20წ | სამი ლელო "ქურციკებთან"

08-ივნ-2019

© Guille Buelga

 

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკას სამი ლელო გაუტანეს და ჯამში 20 ქულა აიღეს, მაგრამ ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტთან ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებმა 48:20 იმარჯვა.

 

დაახლოებით ორი თვის წინ, ეს გუნდები ერთმანეთს მოსამზადებელ ეტაპზე შეხვდნენ და მაშინ სამხრეთ აფრიკამ 58:10 იმარჯვა. ახლა სხვაობა მთელი 20 ქულით შემცირდა და ახალ ზელანდიასთან შეხვედრის მსგავსად, ჩვენი გუნდი თამაშში თითქმის 1 საათი დარჩა. ეს კი დარჩენილ სამ შეხვედრაში, სადაც შედარებით სუსტ გუნდებთან მოგვიწევს თამაში, ხარისხის და შედეგის გაუმჯობესების იმედს იძლევა. შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნების მიზანი 12 უძლიერესს შორის ადგილის შენარჩუნებაა, ამისათვის კი მეოთხე, ან მეხუთე თამაშის მოგება გვმართებს.

 

ჩვენმა გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და ანგარიშის გახსნის შანსი თედო აბჟანდაძეს ჰქონდა, მაგრამ კიდიდან დარტყმული ჯარიმა კარში არ გავიდა. სამხრეთ აფრიკამ მე-9 წუთზე შეძლო შეხვედრის პირველი ლელოს გატანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და მეტოქე 7:0 დაწინაურდა.

 

 

ამის შემდეგ საქართველო სრულად დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, მეტოქე წნეხის ქვეშ მოაქცია და შეცდომების დაშვება აიძულა, ბურთზე კონტროლი დაამყარა და სამხრეთ აფრიკის 22-ში დიდი დრო გაატარა. ამან შედეგი 26-ე წუთზე გამოიღო. ჯარიმის ნაცვლად აღებული შერკინებიდან ბურთი ხაზზე გაიშალა, ოთარ ლაშხმა გრძელი გადაცემა შეირგო, მბოჭავს დაუსხლტა და საპასუხო ლელო გაიტანა. აბჟანდაძეს გარდასახვით შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა - 5:7.

 

ორიოდე წუთში იოანე იაშაღაშვილზე სახიფათო ბოჭვის გამო სამხრეთ აფრიკელი მორაგბე სინბინით დაისაჯა, მაგრამ ტაიმის დასკვნით წუთებში შეცდომები მოგვიმრავლდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა, ორი ლელო გაიტანა და შესვენების წინ 21:5 დაწინაურდა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში ჩვენმა შერკინებამ მეტოქისა კარის წინ 22 მეტრში დააჯარიმა და აბჟანდაძემ იოლი 3 ქულა აიღო. საპასუხოდ აფრიკელებმა ბურთი გაგვიშალეს და ლელო გაგვიტანეს, მალე კი მათ სინბინის გამო 10 წუთით მეორე მორაგბე დაკარგეს.

 

ორიოდე წუთში მორკინალებმა კარის წინ რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა, თემურ ჭიჭინაძე ინტერვალში კარგად შევიდა და ბურთი დაჩი პაპუნაშვილს გადააწოდა, რომელმაც იერიში ლაშხს გააგრძელებინა და მანაც ალამთან მეორე ლელო მიითვალა - 26:13.

 

 

სამხრეთ აფრიკამ ტემპი კიდევ ერთხელ გაზარდა და 5 წუთში ორი ლელო გაიტანა, ხოლო 76-ე და 78-ე წუთებზე კიდევ ორი მიითვალა.

 

ბოლო სიტყვა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თქვეს. ზაურ თევდორაშვილმა რაქიდან მოიპარა ბურთი და თავად შეუტია, მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და დაახლოებით 30 მეტრი ირბინა, რაქიდან გამოტანილი ბურთი ჭიჭინაძემ მიიღო, ხაზი გაჭრა და ძელებსშუა შეფრინდა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 20:48.

 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი

8 ივნისი

 

სამხრეთ აფრიკა - საქართველო 48:20

საქართველო:

ხაზი

15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;

 

შერკინება

1. ლუკა აზარიაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. ტატო გვიმრაძე, 5. იოანე იაშაღაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.

 

მარქაფა

16. ლუკა ნიორაძე, 17. ნიკა ღვალაძე, 18. ზაურ თევდორაშვილი, 20. ვახტანგ ჯინჭარაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. კოტე მარჯანიშვილი, 24. ირაკლი სიმსივე, 25. გივი ცინცაძე, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ლუკა გელაშვილი ისვენებდა

 

3 ლელო: ლაშხი (2), ჭიჭინაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 ჯარიმა: აბჟანდაძე

 

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი

ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე

ექიმი: ოდისეი სადოევი

ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი

ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი

 

ახალი ზელანდია - შოტლანდია (22:30)

 

სამხრეთ აფრიკა      2          2          0          0          91-39   10

ახალი ზელანდია   1          1          0          0          45-13   5

შოტლანდია             1          0          0          1          19-43   0

საქართველო            2          0          0          2          33-93   0

 

12 ივნისი

საქართველო - შოტლანდია (17:30)

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია (22:30)

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო