დიდი 10 | ლოკომოტივი 21:17 ლელო-სარასენსი

13-აპრ-2019

© გოგიტა ბუხაიძე

 

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ‘ლოკომოტივმა’, გაწითლებულ დროზე მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომით ისარგებლა, გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა და ტიტულის დაცვას აგრძელებს.

 

„ავჭალაზე“ გამართულ თბილისურ დერბიში რკინიგზელები ‘ლელო-სარასენსს’ ეთამაშებოდნენ, რომელიც ფლეი ოფში ბოლო ტურში აღებული ბონუსით გავიდა და ფავორიტადაც ჩემპიონი ითვლებოდა. მაგრამ დიდ დიღმელებმა მეტოქეს თავისთვის სასურველი თამაში შესთავაზეს, პირველივე წუთებიდან უპირატესობა მოიპოვეს და რომ არა ბოლო წუთზე (და მანამდეც) დაშვებული უხეში შეცდომა, ფლეი ოფის შემდეგ ეტაპზეც ის გავიდოდა.   

 

თამაში ‘ლელო-სარასენსის’ შეტევებით დაიწყო და მერაბ კვირიკაშვილს ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ჯარიმები გაუცუდდა. ანგარიში მაინც ნომინალურმა სტუმრებმა გახსნეს, ოღონდ ეს მეტოქის შეცდომას მოყვა. ‘ლოკომოტივმა’ შეტევაში, მეტოქის 22-ში დაკარგა ბურთი, ის გიორგი ჭყოიძემ აიტაცა და აკაკი ტაბუცაძეს გადააწოდა, რომელმაც სისწრაფე აკრიფა, გზად სამ მბოჭავს გაექცა და 95-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. კვირიკაშვილს მესამე დარტყმაც გაუცუდდა - 0:5.

 

ბექა წიკლაურმა მალევე ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ მე-20 წუთზე ფარნავაზ გასვიანი სინბინით დაისაჯა და ‘ლოკომოტივი’ ნაკლებობაში დარჩა. ‘ლელო-სარასენსმა’ ლელოზე სცადა თამაში, თუმცა მეტოქე დაცვაში მედგრად დაუხვდა და ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა, რომელიც ირაკლი ყიასაშვილმა 3 ქულად აქცია. 38-ე წუთზე ყიასაშვილმა კიდევ ერთ ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 11:3 დასრულდა, თუმცა სხვაობა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო.

 

რკინიგზელებმა ტაიმის ბოლოს ლელოდან 22 მეტრში დაკარგეს ბურთი, სამი პასის შემდეგ ტაბუცაძე დაუცველი კუთხისკენ გაიქცა და ლელო 100%-იანი სჩანდა, მაგრამ ცალი ხელით დამიწებისას ის ხელიდან გაუცურდა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში წიკლაურმა და ყიასაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, 53-ე წუთზე ირაკლიმ ერთიც გაიტანა და ‘ლელო-სარასენსი’ 17:6 დაწინაურდა, რაც ასეთ მატჩში სოლიდური უპირატესობაა. მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ ორ წუთში უპასუხა, დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა, რომელიც გასვიანის ლელოთი დასრულდა და წიკლაურმაც რთული პოზიციიდან გარდასახა.

 

წიკლაურმა 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა და 70-ე წუთზე გატანილი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ‘ლელო-სარასენსი’ თავს კარგად იცავდა და გამარჯვებამდე წამები აშორებდა, როდესაც მოედნის ცენტრში ბურთი მოიპოვა. მაგრამ შერკინებიდან გატანის შემდეგ, ის არაზუსტი პასით დაკარგა, წიკლაურმა ფეხი წაკრა და მიყვა, ლელოში შესულ ოვალს პირველმა იოანე ხელაიამ მიუსწრო, ლელო ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა და ‘ლოკომოტივმა’ 21:17 იმარჯვა.

 

ხვალ გასავარდნი ფლეი ოფის მეორე მატჩია და ქუთაისში ‘აია’ მარნეულის ‘არმაზს’ დაუხვდება, ამ წყვილის გამარჯვებული კი თბილისში ‘ლოკომოტივს’ 21 აპრილს შეხვდება.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

2019  |  18წ ევროპა

კალინინგრად (რუსეთი)   ოფიციოზი_EN
საქართველოს თარიღითა და დროით
 სთრიმი | ვიდეო 
  წკაპი ანგარიშზე 

საქართველო –

კვი

14/04

20.30

1/4   გერმანია  ოქმი

46:00

ოთხ

17/04

20.30

1/2   რუსეთი  ოქმი

64:10

შაბ

20/04

20.00

     ესპანეთი  ოქმი

20:10

2 x 35 წთ (შეს 5’)  |  26-დან თამაშობს 23  |  12 როტაციული შეცვლა
ფრეზე:  1) მეტი ლელო, 2) მეტი გარდასახვა, 3) შუთაუთი

ისტორია

დავიკავეთ I ადგილი !

2018-19  |  დიდი 10

წინასწარი ფინალი

კვი 05/05   ხარები არმაზი @ რუსთავი

დიდი ფინალი

კვი 12/05   ბათუმი ხარ | ამზ @ ბათუმი

პლეი’ოფის სქემა    მუხლი 2.3 | დ10 სრულად

ფრეზე:  0) 2 x 10 წთ; 1) მეტი ლელო, 2) ნაკლები წითელი,
3) ნაკლები სინბინი, 4) უკეთესი ადგილი ორ წრეში 
  მუხლი 2.4

ორი წრე

სხვ

    მ-წ *

$

ბათუმი  ბათუმი

66

+139

15-3

6

ხარები  რუსთავი

60

+73

13-4*1

6

ლოკომოტივი  თბ

55

+135

11-7

11

აია  ქუთაისი ^

42

-1

09-8*1

4

არმაზი  მარნეული

42

+77

08-9*1

8

ლელო სარასენს  თბ

37

-40

08-10

5

ჯიქი  გორი

36

-18

06-11*1

10

აკადემია  თბილისი

31

-138

06-10*2

3

ვეფხვები  პატარძეული

30

-94

04-12*2

10

არმია  თბილისი

28

-133

06-12

4

^ პირისპირ შედეგით  |  სტატ’მოწინავენი
ქულათა ტოლობა  |  ცოცხალი ოქმის სქოლიო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

2018-19  |  დუბლები

19-25/04   XIII ტური

2018-19  |  პირველი ლიგა

დასრულდა

დიდ 10-ში ავიდნენ
ყოჩები
და იუნკერები

2018-19  |  რეგიონული ლიგა

დასრულდა

10-გუნდა პირველ ლიგაში
ავიდნენ ყაზბეგი და დევები

2018-19  |  სამოყვარულო ლიგა

რაგბობს  სახალისოდ

2018-19  |  ჭაბუკთა ლიგები

"" [2000-01 დაბ]

04/05   ნახევარ’ფინალები

რვეული    მოწინავე  |  სანუგეშო

"" [2002-03 დაბ]

24-25/04  III ეტაპის ბოლო, VI ტური
ოთხეულები      I - VIII  |  IX - XVI
სანუგეშო ჯგუფები     დას  |  აღმ

შავი დაფა

ვის როდის უმთავრდება    სასჯელი

2018-19  |  ოვალის ამქარი

ყველა ლიგის ყველა [3382] მორაგბე [18/04]

კაცი [1392]  |  ჭაბ’ა [646]  |  ჭაბ’ბ [1344]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

8

6

6

30

16

16

20

52

82

განახლებული სრული სიები არ მიიღება!

მოთამაშეთა დასამატებლად შეავსეთ
და მეილზე გამოაგზავნეთ
მინი’ფორმა

შევსება-გამოგზავნის ინსტრუქცია

ამოსაშლელად ცხრილიდან გახსენით სია
და მოიწერეთ სტრიქონის ნომერი + გვარი

2019  |  20წ მსოფლიო

არგენტინა    სანტა’ფე, როსარიო

ისტორია ზოგადი | საქართველო ოდითგან | ალაფაზე

საქართველო

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

04/06

20.00

სტფ

ახ.ზელანდია

0:0

შაბ

08/06

17.30

რსრ

სამხრ.აფრიკა

0:0

ოთხ

12/06

17.30

რსრ

შოტლანდია

0:0

#

სხვ

1

სფრ

0

=0

6

არგ

0

=0

7

უელ

0

=0

12

ფიჯ

0

=0

#

სხვ

2

ინგ

0

=0

5

ავს

0

=0

8

იტა

0

=0

11

ირლ

0

=0

#

სხვ

3

აფრ

0

=0

4

ზელ

0

=0

9

საქ

0

=0

10

შტლ

0

=0

პლეი’ოფი

ორ

17/06

.

.

ნახევარ’ფინალი

0:0

შაბ

22/06

.

.

ფინალი

0:0

2019  |  მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული  |  ჩვენი ჯგუფისა

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

2018-19  |  ესები

გამარტივებული და დამოკლებული

წიგნების განაწილება და გატანა

შეცვლა და უსაფრთხოება

შეცვლის ბარათი

თაიბრეიქი

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

სახელმძღვანელო

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

ლექსიკონი

ნულოვანი ვერსია + დამატებითი საკითხავი

ჩვენთვის დასრულებული შეჯიბრებები    არქივში

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო