიკა

20:48$

ოთხ

12/06

17.30

რს1

შოტლანდია

17:12$

#

სხვ

2

არგ^

11

+43

4

სფრ

11

+14

8

უელ

9

+2

12

ფიჯ

1

-59

#

სხვ

3

ავს

11

+29

6

ირლ

10

+12

7

ინგ

9

+8

11

იტა

1

-49

#

სხვ

1

აფრ

14

+60

5

ზელ

10

+43

9

საქ

4

-55

10

შტლ

2

-48

I - IV ^ პირისპირ შედეგით V - VIII

პლეი’ოფი  IX-XII

ორ

17/06

20.00

რს2

ფიჯი

0:0

შაბ

22/06

.

რს2

შტლ | იტა

0:0

2020  |  რაგბი ევროპა

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

15/06  გერმანიამ 32:37 წააგო პორტუგალიასთან და გავარდა

.

08/02

.

შინ

რუმინეთი

0:0

.

15/02

.

გარეთ

ესპანეთი

0:0

.

29/02

.

შინ

ბელგია

0:0

.

07/03

.

გარეთ

პორტუგალია

0:0

.

15/03

.

შინ

რუსეთი

0:0

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები  |  წინა სეზონი

1989 - 2018    218 ტესტი  |   262 ბორჯღალოსანი   |  სრულად

2019-20  |  დიდი 10

13/09 – 17/05  |  განრიგი

1

ბათუმი  ბათუმი

2

ხარები  რუსთავი

3

არმაზი  მარნეული

4

ლოკომოტივი  თბილისი

5

აია  ქუთაისი

6

ლელო სარასენს  თბილისი

7

ჯიქი  გორი

8

აკადემია  თბილისი

9

ყოჩები  ბოლნისი

10

იუნკერები  კიკეთი

ქულათა ტოლობა  |  ოქმის სქოლიო  |  წინა სეზონი

ყველა პრიზიორი და ფინალი  [1990-2019]

2019  |  თასის’წინა მოთელვა

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

რუსეთი

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი |  პოსტერი 

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3382] მორაგბე [28/05]

კაცი [1392]  |  ჭაბ’ა [646]  |  ჭაბ’ბ [1344]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2018-19  |  დუბლები

დასრულდა

აიამ ყველა თამაში მოიგო

2018-19  |  პირველი ლიგა

დასრულდა

დიდ 10-ში ავიდნენ
ყოჩები
და იუნკერები

2018-19  |  რეგიონული ლიგა

დასრულდა

10-გუნდა პირველ ლიგაში
ავიდნენ ყაზბეგი და დევები

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

აია  ქუთაისი

3

ხარები  რუსთავი

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

ხვამლი 1  თბილისი

3

არმაზი  მარნეული

ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო      დას  |  აღმ

ყველა პრიზიორი  [2000-2019]

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო