20წ | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან

07-ივნ-2019

 

ხვალ საღამოს, საქართველოს დროით 17:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩს როსარიოში, სამხრეთ აფრიკელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.

 

პირველ ტურში, 4 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ტურნირის 6-გზის ჩემპიონ ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა და 50-ე წუთისთვის მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებოდა, საათის თავზე ანგარიში 13:24 იყო, თუმცა დასკვნით წუთებში „ბეიბი ბლექსმა“ 3 ლელო გაიტანა და 45:13 იმარჯვა.

 

მიუხედავად ამისა, განვლილ თამაშს დადებითად აფასებს უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი:

 

„ზელანდიელებთან თამაში კარგად დავიწყეთ, გვქონდა ლელოს გატანის შანსები, მაგრამ მიზანს მხოლოდ ერთხელ მივაღწიეთ. არადა, მეტოქის 22-ში რამდენჯერმე ვიყავით, თუმცა იქიდან უქულოდ დავბრუნდით. მთლიანობაში, ძლიერ მეტოქესთან 60 წუთი თამაშში ვიყავით, ბოლო 20 წუთში კი მოწინააღმდეგემ შეძლო იგივე ტემპის შენარჩუნება და დაღლილობის ფონზე მეტი შეცდომა დავუშვით. ახალ ზელანდიელი მორაგბეები ფიზიკურად დიდები იყვნენ და კონტაქტს ვაგებდით, ეს კი სწორედ ის გუნდია, რომელიც შეცდომებს არავის პატიობს“.  

 

წნეხი უნდა გავზარდოთ

 

ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, მოთამაშეებს 4 დღეში ერთხელ უწევთ თამაში და ეს აღდგენის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამონაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პროცესმა კარგად ჩაიარა, გუნდი განვლილ მატჩში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და სამხრეთ აფრიკასთან უფრო მობილიზებულ თამაშს ეცდება:

 

„აღდგენამ კარგად ჩაიარა - ბიჭები აუზზე იყვნენ, რის შემდეგაც სამედიცინო ჯგუფთან მასაჟები გაიკეთეს. გვაქვს მიკრო-ტრავმები და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ასევე სამედიცინო ჯგუფი მუშაობს. პარალელურად, გვქონდა სამხრეთ აფრიკის მატჩის ვიდეო-ანალიზი. მომავალი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, ძალისმიერი და სწრაფი თამაშის კარგი სინთეზი აქვთ. შეტევაში ბევრი გაგრძელება აქვთ, ხოლო დაცვაში სწრაფად ამოდიან და იერიშების ჩაშლას ცდილობენ. ვეცდებით, რომ მათი ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ და შედარებით სუსტი წერტილები გამოვიყენოთ. ჩვენი მიზანია, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ, ხოლო დაცვაში წნეხი გავზარდოთ და მეტად აგრესიულები ვიყოთ. ყველანი მობილიზებული ვართ და ვეცდებით წინა მატჩში დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ“. 

 

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას ორიოდე თვის წინ, მოსამზადებული ტურნეს დროს შეხვდნენ და მაშინ მეტოქემ 58:10 იმარჯვა. შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს შარშან, მოსამზადებელ ეტაპზე ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ დიდი სხვაობით დავმარცხდით, 2018 წლის ჩემპიონატზე კი ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბონუს-ქულასაც გამოვრჩით - 27:33. 

 

წლევანდელი ჩემპიონატის პირველ ტურში სამხრეთ აფრიკამ შოტლანდია დასკვნით 15 წუთში გატეხა. 67-ე წუთისთვის ანგარიში 22:19 იყო, საბოლოოდ კი მატჩი 43:19 დასრულდა. 

 

 

ექვსი ცვლილება და ერთი გადაადგილება სამხრეთ აფრიკასთან

 

სამხრეთ აფრიკასთან გასამართ მატჩს ლუკა გელაშვილი გამოტოვებს. მან ახალ ზელანდიასთან მატჩში თავშის არეში მიიღო დარტყმა:

 

„ტვინის შერყევის ტესტმა კარგად ჩაიარა და შერყევა არ დაფიქსირდა, მაგრამ გადავწყვიტეთ დასვენების საშუალება მივცეთ, რათა მომდევნო მატჩებისთვის 100%-ით იყოს მზად“ - განაცხადა ამონაშვილმა. 

 

შესაბამისად, გელაშვილი სამხრეთ აფრიკასთან განაცხადშიც არაა, სულ კი, წინა მატჩთან შედარებით, სასტარტო 15-ში ექვსი ცვლილებაა. 

 

შუამარბად თამაშს იწყებს ლაშა ლომიძე, რომელიც დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. უცვლელი დარჩა ღერძი - მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე და თემურ ჭიჭინაძე. ადგილი შეინარჩუნა ფრთამ ზურაბ ქავთარაძემ, ხოლო მეორე ფრთა ოთარ ლაშხი იქნება.

 

შერკინების პირველ ხაზში მარცხენა ბურჯად დადგება ლუკა აზარიაშვილი, რომელმაც წინა მატჩი 3 ნომერზე დაიწყო, მეორე ბურჯი გია ხარაიშვილი იქნება, ხოლო კვაჭის პოზიციას ვანო კარკაძე დაიკავებს. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი და თამაშს ტატო გვიმრაძე და იოანე იაშაღაშვილი იწყებენ, ხოლო მესამე ხაზი უცვლელია - იოსებ გუშარაშვილი, კობა კოლოტაური და ბექა ყორიაული.

 

 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი

8 ივნისი

სამხრეთ აფრიკა - საქართველო (17:30)

საქართველო:

 

ხაზიბექები

15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

 

შერკინება | ფორვარდები

1. ლუკააზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

 

მარქაფა

16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკაღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკაჭელიძე.

 

ლუკა გელაშვილი ისვენებს

მთავარი მწვრთნელი:ილია მაისურაძე

მწვრთნელები:ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მენეჯერი:ოთარ იაშვილი

ფიზ. მომზადება:გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი

ფიზიო:რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე

ექიმი:ოდისეი სადოევი

ვიდეო:ვლადიმერ კუპრეიშვილი

ჯიპიეს:შავლეგ მახარაშვილი

 

ახალი ზელანდია - შოტლანდია (22:30)

 

ახალი ზელანდია    1          1          0          0          45-13  5

სამხრეთ აფრიკა      1          1          0          0          43-19  5

შოტლანდია             1          0          0          1          19-43  0

საქართველო1          0          0          1          13-45  0

 

12 ივნისი

საქართველო - შოტლანდია (17:30)

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია (22:30)

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო