საქართველო XV | შემადგენლობა სერიის პირველი მატჩისთვის

06-ივნ-2019

 

7 ივნისს საქართველო XV ინგლისის საგრაფოებთან სერიის პირველ მატჩს გამართავს. შეხვედრა ქუთაისის აია არენაზე 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

 

საქართველო XV (ყოფილი მზარდი საქართველო, საქართველოს მეორე ეროვნული ნაკრები) ამ სახელით შარშან ზაფხულში ჩამოყალიბდა და „რაგბის ზაფხულის თასზე“ არგენტინა XV-ს და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო მარტში რუსეთის „ა“ ნაკრებს ეთამაშა. 7 ივნისის მატჩიდან 4 დღეში, 11 ივნისს, ჩვენი გუნდი ინგლისის საგრაფოებთან სერიის მეორე, ხოლო წლის განმავლობაში მეხუთე თამაშს გამართავს. შეხვედრა თბილისის „ავჭალის“ სტადიონზე 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრებაც თავისუფალი იქნება. 

 

ინგლისელებთან ერთი ლეგიონერით

 

წინა თამაშებისგან განსხვავებით, ხვალ საქართველო XV-ის შემადგენლობაში ერთი ლეგიონერი იქნება - ‘ექსეთერის უნივერსიტეტის’ ახალგაზრდა მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, რომლის სიმაღლე 201 სანტიმეტრია და რომელმაც სახელი უმცროს ბორჯღალოსნებში თამაშით გაითქვა. ის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 2017-2018 წლებში იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

 

სასტარტო 15-ში ოთხი ისეთი მორაგბეა, რომელთაც სხვადასხვა დროს ბორჯღალოსნების კვართით უთამაშიათ. მათგან ყველაზე გამოცდილი 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილია, რომლის ანგარიშზე 24 სანაკრებო კეპია. ნაკრების მაისურით 2011 წელს 7-ჯერ უთამაშია და ორი ლელო აქვს გატანილი შუამარბ ბექა ურჯუკაშვილს; 3-ჯერ მამუკა ნინიძეს (ბოლოს 2015 წელს) და შარშან ორჯერ გურამ შენგელიას(საქართველოXV-ის კაპიტანი).

 

სასტარტო 15-ში ყველაზე მეტი, 6 მოთამაშე დიდი 10-ის ჩემპიონ ‘ბათუმიდანაა’, რომლის კიდევ ორი მორაგბე მარქაფაშია; თამაშს იწყებენ ‘ხარების’ და ‘არმაზის’ ორ-ორი მოთამაშე, ხოლო ‘ლელო-სარასენსი’, ‘აკადემია’, ‘აია’ და ‘ჯიქი’ თითო მოთამაშით იქნება წარმოდგენილი. 

 

სერიის პირველი მატჩი. ქუთაისი

7 ივნისი. აია არენა. 18 საათი. 

 

საქართველო XV - ინგლისის საგრაფოები

 

 

 

შერკინება | ფორვარდები

1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. რევაზ წიკლაური (აია), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (კაპიტანი, ჯიქი), 7. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 8. თორნიკე აქუბარდია (ხარები).

 

ხაზი | ბექები 

15. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. ბექა ურჯუკაშვილი (ბათუმი), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი); 

 

მარქაფა

16. ლევან ლომაური (აკადემია),17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18.ნოდარ მექერიშვილი (აკადემია), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 20. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 21. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 23. გიორგი ნათელაშვილი (ხარები).

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო