ამაშუკელი 20-წლამდელთა ჩემპიონატს იმსაჯებს!

10-აპრ-2019

 

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ქართველი რეფერი მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებულ რანგით მეორე დონის ტურნირზე (კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ), 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებს!

 

უკვე ვწერდით, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს 2018 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის სამსაჯო კომიტეტმა სასელექციო ჯგუფში შეიყვანა, ახლა კი იმ 9 მსაჯს შორის დაასახელა, რომლებიც 4-იდან 22 ივნისის ჩათვლით, არგენტინაში გასამართ ტურნირში მოედნის მსაჯები იქნებიან. 

 

„მსოფლიო რაგბმა მის მიერ ორგანიზებულ რანგით მეორე ტურნირზე, 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მიმიწვია. ეს უმაღლესი დონის ტურნირია და აქ მსაჯობა პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია. ძალიან გახარებული ვარ და ვეცდები ჩვენი ქვეყანა საუკეთესოდ წარმოვაჩინო, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შანსი და ქართული სამსაჯო სკოლის სახელი მსოფლიოს დონეზე ღირსეულად გავიტანო“ - ამბობს ამაშუკელი, რომელიც სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ.

 

ცოტა ხნის წინ ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც შოთა თევზაძესთან და თორნიკე გვირჯიშვილთან ერთად, ექვსი ერის “კარი შეაღო”და ინგლისისა და იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა იმსაჯა. სწორედ ამ თამაშის შემდეგ მოხდა მისი 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მიწვევა და ეს მაქსიმუმი არაა:

 

 

„ეს არის მესიჯი მსოფლიო რაგბისგან, რომ სურთ უმაღლეს დონეზე გიხილონ. 20-წლამდელთა ჩემპიონატი რთულ ტურნირად ითვლება, რადგან 4-დღიანი ციკლებით ხუთი სათამაშო დღეა და მენტალურად, ასევე ფიზიკურად, ამის გაძლება ძალიან რთულია, როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე მსაჯებისთვის. ამ მიწვევას წინ უძღოდა 20-წლამდელთა ექვს ერზე დანიშნვა, სადაც ქართულმა სამსაჯო ბრიგადამ უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ და სწორედ ამის გამო მოვხვდი სასელექციო ჯგუფში. ვფიქრობ, თუ არგენტინაშიც ყველაფერი კარგად დაიწყება, მომდევნო 4-წლიანი ციკლი დაკვირვების იქნება, როგორც კაცთა ტესტ-მატჩებში, ასევე ევროტურნირებში და თუ შევძლებ პოზიციების გამყარებას, 2023 წელს მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსიც იქნება, რაც მეორე დონის სარაგბო ქვეყნისთვის დიდი მიღწევა იქნება“ - დასძენს ამაშუკელი. 

 

არგენტინაში მოედნის მსაჯებად მიწვეულთა შორის 8 ტიერ1-ის ქვეყნებიდან არიან, რომლებიც სუპერ რაგბის, ინგლისის პრემიერშიფსა და ევროტურნირებს რეგულარულად მსაჯობენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი სამხრეთ აფრიკელი რასტა რასივენგეა, რომელმაც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ფიჯისა და დიდ ბრიტანეთს შორის ფინალური შეხვედრა იმსაჯა. არგენტინაში იქნებიან მსაჯთა დამკვირვებლებიც, რომლებიც ამაშუკელის მუშაობას შეაფასებენ და ამაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი დანიშვნები.

 

მანამდე ამაშუკელს საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე აქვს დასამტკიცებელი. 2017 წელს, საქართველოში გამართულ ჩემპიონატზე, ის და შოთა თევზაძე კიდის მსაჯებად მუშაობდნენ და ამ ტურნირმა ნიკას საუკეთესო მოგონებები დაუტოვა. 

 

„ორი წლის წინ საქართველოში ყველამ - მოთამაშეებმა, მსაჯებმა, გულშემატკივრებმა, საკუთარი თვალით იხილეს, რომ ესაა უმაღლესი დონის ტურნირი. ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარია. კიდიდან მსაჯობით უდიდესი გამოცდილება შევიძინე და ფანტასტიური თამაშებით ვისიამოვნე. ხშირად მქონია საუბარი და ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატი მათი საყვარელი ტურნირია. მასში მომავალი ვარსკვლავები თამაშობენ და ასაკიდან გამომდინარე, ტემპი ყოველთვის მაღალია, იდება ძალიან ლამაზი ლელოები“. 

 

არგენტინამდე კრასნოიარსკში

 

არგენტინაში გამგზავრებამდე ქართულ სამსაჯო ბრიგადას კიდევ ერთი საინტერესო თამაში ელის. 20 აპრილს კრასნოიარსკში, „ავანგარდზე“ რუსეთის ჩემპიონი ‘ენისეი’ განმეორებით მატჩში რუმინეთის ჩემპიონ ‘ტიმიშუარას’ მასპინძლობს. ესაა „კონტინენტის ფარის“ ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა. პირველი მატჩი დაძაბული გამოდგა და რუმინელებმა მეტოქე 20:18 დაამარცხეს. სასწორზე ჩელენჯ ქაფის საგზური დევს, რომელსაც ორი მატჩის ჯამში უკეთესი ფინალში გასვლასთან ერთად მიიღებს და ქართველი მსაჯების ასეთი მნიშვნელობის თამაშზე დანიშვნა, მათ მიმართ დიდი ნდობის მანიშნებელია. 

 

 

კრასნოიარსკში რეფერი ნიკა ამაშუკელი იქნება და კიდეებიდან მას შოთა თევზაძე და თორნიკე გვირჯიშვილი დაეხმარებიან. ამაშუკელი იმ მიზეზებზე საუბრობს, რითაც ქართველმა მსაჯებმა ასეთი ნდობა დაიმსახურეს:

 

„ასეთი წინსვლა ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, მუდამ მზადყოფნაში უნდა იყო. მსაჯებს მორაგბეებზე არანაკლები ვარჯიში და დიდი შრომის ჩადება გვიწევს. თუმცა ასეთი წინსვლა რაგბის კავშირის მხარდაჭერის გარეშე არ გვექნებოდა. მადლობა მათ ირლანდიელი სპეციალისტის, დევიდ მაკქიუს მოწვევისთვის, რომელმაც პირადად ჩემი და სხვა ქართველი მსაჯების მაღალი დონის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. სწორედ კავშირთან ერთობლივი მუშაობის შედეგია ქართველმა მსაჯებმა ასეთ დონეს რომ მივაღწიეთ“.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ტაბლო

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივი

2019  |  ევროპის შვიდკაცა

გრან პრი  | ბოლო, II ეტაპი   ლოძ (პოლ)

საქართველოს დროით   სთრიმი

საქართველო 

20/07

14.06

ინგლისი

21:12

 

16.51

გერმანია

12:15

 

19.36

რუსეთი

22:17

#

მ-წ

სხვ

ა1

ესპ

3-0

+24

ა2

სფრ

2-1

+5

7

პორ

1-2

+14

11

რუმ

0-3

-43

#

მ-წ

სხვ

1

ირლ

3-0

+78

ბ2

იტა

2-1

+4

8

უელ

1-2

+1

12

პოლ

0-3

-83

#

მ-წ

სხვ

1

გერ

3-0

+21

2

საქ

2-1

+11

9

ინგ

1-2

-18

10

რუს

0-3

-14

საგაისოდ (2020) გრან პრი’ზე დავრჩით
გავარდა რუმინეთი  
|  შემოვიდა ლიეტუვა

21/07

14.06

იტალია   I-VIII

07:12

V-VIII

16.15

უელსი

14:17

გაისად (2020) ვერ წავალთ ჰონ’კონგში,
მსოფლიო სერიის შესარჩევ
ზე

VII-VIII

19.02

პორტუგალია

19:40

ეტაპზე დავიკავეთ VIII ადგილი

გრან პრი’ზე დავაფინიშეთ IX ადგილზე

ახალი ჩემპიონია გერმანია!

ქულა:  34 გერ; 32 სფრ ირლ – 28 ესპ; 22 უელ იტა;
19 ინგ, 16 პორ, 9 საქ, 8 რუს, 4 პოლ – 2 რუმ

გერ იტა პორ   ჰონ’კონგ 2020
გერ  მსოფლიო სერია @ ინგ + სფრ 2020  

2019  |  მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

მეტოქე შეირჩევა

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

1989 - 2019    223 ტესტი  |   262 ბორჯღალოსანი   |  სრულად

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2020  |  რაგბი ევროპა

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით
განრიგში შაბათები წერია, მაგრამ შეიძლება კვირას ვითამაშოთ

.

01/02

.

შინ

რუმინეთი

.

08/02

.

გარეთ

ესპანეთი

.

22/02

.

შინ

ბელგია

.

07/03

.

გარეთ

პორტუგალია

.

14/03

.

შინ

რუსეთი

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები  |  წინა სეზონი

2019-20  |  დიდი 10

13/09 – 17/05  |  განრიგი

1

ბათუმი  ბათუმი

2

ხარები  რუსთავი

3

არმაზი  მარნეული

4

ლოკომოტივი  თბილისი

5

აია  ქუთაისი

6

ლელო სარასენს  თბილისი

7

ჯიქი  გორი

8

აკადემია  თბილისი

9

ყოჩები  ბოლნისი

10

იუნკერები  კიკეთი

დებულება  |  წინა სეზონი

ყველა პრიზიორი და ფინალი  [1990-2019]

საშეჯიბრო განაცხადის ფორმა

25/0705/08  შევსებული
გამოიგზავნოს მეილზე

2019-20  |  დუბლები

იწყება 30/08  |  განრიგი

დებულება  |  წინა სეზონი

2019-20  |  პირველი ლიგა

იწყება 06/09  |  განრიგი

1

ვეფხვები  პატარძეული

2

არმია  თბილისი

3

არესი  ქუთაისი

4

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

5

არწივები  ოზურგეთი

6

დინამო  თბილისი

7

კოლხი რაინდები  ფოთი

8

ბაგრატი  ქუთაისი

9

ყაზბეგი  სტეფან’წმინდა

10

დევები  თბილისი

დებულება  |  წინა სეზონი

საშეჯიბრო განაცხადის ფორმა

25/0705/08  შევსებული
გამოიგზავნოს მეილზე

2019-20  |  რეგიონული ლიგა

დასავლეთი  |  იწყება 14/09  |  განრიგი

1

იმერეთი  ჭიათურა

2

დინოზავრი  წყალტუბო

3

აიეტი  ვანი

4

ფირალები  ქედა

5

არწივები  ზესტაფონი

+

ბორჯომი  ბორჯომი

აღმოსავლეთი  |  იწყება 07/09  |  განრიგი

1

თელავი  თელავი

2

იბერია სპორტუნი  მცხეთა

3

გორი  გორი

4

წიქარა  თბილისი

5

სტუ  თბილისი

+

ხვამლი  თბილისი

+

გორდა  გორი

დებულება  |  წინა სეზონი

საშეჯიბრო განაცხადის ფორმა

25/0705/08  შევსებული
გამოიგზავნოს მეილზე

2019-20  |  ჭაბუკთა ლიგები

შეივსება 05/08’მდე
განაცხადთა შემოსვლის კვალად

"" [2001-02 დაბ]

დებულების პროექტი  |  წინა სეზონი

"" [2003-04 დაბ]

დებულების პროექტი  |  წინა სეზონი

ყველა პრიზიორი  [2000-2019]

საშეჯიბრო განაცხადის ფორმა

25/0705/08  შევსებული
გამოიგზავნოს მეილზე

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი


2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3382] მორაგბე [28/05]

კაცი [1392]  |  ჭაბ’ა [646]  |  ჭაბ’ბ [1344]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

ქულთა ტოლობა [თაი’ბრეიქი]

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივი

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო