პირველი ლიგა | ‘ყოჩები’ ელიტას მიუახლოვდა

10-მარ-2019

© ანი რეხვიაშვილი

 

ნუცუბიძის პლატოზე, ‘ყოჩებისა’ და ‘არესის’ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი გამარჯვების შემთხვევაში დიდი 10-ის საგზურს პრაქტიკულად ინაღდებდა. თავის მხრივ, რიონისპირელებს პრემიით მოგების შემთხვევაში გზა ელიტისაკენ ეხსნებოდათ.

 

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შუამარბ გიორგი ხარშილაძის ლელოთი, რომელიც თემურ სოხაძემ გარდასახა და ზედ ზუსტად შესრულებული ჯარიმაც დაურთო, დებიუტში ‘ყოჩებმა’ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მცირე ხნით არეულ თამაშში კი ‘არესმა’ იხეირა. ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, სერგო ფრუიძის გუნდიდან ბურჯ ბაქარ ბურჯალიანისა და ფრთა ამირან შვანგირაძის ლელოთა წყალობით (მგეზავმა გაგა სინაურიძემ ერთი გარდასახვა გამოიყენა), ტაიმის შუაწელს „ომის მრისხანე ღმერთი“ 12:10 დაწინაურდა.

 

აკა ცინცაძის დროულმა კორექტივებმა ‘ყოჩებს’ თამაშიც დაულაგა და უპირატესობაც დაუბრუნა. ფავორიტი რიონისპირელებს ხაზსსა და დერეფანში ჯაბნიდა და შერკინებაშიც საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. დარჩენილ დროში ‘ყოჩებმა’ 6 ლელოს გატანა მოახერხეს და პრემიით, დამაჯერებლად იმარჯვა - 53:19. გააზრებულ, უნარიან თამაშთან ერთად ყოჩთა ლიდერმა, 35 წლის ბორჯღალოსანმა თემურ სოხაძემ რაგბში ერთობ იშვიათი და ფასეული ‘ფულჰაუსი’ შეასრულა. სოხაძემ, ვინაც დაცვაში-ფულბეკის, შეტევაში კი მგეზავის პოზიციაზე ირჯებოდა, ოთხივე ხერხით (ლელო, გარდასახვა, ჯარიმა, არეკნი) მოახერხა ქულების აღება. ‘ყოჩებმა’ 53 საცხრილო ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაბრუნებულ ‘იუნკერებს’ ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე 3 ქულით გაუსწრეს.

 

 

‘იუნკერები’ ქუთაისში ‘ბაგრატს’ სტუმრობდნენ და იოლ გამარჯვებასაც მიაღწიეს - 53:0. გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა დღემდე უქულოდ მყოფ აუტსაიდერს 9 უპასუხო ლელო გაუტანეს. კიკეთელთა მარჯვენა ფრთა ჯღამაიამ და გამოცდილმა მარბიელმა ალექსანდრე ტუჩაშვილმა „დუბლი“ შეასრულეს. ‘იუნკერების’ ბოლო იმედად მესხები რჩებიან. მომდევნო ტურში ‘ტაო’ ლიდერს სტუმრობს და სამცხე-ჯავახელთა წარმატების შემთხვევაში ელიტისკენ გზა კიკეთელებს გაეხსნებათ. ‘ყოჩების’ მოგების შემთხვევაში კი ზაბახიძის შეგირდებს დიდი 10-ის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლა უმაღლესის მე-9 ადგილოსანთან ორრაუნდიან პაექრობაში მოუწევთ.

 

ახალციხეში, ‘ტაოსა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრა უხვქულიანი და დაძაბული გამოდგა. მესხთა ‘აქილევსის ქუსლით’ - პრობლემატური შერკინებით, თავიდან კარგად ისარგებლეს გურულებმა. ფრთა გიორგი კალანდაძისა და მღლეტელ ბექა ნაგერვაძის ლელოთა მეოხებით სტუმრებმა ტაიმი 18:16 მოიგეს. შეხვედრის მეორე ნახევარში მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა  დაცვა გააძლიერეს, ტემპს უმატეს, ინდივიდუალური ოსტატობისა და სწრაფი გარღვევების ხარჯზე 35:21 იმარჯვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ‘ტაოს’ ფულბეკმა ბექა მაჭარაშვილმა მეორე ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მესხებს პრემიის ასაღებად სულ 1 ლელო დააკლდათ, რამაც ‘ტაო’ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დატოვა. აღსანიშნავია,რომ ჭეიშვილის ბიჭებმა, გურულების მსგავსად სეზონში 6 გამარჯვებას მოუყარეს თავი.

 

‘ტაოს’ გამარჯვებით, თბილისის ‘დინამოს’ მეოთხე ადგილის დაკავების შანსი გაუჩნდა. ქართული რაგბის ერთ-ერთმა უხნესმა გუნდმა ფოთში, ‘ივერია კოლხი რაინდებს’ პრემიით, 41:10 მოუგო, 23 საცხრილო ქულა დააგროვა და დარჩენილ 2 ტურში, უშუალო კონკურენტებთან: ‘ტაოსთან’ და ‘არწივებთან’ წარმატების შემთხვევაში, პირველობას დიდი ალბათობით მოწინავე კვარტეტში დაასრულებს.

 

კოლხებთან განვლილ შეხვედრაში ‘დინამომ’ 7 ლელოს გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ თავი ორივე გუნდის მოთამაშე მწვრთნელებმა გამოიჩინეს. მასპინძელთა ფულბეკმა ბაჩო ჩაჩავამ გუნდის მონაგარი 10-ივე ქულა (ლელო-გარდასახვა-ჯარიმა) პირად აქტივს შემატა, დინამოელთა მარბიელმა ლევან რამიშვილმა კი ლელოს გატანა შეძლო.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ტაბლო

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2018-19  |  დიდი 10

დასრულდა

1

ბათუმი  ბათუმი

2

ხარები  რუსთავი

3

არმაზი  მარნეული

ორი წრე

სხვ

    მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

66

+139

15-3

6

ხარები  რუსთავი

60

+73

13-4*1

6

ლოკომოტივი  თბ

55

+135

11-7

11

აია  ქუთაისი ^

42

-1

09-8*1

4

არმაზი  მარნეული

42

+77

08-9*1

8

ლელო სარასენს  თბ

37

-40

08-10

5

ჯიქი  გორი

36

-18

06-11*1

10

აკადემია  თბილისი

31

-138

06-10*2

3

ვეფხვები  პატარძეული

30

-94

04-12*2

10

არმია  თბილისი

28

-133

06-12

4

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

პლეი’ოფის სქემა    მუხლი 2.3

ყველა პრიზიორი და ფინალი  [1990-2019]

2018-19  |  დუბლები

ნაშთი  მაისის ბოლომდე

2018-19  |  პირველი ლიგა

დასრულდა

დიდ 10-ში ავიდნენ
ყოჩები
და იუნკერები

2018-19  |  რეგიონული ლიგა

დასრულდა

10-გუნდა პირველ ლიგაში
ავიდნენ ყაზბეგი და დევები

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

აია  ქუთაისი

3

ხარები  რუსთავი

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

დასრულდა

1

ლელო  თბილისი

2

ხვამლი 1  თბილისი

3

არმაზი  მარნეული

ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო      დას  |  აღმ

ყველა პრიზიორი  [2000-2019]

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  თასის’წინა მოთელვა

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

რუსეთი

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3383] მორაგბე [18/05]

კაცი [1393]  |  ჭაბ’ა [646]  |  ჭაბ’ბ [1344]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო