ჭაბუკთა „ა“ ლიგა | ლიდერთა შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა

10-მარ-2019

 

ჭაბუკთა „ა“ ლიგის მე-11 ტური მუხიანში, ‘ხვამლისა’ და ქუთაისის ‘არესის’ შეხვედრით დაიწყო. მართალია, რატი ურუშაძის შეგირდებმა სოლიდური, 22-ქულიანი სხვაობით, 36:14  იმარჯვეს და დაგეგმილი პრემიაც აიღეს, თუმცა რიონისპირელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გიორგი მინაძის შეგირდებმა ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მატჩის ბოლო 10 წუთშიღა მოიპოვეს.

 

პირველ ტაიმში ‘ხვამლი’ მაღალი სათამაშო დისციპლინით გამოირჩა. მუხიანელებმა მეტოქეს 3 უპასუხო ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 19:0 წავიდნენ. პირველი ნახევრის მსგავსად, ‘არესმა’ მეორე ტაიმშიც აქცენტი უპირატესად შერკინებაზე გააკეთა და საწადელსაც მიაღწია. ფულბეკ ბაკურ კუხალაშვილისა და ჰუქერ ანრი ბოგვერაძის ლელოთა წყალობით (კუხალაშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა), „ომის მრისხანე ღმერთმა“ ანგარიშში ჩამორჩენა 5 ქულამდე, 19:14 შეამცირა, თუმცა მინაძის ბიჭებს მატჩის სახსნელად ძალა არ ეყოთ. ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ‘ხვამლმა’ უპირატესობა დაიბრუნა და ბოლო 10 წუთში 3 ლელოს გატანა მოახერხა. ‘დუბლი’ მასპინძელთა მარჯვენა ფრთა საბა ინალიშვილმა შეასრულა, სტუმართა მარცხს კი წერტილი მღლეტელ საბა კურტანიძის ლელომ დაუსვა. აღსანიშნავია, რომ არდადეგების შემდეგ ‘არესმა’ თამაშს მკვეთრად უმატა. სეზონის წინ გიორგი მინაძეს პრაქტიკულად ახალი გუნდის შექმნა მოუხდა და ბიჭების შეთამაშებასა და მათი ფიზიკური კონდიციების ამაღლებას გვარიანი დრო დაჭირდა.

 

რატი ურუშაძის გუნდში აშკარად იგრძნობა ასაკობრივ ნაკრებში მივლინებულ წამყვან მოთამაშეთა არყოფნა. ‘ხვამლს’ მომდევნო 2 ტურში, რეგულარული სეზონის პირველი ადგილისთვის მებრძოლ უშუალო კონკურენტებთან, ‘ლელოსთან’ და ‘აიასთან’ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

 

პირველობის ლიდერი და ჩემპიონი ‘ლელო’ თანაქალაქელ ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ „შევარდენზე“ დაუპირისპირდა. „რკინიგზელებმა“ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, შედარებით ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეს თავი, ‘ლელომ’ კი ასაკობრივ ნაკრებებში მივლინებულ მოთამაშეთა კვალ, რამდენიმე ტრავმირებული მორაგბეც მოისაკლისა და ოთარ ბარკალაიას ამჯერადაც  თამაში მარქაფასა და ახალბედათა ნაზავით მოუხდა. მღლეტელ აკაკი ქოპილაშვილის დადებულმა ადრეულმა ლელომ ჩემპიონი თამაშის კალაპოტიდან გვარიანი დროით ამოაგდო, რითაც „რკინიგზელებმა“ მაქსიმალურად იხეირეს. ფრთა ბაჩანა მებონიას, მარბიელ რამაზ ბენდელიანისა და მესამეხაზელ ზურა ფრუიძის ლელოთა მეოხებით ‘ლოკომოტივი ხულიგანა’ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდა (19:7). მართალია, ფავორიტმა მეორე ტაიმში თამაშიც დაალაგა და საგრძნობი უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა ჩემპიონის ჯერ კიდევ შეუთამაშებელ მორაგბეთა გადამეტებული მცდელობის გამო, რასაც ტექნიკური წუნი უხვად ახლდა, „ცოფიანის“ ბიჭებმა მხოლოდ 4 ლელოს გატანა მოახერხეს და დაგეგმილი პრემიის გარეშე დარჩნენ - 33:19. ჩემპიონის მხრიდან მატჩის მეორე ნახევარში გატანილი ლელოებით ფულბეკი პაატა ღარიბაშვილი, მგეზავი/შუამარბი საბა ჯოხაძე, შუამარბი ლუკა კოროშინაძე და ფრთა ლუკა ღოლელიშვილი გამოირჩნენ. ‘ლელომ’ ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა მდევარ ‘ხვამლს’ 1 ქულითღა უსწრებს.

 

წარმატებას ტიტულის კიდევ ერთმა მაძიებელმა, ქუთაისის ‘აიამაც’ მიაღწია, თუმცა რუსთავში, ‘ხარებმა’ ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და მეორე ტაიმის შუაწელს მასპინძელთა ფულბეკ ბესო გაგიშვილს თავისი გატანილი ლელო მახვილი კუთხიდან რომ გარდაესახა, შესაძლოა ხარებს მატჩი თავის სასარგებლოდაც დაემთავრებინათ. თემურ ლობჟანიძის გუნდში გაგიშვილი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ, ვინაც უნარიან თამაშთან ერთად, „დუბლის“ შესრულებაც მოახერხა. რიონისპირელებმა კი პირველ ტაიმში მგეზავ გიორგი თევდორაძისა და მარბიელ ირაკლი გაბისონიას ლელოებს, მატჩის ბოლო წუთებზე შუამარბ თემურ კოხოძის ლელოც წაუმატეს და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 19:12 იმარჯვეს. ‘აია’ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე რჩება, თუმცა ლიდერ ‘ლელოს’ კვლავ 3 ქულით ჩამორჩება და რეგულარული სეზონის მოგების შანსსაც ინარჩუნებს.

 

ტური ნუცუბიძის პლატოზე, ‘სამთასა’ და ‘არმაზის’ დაპირისპირებით დასრულდა. პირველ ტაიმში ‘არმაზი’ უპირატესობას ფლობდა, 2 ლელოს გატანაც მოახერხა და 10:3 დაწინაურდა. კიკეთელებმა მატჩში გარდატეხა მეორე ტაიმში შეიტანეს და მეორეხაზელ ილია მებონიასა და ფულბეკ ლუკა ბექაურის ლელოთა წყალობით 5-ქულიანი უპრატესობაც მოიპოვეს. მართალია ‘არმაზმა’ კიდევ ერთი დადებული ლელოთი ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა ბოლო წუთებზე ‘სამთას’ მგეზავ შოთა ღუდუშაურის გატანილმა ჯარიმამ გიორგი ენუქიძის გუნდის გამარჯვება დააფიქსირა - 18:15. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘სამთას’ კაპიტან არჩილ შენგელიას კარგი თამაში. კიკეთელთა მარბიელმა საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მოწინავე რვეულში მესამე მოგებით ‘სამთამ’ სატურნირო ცხრილში ‘არესს’ 1 ქულით გაუსწრო, მეხუთე ადგილი დაიბრუნა, თუმცა აღნიშნული პოზიციის შესანარჩუნებლად კიკეთელებს მომდევნო ტურში „ომის მრისხანე ღმერთთან“ სტუმრად მოუწევთ პოზოტიურ შედეგზე ზრუნვა.

 

მე-12 ტური 2 კვირის შემდეგ გაიმართება. მოწინავე კვარტეტში მყოფი გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. ლიდერი ‘ლელო’ რუსთავის ‘ხარებს’ მესამე მასივში დაუპირსპირდება. ქუთაისში კი ტურის ტოპ-მატჩში ‘აია’ ‘ხვამლს’ უმასპინძლებს.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

 

 

ტაბლო

2019  |  რაგბი ევროპა

 სრულად   ოფიციოზი_EN

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

09/02

16.00

კლუჟ

რუმინეთი

_18:09

კვი

17/02

18.00

ავჭალა

ესპანეთი

_24:10

შაბ

02/03

19.00

ბრიუსელ

ბელგია

$46:06

კვი

10/03

16.00

ქუთაისი

გერმანია

$52:03

კვი

17/03

16.00

კრასნოდარ

რუსეთი

$22:06

23 მოთამაშე  |  გუნდები+მსაჯები  |  ოქმი  |  ვიდეო

საბოლოო

სხვ

გატ

 მ-წ

$

საქართველო

24

+128

25

162

5-0

4

ესპანეთი

18

+52

18

127

4-1

2

რუმინეთი

15

+44

14

130

3-2

3

რუსეთი

11

+45

20

130

2-3

3

ბელგია

4

-154

8

68

1-4

0

გერმანია

1

-115

7

63

0-5

1

დაგვერიცხა სლემის +1 ბონუსიც

რაზმი  |  ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები

1989 - 2018    218 ტესტი  |   262 ბორჯღალოსანი   |  სრულად

2018-19  |  დიდი 10

22-24/03   XVI ტური

03/03 @ 17.50

სხვ

    მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

58

+171

13-2

6

ლოკომოტივი  თბ

49

+130

10-5

9

ხარები  რუსთავი

46

+45

10-4*1

4

ლელო სარასენს  თბ

36

-5

08-7

4

აია  ქუთაისი ^

34

+10

07-7*1

4

ჯიქი  გორი

34

-1

06-8*1

8

არმაზი  მარნეული

33

+23

06-8*1

7

აკადემია  თბილისი

24

-134

05-9*1

2

ვეფხვები  პატარძეული

22

-107

03-11*1

8

არმია  თბილისი

20

-132

04-11

4

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

 პლეი’ოფში  ნომრები აღარ გაიცვლება
 დიდ ფინალს  უმასპინძლებს
შესარჩევი ფინალის  მოგებული

X ტურიდან ტექნიკურ ზონაში დაშვებულია
4 პირი –  სამის ნაცვლად 
   მუხლი 24   @ გვ. 7

23-კაცა სამატჩო სიის ახალი ფორმა

2018-19  |  დუბლები

15-18/03   XII ტური

2018-19  |  პირველი ლიგა

16/03   XIII ტური

შემდეგი სეზონიდან [2019-20] ლიგა
  ფართოვდება  10 გუნდამდე
ამ სეზონის VIII ადგილოსანი დარჩენაზე
  ეთამაშება  რეგიონულის მესამეს 

2018-19  |  რეგიონული ლიგა

17/03   II ნახევარ’ფინალები
დას  |  აღმ  დასრულდა

ნახევარ’ფინალთა მოგებულები
დევები და ყაზბეგი
ავიდნენ 10-გუნდა პირველ ლიგაში. 
III
ადგილოსანი ასვლაზევე  ეთამაშება  
პირველი ლიგის ბოლოს (VIII)

2018-19  |  სამოყვარულო ლიგა

რაგბობს  სახალისოდ

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

19-24/03   XII ტური

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

20-21/03  III ეტაპის II ტური
ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო ჯგუფები     დას  |  აღმ

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3359] მორაგბე [15/03]

კაცი [1387]  |  ჭაბ’ა [644]  |  ჭაბ’ბ [1328]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო