20წ | შემადგენლობა არგენტინასთან

12-აპრ-2019

 

სამხრეთ აფრიკაში მოსამზადებელ ტურნეზე მყოფმა უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 20 წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 

 

ჩვენი გუნდი, რომელიც 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, 13 აპრილს, საქართველოს დროით 17:15 საათზე არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშება, რომელმაც პირველ მატჩში ნამიბია XV64:8 დაამარცხა. სამი დღის წინ (9 აპრილს) პირველი მატჩი სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართა უმცროსმა ბორჯღალოსნებმაც და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 58:10. 

 

იმ თამაშში ნაჩვენები ხარისხით უკმაყოფილო დარჩა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი. ლადო კილასონია ყურადღებას დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებს:

 

„მარტში საფრანგეთთან ორმატჩიანი სერიის შემდეგ, ეს იყო ჩვენი პირველი თამაში და სამხრეთ აფრიკასთან, როგორც ჩვენ, ასევე მორაგბეები, უფრო მეტს მოველოდით. მაგრამ ჩვენს ნახევარზე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით შეტევაში, რომლის დროსაც ბურთს არ ვუფრთხილდებოდით. პირველ ტაიმში ოთხიდან სამი ლელო სწორედ ასეთი დაკარგვების შედეგად მივიღეთ. ეს 21 ქულაა, რაც ძალიან ბევრია“. 

 

„მეორე ტაიმში რამდენჯერმე შევედით მეტოქის 5-მეტრიან ზონაში, თუმცა ბურთი ვერ დავამიწეთ. მატჩის მიწურულს 9 ნომერი გაგვიძევეს, რის შემდეგაც ძალიან გაგვიჭირდა და კვლავ სამი ლელო მივიღეთ. გარდა ამისა ძალიან ბევრი, 17 ჯარიმა ავიღეთ და რაღა თქმა უნდა, ასეთი თამაშით სამხრეთ აფრიკასთან გაგვიჭირდებოდა. ეს იყო ძალიან მაღალი დონის გუნდი. მიუხედავად სიძლიერისა, ის თავის ნახევარზე თითქმის არ რისკავდა და ფეხით გადმოდიოდა ჩვენს ნახევარზე, სადაც მათ შეცდომები მრავლად შევთავაზეთ“.

 

„უმცროს ბოკეს“ დაახლოებით ორ თვეში, 8 ივნისს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვეთამაშებით. კილასონია დარწმუნებულია, რომ იქ განსხვავებული თამაში იქნება:

 

„20-წლამდელთა ჩემპიონატზე განსხვავებული თამაში იქნება. ორივე გუნდს უკეთ გვეყოლება ერთმანეთი შესწავლილი. არგენტინაში როგორც ჩვენი, ასევე მათი შანსები გაიზრდება“.

 

7 ცვლილება არგენტინასთან

 

რადგან ეს მოსამზადებელი ტურნირია და მწვრთნელებს ტურნეზე მყოფი ყველა მოთამაშის საქმეში ხილვა სურთ, არგენტინასთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში შვიდი ცვლილება განახორციელეს.

 

ხაზში უცვლელი დარჩა ცენტრი და თამაშს კვლავ ლაშა ლომიძე და დემურ თაფლაძე იწყებენ. ძირითადშია მგეზავი თედო აბჟანდაძეც, რომელსაც 9 ნომრის პოზიციიდან ამჯერად მიხეილ ალანია შეუწყვილდება. ფულბეკად თეიმურაზ ჭიჭინაძის ნაცვლად თამაშს რევაზ ხარაზიშვილი იწყებს, ხოლო ფრთებზე კოტე მარჯანიშვილი და ოთარ ძაგნიძე დადგებიან. 

 

შერკინებაში უცვლელი დარჩა მთელი პირველი ხაზი. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლუკა გელაშვილმა, რომელსაც იოანე იაშაღაშვილის ნაცვლად ვახტანგ ჯინჭარაძე შეუწყვილდება. ჯინჭარაძე, ისე, როგორც ძაგნიძე, პირველ მატჩში განაცხადში არ იყო. მესამე ხაზში ბექა ყორიაულმა შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა, ფლანკერებად კი იოსებ გუშარაშვილი და საბა ჯღარკავა დაწინაურდნენ.

 

„ეს მოსამზადებელი ტურნირია, ყველა მოთამაშე საქმეში უნდა ვნახოთ, გამოცდილების მიღების შანსი მივცეთ და შემადგენლობაში ცვლილებები ამითაა განპირობებული“ - ამბობს კილასონია და მეტოქის, ასევე 4-დღიანი მოსამზადებელი ციკლის შესახებ გვიყვება:

 

„არგენტინის თამაში ვნახეთ და ვიდეო-ანალიზიც ჩავატარეთ. როგორც არგენტინელებს სჩვევიათ, მოძრავი, სწრაფი და დინამიური გუნდი ჰყავთ. სახიფათონი არიან კონტრშეტევაზე“.

 

„რაც შეეხება ჩვენს თამაშს, 4-დღიან ციკლში ბევრი რამის შეცვლა არ ხდება. მთავარია აღმოვაჩინოთ ის წერტილები, რამაც პირველი თამაში გაგვიფუჭა და ეს დეტალები გამოვასწოროთ. ბიჭებმა თავად გააკეთეს როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური ვიდეო-ანალიზი და უკეთესი თამაშის მოლოდინში ვართ“.

 

 

20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთ აფრიკა)

 

13აპრილი, 17:17 | საქართველო - არგენტინა LIVE >>>

 

სასტარტო:15. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები),14. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ძაგნიძე (აია), 10. თედო აბჟანდაძე  (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი); 1. გიორგი ახალაძე (მასი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 7. საბა ჯღარკავა (ლელო), 8. ბექა ყორიაული (ლელო).

 

მარქაფა:16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 18. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 20. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი),24. ირაკლი სიმსივე (აია), 25. დავით გობეჯიშვილი (აია), 26. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 27. ოთარ ლაშხი (ლელო), 28. გიგი ლეშკაშელი (აია).

 

ისვენებენ:კობა კოლოტაური (ლელო), გეგი მურუსიძე (არმაზი). 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ტაბლო

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივი

2019  |  ევროპის შვიდკაცა

გრან პრი  | ბოლო, II ეტაპი   ლოძ (პოლ)

საქართველოს დროით   სთრიმი

საქართველო 

20/07

14.06

ინგლისი

21:12

 

16.51

გერმანია

12:15

 

19.36

რუსეთი

22:17

#

მ-წ

სხვ

ა1

ესპ

3-0

+24

ა2

სფრ

2-1

+5

7

პორ

1-2

+14

11

რუმ

0-3

-43

#

მ-წ

სხვ

1

ირლ

3-0

+78

ბ2

იტა

2-1

+4

8

უელ

1-2

+1

12

პოლ

0-3

-83

#

მ-წ

სხვ

1

გერ

3-0

+21

2

საქ

2-1

+11

9

ინგ

1-2

-18

10

რუს

0-3

-14

საგაისოდ (2020) გრან პრი’ზე დავრჩით
გავარდა რუმინეთი  
|  შემოვიდა ლიეტუვა

21/07

14.06

იტალია   I-VIII

07:12

V-VIII

16.15

უელსი

14:17

გაისად (2020) ვერ წავალთ ჰონ’კონგში,
მსოფლიო სერიის შესარჩევ
ზე

VII-VIII

19.02

პორტუგალია

19:40

ეტაპზე დავიკავეთ VIII ადგილი

გრან პრი’ზე დავაფინიშეთ IX ადგილზე

ახალი ჩემპიონია გერმანია!

ქულა:  34 გერ; 32 სფრ ირლ – 28 ესპ; 22 უელ იტა;
19 ინგ, 16 პორ, 9 საქ, 8 რუს, 4 პოლ – 2 რუმ

გერ იტა პორ   ჰონ’კონგ 2020
გერ  მსოფლიო სერია @ ინგ + სფრ 2020  

2019  |  მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

მეტოქე შეირჩევა

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

1989 - 2019    223 ტესტი  |   262 ბორჯღალოსანი   |  სრულად

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2020  |  რაგბი ევროპა

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით
განრიგში შაბათები წერია, მაგრამ შეიძლება კვირას ვითამაშოთ

.

01/02

.

შინ

რუმინეთი

.

08/02

.

გარეთ

ესპანეთი

.

22/02

.

შინ

ბელგია

.

07/03

.

გარეთ

პორტუგალია

.

14/03

.

შინ

რუსეთი

ბალანსი  |  ჩემპიონები და სლემოსნები  |  წინა სეზონი

2019-20  |  დიდი 10

13/09 – 17/05  |  განრიგი

1

ბათუმი  ბათუმი

2

ხარები  რუსთავი

3

არმაზი  მარნეული

4

ლოკომოტივი  თბილისი

5

აია  ქუთაისი

6

ლელო სარასენს  თბილისი

7

ჯიქი  გორი

8

აკადემია  თბილისი

9

ყოჩები  ბოლნისი

10

იუნკერები  კიკეთი

დებულება  |  წინა სეზონი

ყველა პრიზიორი და ფინალი  [1990-2019]

საშეჯიბრო განაცხადის ფორმა

25/0705/08  შევსებული
გამოიგზავნოს მეილზე

2019-20  |  დუბლები

იწყება 30/08  |  განრიგი

დებულება  |  წინა სეზონი

2019-20  |  პირველი ლიგა

იწყება 06/09  |  განრიგი

1

ვეფხვები  პატარძეული

2

არმია  თბილისი

3

არესი  ქუთაისი

4

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

5

არწივები  ოზურგეთი

6

დინამო  თბილისი

7

კოლხი რაინდები  ფოთი

8

ბაგრატი  ქუთაისი

9

ყაზბეგი  სტეფან’წმინდა

10

დევები  თბილისი

დებულება  |  წინა სეზონი

საშეჯიბრო განაცხადის ფორმა

25/0705/08  შევსებული
გამოიგზავნოს მეილზე

2019-20  |  რეგიონული ლიგა

დასავლეთი  |  იწყება 14/09  |  განრიგი

1

იმერეთი  ჭიათურა

2

დინოზავრი  წყალტუბო

3

აიეტი  ვანი

4

ფირალები  ქედა

5

არწივები  ზესტაფონი

+

ბორჯომი  ბორჯომი

აღმოსავლეთი  |  იწყება 07/09  |  განრიგი

1

თელავი  თელავი

2

იბერია სპორტუნი  მცხეთა

3

გორი  გორი

4

წიქარა  თბილისი

5

სტუ  თბილისი

+

ხვამლი  თბილისი

+

გორდა  გორი

დებულება  |  წინა სეზონი

საშეჯიბრო განაცხადის ფორმა

25/0705/08  შევსებული
გამოიგზავნოს მეილზე

2019-20  |  ჭაბუკთა ლიგები

შეივსება 05/08’მდე
განაცხადთა შემოსვლის კვალად

"" [2001-02 დაბ]

დებულების პროექტი  |  წინა სეზონი

"" [2003-04 დაბ]

დებულების პროექტი  |  წინა სეზონი

ყველა პრიზიორი  [2000-2019]

საშეჯიბრო განაცხადის ფორმა

25/0705/08  შევსებული
გამოიგზავნოს მეილზე

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი


2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3382] მორაგბე [28/05]

კაცი [1392]  |  ჭაბ’ა [646]  |  ჭაბ’ბ [1344]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

ქულთა ტოლობა [თაი’ბრეიქი]

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივი

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო