საქართველო XV | სტუმრები სერიაში დაწინაურდნენ

07-ივნ-2019

© აჩიკო გეგენავა

 

საქართველო XV-მა ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ეპიზოდებში კარგი რაგბი აჩვენა და ორი ლელოც გაიტანა, მაგრამ ტაიმის დასკვნითი წუთები მეტოქემ უკეთ ჩაატარა და 28:15 იმარჯვა.

 

ეს იყო სერიის პირველი მატჩი, რომელსაც ქუთაისმა, „აია არენამ“ უმასპინძლა. ოთხ დღეში (11 ივნისს) ეს გუნდები უკვე თბილისში, „ავჭალაზე“ ითამაშებენ, ეს შეხვედრაც 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

 

თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო. ისინი ხელდახელ, სწრაფად და მრავალფეროვნად უტევდნენ და რამდენჯერმე დავჯარიმდით, რის გამოც რეფერმა სულხან ჩიხლაძემ უკვე მე-5 წუთზე ლაშა ჯაიანი გაასინბინა. ინგლისელებმა დებიუტში ორი დარტყმა შეასრულეს ზუსტად და 6:0 დაწინაურდნენ.

 

საწყისი წუთების შემდეგ, საქართველო XV-მა დაცვაში თამაში გამოასწორა და თავადაც დაიწყო შეტევებზე ფიქრი. მე-12 წუთზე, ჩვენი 22-იდან ხელით დაწყებული შეტევა მეტოქემ საკუთარ ნახევარზე ჯარიმით შეაჩერა და ლელოს გადარჩა, თუმცა სინბინით მოთამაშე დაკარგა. მასპინძლებმა 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს, მოლით უპირატესობის მოპოვება ვერ მოხერხდა, ბურთი ხაზზე გავიდა, ბექა ურჯუკაშვილმა, დავით მოძღვრიშვილმა და მამუკა ნინიძემ ის მარჯვენა ფრთამდე ჩაათამაშეს, სადაც გურამ ქანდაურაშვილი გაიქცა და ალამთან ლელო გაიტანა.

 

გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა საქართველო XV მალე მაინც დაწინაურდა. პირველხაზელებმა - ბექა მამრიკიშვილმა და ზურა ერისთავმა ხაზი ერთმანეთის მიყოლებით გაჭრეს, მეტოქე საკუთარ 22-ში დაჯარიმდა და ნინიძემ კარის წინ 15 მეტრიდან გაიტანა - 8:6.

 

შესვენებამდე შედეგიანი შეტევების განხორციელების შანსი კიდევ გვქონდა, მაგრამ დაღლილობის ფონზე შეცდომებმა იმატა, დასკვნით 10 წუთში კი, ინგლისის საგრაფოებმა ორი ლელო გაიტანა. პირველ ჯერზე ისინი სწრაფად გადაეწყვნენ მარცხენა ფრთაზე, უპირატესობა შექმნეს და გამოიყენეს, მეორედ კი ხაზი მარტივად გაჭრეს და გარდასახვაც გამოიყენეს - 8:18.

 

მეორე ტაიმი საქართველო XV-მა აქტიურად დაიწყო, მარცხენა ფრთაზე ხაზის გაჭრის შემდეგ, ბურთი თითქმის ბოლომდე ჩათამაშდა, მცირე ხარვეზის მიუხედავად გურამ შენგელიამ მისი დაუფლება მოახერხა, ორი მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა და მისი ლელო ნინიძემ გარდასახა. სხვაობა 3 ქულამდე დავიდა, მაგრამ სტუმრებმა შეძლეს ტემპის დაგდება, რასაც ხელი სიცხემაც შეუწყო, დასკვნითი 10 წუთი კი, კვლავ ინგლისელების იყო.

 

სტუმრებმა ჯერ ჯარიმით გაზარდეს უპირატესობა, მერე მეტოქემ ცენტრში ჩაჭრა გადაცემა და ლელომდე ირბინა, ხოლო ზუსტმა გარდასახვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:15  სტუმრების სასარგებლოდ.

 

სერიის პირველი მატჩი. ქუთაისი

7 ივნისი. აია არენა.

საქართველო XV - ინგლისის საგრაფოები 15:28

 

საქართველო XV:

ხაზი

15. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. ბექა ურჯუკაშვილი (ბათუმი), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი);

 

შერკინება

1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. რევაზ წიკლაური (აია), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (ჯიქი), 7. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 8. თორნიკე აქუბარდია (ხარები).

 

მარქაფა

16. ლევან ლომაური (აკადემია), 17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18. ნოდარ მექერიშვილი (აკადემია), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 20. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 21. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 23. გიორგი ნათელაშვილი (ხარები).

 

2 ლელო: ქანდაურაშვილი, შენგელია

1 გარდასახვა: ნინიძე

1 ჯარიმა: ნინიძე

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო