დათუნაშვილი ‘ორიაკის’ მწვრთნელად (ესპუარები)

12-ივლ-2019

© ლაშა ლორდქიფანიძე

 

ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან დათუნაშვილი საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც თავის ყოფილ კლუბ ‘ორიაკში’ ესპუარების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.

 

36 წლის სპეციალისტმა მოთამაშის კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ამ გუნდში გაატარა. ის ‘ორიაკის’ ღირსებას 2008-2010 და 2011-2016 წლებში იცავდა. დათუნაშვილი შარშან სამშობლოში დაბრუნდა და გორის ‘ჯიქში’ შერკინების მწვრთნელობასთან ერთად, თამაშსაც ახერხებდა, თუმცა ფრანგული კლუბისგან, სადაც ქართველებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ, მეორედ მიიღო შეთავაზება და 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

 

© ლევან ვერძეული

 

„აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ტულუზაში მენეჯერის 1-წლიანი, საკმაოდ რთული კურსი გავიარე და წარმატებით დავასრულე. თბილისში წამოსვლამდე ‘ორიაკმა’ მათთან მუშაობა შემომთავაზა, მაგრამ მაშინ უარი ვუთხარი და სამშობლოში დავბრუნდი. დაახლოებით 1 თვის წინ საფრანგეთში მომიწია ჩასვლა, ‘ორიაკისგან’ კიდევ ერთხელ მივიღე შეთავაზება და ამჯერად თანხმობა განვაცხადე“ - ამბობს დათუნაშვილი, რომელსაც ნაცნობ გარემოში, მეგობრებთან ერთად მოუწევს მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება ამანაც გაუიოლა:

 

„ორიაკის ესპუარების ხაზის მწვრთნელი რუმინელი რომეო კონტინეაკია, რომლის მხარდამხარ წლების განმავლობაში ვთამაშობდი და მასთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს. გადაწყვეტილების მიღება ამანაც გამიიოლა, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გეყოლება გვერდით. რაც მთავარია, ჩვენ რაგბის ერთნაირი ხედვა გვაქვს. რომეო ძლიერი სპეციალისტია და მასთან მუშაობა საინტერესო იქნება. მან გუნდი რომ ჩაიბარა ‘ორიაკის’ ესპუარები მესამე დივიზიონში თამაშობდა, შარშან ელიტა1-ში აღზევდა და იქ ადგილი შეინარჩუნა, რაც კონტინეაკის დამსახურებაა“.

 

პრო დე2-ის ‘ორიაკი’ უკვე წლებია ქართველების ნავსაყუდელია. გუნდი ჩვენებურთა სიმრავლით მუდამ გამოირჩეოდა, ახლა კი ქართველ ლეგიონერთა რაოდენობამ 14-ს უწია: პირველ გუნდში არიან მერაბ შარიქაძე, გიორგი ჯავახია, გიორგი ცუცქირიძე და გიორგი ქართველიშვილი; კლუბთან ესპუარების კონტრაქტი აკავშირებთ, თუმცა პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებენ ბექა საღინაძე, ჯემალ შათირიშვილი და გიორგი გოგოლაძე; დათუნაშვილთან ერთად ესპუარებში იქნებიან მიხეილ ალანია, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ლუკა ნიორაძე, იოსებ გუშარაშვილი, დაჩი პაპუნაშვილი, ლუკა მაჭარაშვილი და დავით გვიდიანი.  

 

 

„ორიაკში ქართველებს განსაკუთრებით ენდობიან და ეს იმ თაობის დამსახურებაა, რომელიც ამ გუნდში პირველი მოვიდა. ყოველმა მომდევნო თაობამ, ეს ნდობა კიდევ უფრო გაამყარა და ახლა ამ გუნდში 14 ქართველი ითამაშებს - 6 პირველ გუნდში და 8 ესპუარებში! ამ ბიჭების ნაწილს, კლუბთან კონტრაქტი ჩემს მოსვლამდე ჰქონდა გაფორმებული, ნაწილი კი ჩემი რეკომენდაციით აიყვანეს. მნიშვნელოვანია, რომ დავიმატეთ ორი ნიჭიერი და პერსპექტიული მეორეხაზელი - მაჭარაშვილი და გვიდიანი. ჩვენ (საქართველოს ნაკრებს) ამ პოზიციაზე პატარა კრიზისი გვაქვს. ახლა ამ ბიჭებს განვითარების მეტი შანსი ექნებათ და ვიმედოვნებ, მომავალში ნაკრებსაც გამოადგებიან. გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ საფრანგეთში ქართველი ხაზის მოთამაშეებითაც ინტერესდებიან და მათი რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს“.

 

წელს საფრანგეთის ესპუარების ჩემპიონატი სიახლეებით ჩატარდება. მოთამაშეთა ასაკი 22 წლამდე დაიწევს და ესპუარებში პროფესიონალი მორაგბეების თამაში აიკრძალება. ‘ორიაკის’ ახალგაზრდული გუნდი მზადებას 1 აგვისტოს დაიწყებს.

 

„გუნდი ჯერ არ მინახავს. გავიცანი სამწვრთნელო და სამედიცინო ჯგუფი. მოსამზადებელ ეტაპს 1 აგვისტოდან ვიწყებთ და ვფიქრობ, ‘ორიაკს’ ძლიერი შერკინება და დერეფანი ექნება. მიზანი ელიტა1-ში დარჩენაა, რადგან ორიაკი პატარა ქალაქია, კონკურენტები კი დიდი ქალაქის ტოპ გუნდები იქნებიან. პარალელურად, დავაკვირდები პერსპექტიულ ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს და განვითარების შესაძლებლობა ყველას ექნება, რაც სამომავლოდ ქართული რაგბის წინსვლას დაეხმარება“ - ამბობს დათუნაშვილი.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო