რაგბი ევროპა | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის

07-თებ-2019

© გოგიტა ბუხაიძე

 

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა და მასში სამი დებიუტანტია.

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატს ჩვენი გუნდი ტურნირზე უმთავრესი მეტოქით, რუმინეთით იწყებს. შეხვედრა, რომელშიც „სტეჟართან“ საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ გათამაშდება, კლუჟში 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

 

ფორვარდები

 

შერკინების პირველ ხაზში ორი ახალბედა ბურჯია, რომლებმაც ბორჯღალოსანთა კვართი პირველად ნოემბერში მოირგეს. მარცხენა ბურჯად გურამ გოგიჩაშვილს ვიხილავთ (1 კეპი), მარჯვნივ ბექა გიგაშვილი (2) იდგება, ხოლო კვაჭი გამოცდილი შალვა მამუკაშვილია (61).

 

მეორე ხაზში გამოცდილ გიორგი ნემსაძეს, რომელსაც ნაკრების ამ შემადგენლობაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული (85), დებიუტანტი დავით გიგაური შეუწყვილდება. 24 წლის მეორეხაზელი რუმინეთის სუპერ-ლიგის ‘ბუქარესტში’ თამაშობს, მომავალ მოწინააღმდეგეებს კარგად იცნობს და ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში ახლახანს მოხვდა.

 

ერთი დებიუტანტი იწყებს მესამე ხაზში - ბექა საღინაძე, მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძეა (13), ხოლო შემკვრელი ნოემბრის მატჩების მსგავსად ბექა გორგაძე (14) მოგვევლინება.

 

შერკინების მარქაფაში დებიუტანტია ახალგაზრდა კვაჭი, 18 წლის ვანო კარკაძე, რომელიც გუნდს ტრავმირებული გიორგი ხუროშვილის ნაცვლად შეუერთდა. კარკაძემ შარშანდელ და შარშანწინდელ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალებში, საფრანგეთს თითო-თითო ლელო გაუტანა, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში კი, უკვე სამჯერ ითამაშა.

ბურჯებად შეცვლაზე თორნიკე მატარაძე (6 კეპი) და გამოცდილი ლევან ჩილაჩავა (43) შევლენ, მეორე ხაზს ნოდარ ჭეიშვილი (18) გააძლიერებს, ხოლო მესამეს გიორგი თხილაიშვილი (46).

 

შერკინების მოთამაშეებისა და დებიუტანტების შესახებ მილთონ ჰეიგმა განაცხადა:

„კარკაძე ძალიან კარგი, ახალგაზრდა მორაგბეა, რომელიც უკვე თამაშობს ‘ორიაკის’ შემადგენლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ხუროშვილი დაშავდა, ხოლო ჯაბა ბრეგვაძე გამოცდილებას სუპერ რაგბიში მიიღებს, გადავწყვიტეთ ვანოსთვის შანსი მიგვეცა. მისი თამაშები გრეემ როუნთრიმაც ნახა და კმაყოფილი დარჩა. მე კარკაძეს 18-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობ და ამ ხუთი დღის განმავლობაშიც ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა“.

 

„პირველ ხაზში გვყავს ტოპ 14-ის მოთამაშეები: გურამ გოგიჩაშვილი წარმოუდგენლად კარგი მოთამაშეა; ბექა გიგაშვილი ‘გრენობლში’ კვირიდან კვირამდე თამაშობს; ლევან ჩილაჩავა ძალიან კარგ ფორმაშია. მეორე ხაზში ვნახავთ გიგაურს, რომელიც რუმინეთში თამაშობს, ხშირად უწევს ამ მორაგბეების წინააღმდეგ თამაში, კარგად გამოიყურება და ჩვენთვის საინტერესო მორაგბეა. იქვეა გამოცდილი ნემსაძე, რომლის შესახებ კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

 

„საღინაძე, ცუცქირიძე და გორგაძე - ეს ის მესამე ხაზია, რომელიც ძალიან საინტერესოა და კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის საუკეთესო, ახალგაზრდა მესამე ხაზია“.      

 

ხაზი

 

ღერძი ისეთივე იქნება, როგორიც ნოემბრის ტესტებზე იყო - 9 ნომრად ახალგაზრდა ვასილ ლობჟანიძე იწყებს, რომელიც რუმინეთთან მე-40 კეპს მოიხვეჭს, ხოლო მგეზავად კიდევ უფრო ახალგაზრდა 19 წლის თედო აბჟანდაძეს ვიხილავთ, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ნოემბერში სამოასთან ჰქონდა და მერე ტონგას წინააღმდეგ ითამაშა.

 

ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე (60) და გიორგი კვესელაძე (14) შეწყვილდებიან, ფულბეკად კი, ნოემბრის თიბისი სერიების მსგავსად ლაშა ხმალაძე მოგვევლინება და 70-ე კეპს მოიხვეჭს. ფრთებზე გამოცდილი სანდრო თოდუა (75) და ზურაბ ძნელაძე (4) დადგებიან, რომელმაც შემოდგომაზე ნაკრების სამივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

9 ნომრის მარქაფაშია გელა აფრასიძე (11), ხოლო ხაზში მირიან მოდებაძე (3) და გიორგი აფციაური (22) გამოჩნდებიან, რმელთაც დიდი ხანია ბორჯღალოსანთა კვართით აღარ უთამაშია: მოდებაძემ სამივე კეპი 2017 წლის ნოემბერში მოიხვეჭა, ხოლო აფციაური ნაკრებს 2016 წლის ნოემბრის შემდეგ უბრუნდება.

 

ღია ვარჯიში

 

ბორჯღალოსნები რუმინეთში ხვალ დილით მიემგზავრებიან, მანამდე კი, დღეს დილით „შევარდენზე“ ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. მისი დასრულების შემდეგ ტრადიციული კომენტარები გაკეთდა.

 

ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა:

 

„რუმინეთის ნაკრები ამ ტურნირზე მუდამ ჩვენი უშუალო კონკურენტია. წელს რაგბი ევროპას არატრადიციული თანმიმდევრობა აქვს და პირველ მატჩს რუმინეთთან ვმართავთ. პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია და განსაკუთრებულ მობილიზებას მოითხოვს. იოლ შეხვედრას არ ველოდებით, თუმცა მომზადებულები ვართ და ვეცდებით გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავიღოთ. რუმინეთის სტილია, რომ შეჯგუფებებში, ძალისმიერ თამაშში უპირატესობა მოიპოვოს და სწრაფ ხაზს სივრცეების გამოყენების საშუალება მისცეს, ასევე სიურპრიზების სახით ფეხით თამაში“.

 

ლევან ჩილაჩავა ფიქრობს, რომ მომავალ მატჩში გადამწყვეტი როლი შერკინებაში უპირატესობის მოპოვებას ექნება:

 

„რთული თამაში გველის, რადგან რუმინეთი ჩვენთან შეხვედრაზე გასაკუთრებულადაა კონცენტრირებული. მათ მხოლოდ საქართველოსთვის ფაქტობრივად ყველა ლეგიონერს უხმეს. ჩვენ ორი კვირაა ერთად ვართ და ვემზადებით, კარგი შეკრება გავიარეთ და იმედია ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ახალ ბიჭებს ტოპ 14-ში თამაშის გამოცდილება აქვთ, ლიდერები არიან თავიანთ პოზიციაზე, გუნდსაც მარტივად შეერწყნენ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ორი წლის წინ რუმინეთში შერკინებაში გაგვიჭირდა და წარმატებას ვერ მივაღწიეთ, ახლაც გადამწყვეტი ეს კომპონენტი იქნება და დარწმუნებული ვარ, აქ უპირატესობა ჩვენ გვექნება“. 

 

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპა"   |   I რაუნდი   |  ანთიმოზ ივერიელის თასი    – რუმინეთი

შაბ 09/02_2019  |  კლუჟ, არენა  |  16.00 საქ  =  14.00 რუმ

1989 - 2018    218 ტესტი  |  257 ბორჯღალოსანი  |  სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

 

უკანა ხაზი [ბექები]

 

15

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

14

სანდრო თოდუა

ბათუმი [საქ დ 10]

1987

13

მერაბ შარიქაძე ^კაპ

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

12

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997

11

ზურაბ ძნელაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1992

10

თედო აბჟანდაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1999

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ პრო დ2]

1996

 

შერკინება [ფორვარდები]

 

1

გურამ გოგიჩაშვილი

რასინგ [სფრ ტოპ 14]

1998

2

შალვა მამუკაშვილი

ენისეი [რუს პრემიერ]

1990

3

ბექა გიგაშვილი

გრენობლ [სფრ ტოპ 14]

1992

4

დავით გიგაური

ბუკურეშტ [რუმ სუპერ]

1994

5

გიორგი ნემსაძე

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

6

ბექა საღინაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1998

7

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

8

ბექა გორგაძე

ბორდო [სფრ ტოპ 14]

1996

 

თადარიგი [რეზერვი]

 

23

გიორგი აფციაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1994

22

მირიან მოდებაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1997

21

გელა აფრასიძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1998

 

16

ვანო კარკაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

2000

17

თორნიკე მატარაძე

ნევერ [სფრ პრო დ2]

1996

18

ლევან ჩილაჩავა

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

19

ნოდარ ჭეიშვილი

ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ]

1990

20

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

07/02_2019 @ 13.45

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო