7-კაცა | ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი

12-ივლ-2019

 

საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრები ხვალ და ზეგ საფრანგეთში, ქალაქ კოლიმიეში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში ითამაშებს.

 

ტოკიოს საგზურისთვის ევროპიდან 12 გუნდი იბრძოლებს - 9 მოწინავე გრან პრიდან, ორი საუკეთესო „ალაფიდან“ და „კონფერენც დივიზიონის“ გამარჯვებული. ისინი სამ 4-გუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ და პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ხოლო 14-ში ფლეი ოფები გაიმართება. 

 

პირველი დღის შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი ოლიმპიადის საგზურისთვის გააგრძელებს ბრძოლას. იაპონიაში პირველი გუნდი პირდაპირ მოხვდება, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნები საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟის საგზურს მიიღებენ, რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდება. 

 

საქართველო კოლომიეში „გ“ ჯგუფში, ინგლისის, გერმანიისა და ლიეტუვას ნაკრებებთან ითამაშებს. 13 ივლისს პირველი შეხვედრა ჩვენი დროით 14:22 საათზე გერმანიასთან გვაქვს; 16:45 საათზე ინგლისს ვეთამაშებით; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 19:30 საათზე ლიეტუვასთან მატჩით ვასრულებთ.

 

„ა“ ჯგუფში საფრანგეთის, პორტუგალიის, იტალიისა და უნგრეთის ნაკრებები მოხვდნენ; „ბ“ ჯგუფში კი ირლანდიის, ესპანეთის, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებები ითამაშებენ. 

 

საფრანგეთში მიემგზავრებიან:

 

ირაკლი სვანიძე (ჯიქი), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ნიკო აფციაური (ლოკომოტივ-პენზა), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

 

მთავარი მწვრთნელი:ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი:შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი:ალექსანდრე ნიჟარაძე

ფიზიო:გიორგი კანდელაკი

ექიმი:ირაკლი ბერიაშვილი

ვიდეო:ლაშა მჭედლიშვილი

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

XI ტური

სრულად

პარ 13/12   გორი, ჭალა   17.00

შაბ 14/12   რაგბი პლატო   15.00

შაბ 14/12   ქუთაისი   17.00

კვი 15/12   რაგბი პლატო   15.00

კვი 15/12   დიდი დიღომი, ლელო   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო