7-კაცა | მე-8 ადგილი საფრანგეთში

14-ივლ-2019

 

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა კოლომიეში გამართული 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა და ტოკიოს საგზურისთვის ვეღარ იბრძოლებს.

 

პირველი დღის შემდეგ, ჩვენი გუნდი მოწინავე რვეულში მოხვდა და თასის მეოთხედფინალში მასპინძელ საფრანგეთს შეხვდა, 4 უპასუხო ლელო გაუშვა და მომავალმა ფინალისტმა 28:0 იმარჯვა, რითაც ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას გამოგვთიშა.

 

მე-5 ადგილის ნახევარფინალში მეტოქედ გერმანია გვერგო, რომელსაც წინა დღეს ჯგუფურ ეტაპზეც ვეთამაშეთ. სამწუხაროდ, რევანში არ შედგა. მართალია ამჯერად მეტოქემ მხოლოდ 3 ლელო გაიტანა, თუმცა პასუხის გაცემა ვერ შევძელით და 0:19.

 

მე-7 ადგილისთვის იტალიას შევხვდით. მეტოქე ორი ლელოთი დაწინაურდა, რაზეც ივანე ხელაიამ ტაიმის ბოლოს უპასუხა და სხვაობა 7 ქულამდე დავიდა. მეტოქემ ლელო-გარდასახვა მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა, რის შემდეგაც ნიკო აფციაურმა დუბლი შეასრულა, მაგრამ ერთი გარდასახვა არაზუსტი იყო და იტალიამ 21:19 იმარჯვა.

 

ოლიმპიადის პირდაპირი საგზური ინგლისმა მოიპოვა. მან ფინალში საფრანგეთი 31:7 დაამარცხა. მე-3 ადგილისთვის ირლანდიამ პორტუგალიას 26:12 სძლია და გაისად, საფრანგეთთან ერთად, საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ითამაშებს.

 

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ერთ კვირაში ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე პოლონეთში ითამაშებს.

 

განვლილ ტურნირსა და სამომავლო გეგმებზე 7-კაცას მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ ისაუბრა:

 

„ის გუნდები, რომლებიც უკვე წლებია 7-კაცა რაგბის განვითარებაზე ზრუნავენ, ჩვენზე წინ დარჩნენ. შეგვეძლო იტალიის დამარცხება, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. ერთ კვირაში ევროპის გრან პრის მეორე ეტაპი გველის და ვეცდებით რუსეთთან ერთად მასაც გადავასწროთ, რაც ჰონკონგის შესარჩევ ტურნირში თამაშის უფლებას მოგვცემს“.

 

„ვფიქრობდით, რომ კოლომიეში მეხუთე-მეექვსე ადგილს დავიკავებდით, მაგრამ ამისათვის ჯერ მზად არ აღმოვჩნდით. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთები დავკარგეთ და ასეთი დონის მეტოქეები ამას არ პატიობენ. ტურნირის მსვლელობისას ტრავმებით სამი მორაგბე დავკარგეთ, რამაც უკეთესი ადგილის დაკავებაში ხელი შეგვიშალა. ვფიქრობ, მომდევნო სამი წელიწადი იგივე ჯგუფმა უნდა იმუშაოს და 2024 წელს საფრანგეთის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი გვექნება. საფრანგეთი, როგორც მასპინძელი, იქ უკონკურსოდ მოხვდება. იმედია ინგლისი პარიზში მსოფლიოს სერიიდან მოხვდება და ეს კონკურენციას შეამცირებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და მომავალ წლებში ჩვენს გვერდით იქნება“.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

XI ტური

სრულად

პარ 13/12   გორი, ჭალა   17.00

შაბ 14/12   რაგბი პლატო   15.00

შაბ 14/12   ქუთაისი   17.00

კვი 15/12   რაგბი პლატო   15.00

კვი 15/12   დიდი დიღომი, ლელო   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო