ბორჯღალოსნები | ახალი ამბები შევარდენიდან

11-ივლ-2019

 

ფოტოები: გოგიტა ბუხაიძე 

 

2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 თვე დარჩა.ტურნირი 20 სექტემბერს იწყება, ბორჯღალოსნები კი პირველ მატჩს 23-ში გამართავენ.

 

საქართველო „დ“ ჯგუფშია და უელსს ჩვენი დროით 14:15 საათზე ქალაქ ტოიოტაში ეთამაშება; 29 სექტემბერს, 09:15 საათზე კუმაგაიაში ურუგვაის შევხვდებით; 3 ოქტომბერს ოსაკაში, ასევე 09:15 საათზე ფიჯის ვერკინებით; ჯგუფურ ეტაპს კი 11 ოქტომბერს, 14:15 საათზე შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.

 

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება და საიდანაც იაპონიაში წამსვლელი მორაგბეები შეირჩევა. მათი ნაწილი, უმეტესად დიდი 10-ის კლუბების მოთამაშეები და რამდენიმე ლეგიონერი, შევარდენზე შეკრების პირველი ნაწილის, ფიზ-მომზადების კურსს ამთავრებს. სრულფასოვანი შეკრება კი, რომელშიც დასახელებული შემადგენლობა სრულად მიიღებს მონაწილეობას, აგვისტოდან დაიწყება. 

 

მათ ნაკრების ფიზ-მომზადების ჯგუფი სპეციალური პროგრამით ამზადებს, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის პროგრამისგან განსხვავებით,ბევრად ინტენსიურია და მიზნად ფიზიკური ფორმისა და გამძლეობის 20-30 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს, რათა ტურნირზე გუნდი ისეთ ფორმაში იყოს, როგორშიც აქამდე არასდროს ყოფილა.

 

ამ პერიოდში ბორჯღალოსნებისვარჯიშს დაესწრო მსოფლიო რაგბის კონსულტანტი ქელვინ მორისი, რომელიც2015 წელს ჩვენი ფიზ-მომზადების მწვრთნელი იყო, ხოლო მანამდე ინგლისის ნაკრებს დიდიხნის განმავლობაში წვრთნიდა, მათ შორის 2003 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც ინგლისი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

ორი საშინაო ტესტი მსოფლიოზე გამგზავრებამდე

 

აგვისტოში, მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე და ნაკრების შეკრების დასრულებამდე, ქართული რაგბის ქომაგებს ბორჯღალოსნების შინაურ კედლებში ხილვის შესაძლებლობა ეძლევათ. 27 და 31 აგვისტოს ნაკრები თიბისი რაგბის სერიების ორ ტესტ-მატჩს მართავს თბილისში. 

 

მსოფლიო თასზე მოასპარეზე ნაკრებები ტურნირის წინ ტრადიციულად მოსამზადებელ მატჩებს მართავენ,რათა მსოფლიომდე მოახერხონ შეთამაშება და მოსინჯონ სხვადასხვა ტაქტიკები. როგორც წესი,ბორჯღალოსნებს მსგავსი მატჩების გამართვა ყოველთვის საზღვარგარეთ უწევდა, ხოლო წელს ბიჭები მსოფლიომდე საკუთარ კედლებში ითამაშებენ.

 

27 აგვისტოს ბორჯღალოსნები მესხის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს ეთამაშებიან. მატჩი 19:45-ზე დაიწყება. სერიის პირველი ტესტიდან 4 დღეში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დინამო არენაზე დაუხვდება.თამაშს, რომელიც 20 საათზე დაიწყება,საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შოტლანდია პირველი დონისა და 6 ერის პირველი ნაკრებია, რომელიც ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ საქართველოში ჩამოვა. ამით საქართველოს რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერება და ბიჭების მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგძალიან მნიშვნელოვანია, რათა ნაკრები მსოფლიოზე განსაკუთრებული მუხტით გაემგზავროს.

 

თიბისი რაგბის სერიების ორივე მატჩის ბილეთი აქ იყიდება: www.TKT.ge/rugby

 

მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან:

 

შერკინება | ფორვარდები

 

მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე. 

 

ხაზი | ბექები

 

ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

XI ტური

სრულად

პარ 13/12   გორი, ჭალა   17.00

შაბ 14/12   რაგბი პლატო   15.00

შაბ 14/12   ქუთაისი   17.00

კვი 15/12   რაგბი პლატო   15.00

კვი 15/12   დიდი დიღომი, ლელო   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო