7-კაცა | პოლონეთში გრან პრის დასკვნით ეტაპზე

18-ივლ-2019

 

შაბათ-კვირას საქართველოს ეროვნული 7-კაცა ნაკრები პოლონეთში, ლოძში ევროპის გრან პრის მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს. 

 

რადგან წელს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი იყო, გრან პრი შემოკლებული პროგრამით ტარდება. პირველ ეტაპს დაახლოებით ერთი თვის წინ მოსკოვმა უმასპინძლა და ჩვენმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა, ამ უქმეებზე კი მოწინავე 8 გუნდს შორის მოხვედრას გეგმავს. 

 

ლოძში საქართველო „გ“ ჯგუფში ინგლისის, გერმანიისა და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. „ა“ ჯგუფში საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია და რუმინეთი, ხოლო „ბ“ ჯგუფში ირლანდია, უელსი, იტალია და პოლონეთი მოხვდნენ.

 

20 ივლისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და ტურნირის პირველი მატჩი საქართველოს დროით 14:06 საათზე ინგლისთან გვაქვს; 16:51 საათზე გერმანიას, ხოლო 19:36 საათზე რუსეთს ვეთამაშებით. სამი ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი 21 ივლისს თასის მეოთხედფინალებში ჩაერთვება, ხოლო დანარჩენი ოთხეული მე-9 ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას. 

 

გრან პრის გამარჯვებული ის გუნდი გახდება, რომელსაც ორი ეტაპის ჯამში ყველაზე მეტი ქულა ექნება, ხოლო ბოლოადგილოსანი გაისად „ალაფაშზე“ დაქვეითდება, ოღონდ გავარდნა არ ემუქრებათ ეტაპის მასპინძლებს - საფრანგეთს, რუსეთს და პოლონეთს.

 

პირველი ეტაპის შემდეგ გუნდების მდგომარეობა ასეთია: საფრანგეთი 20 (ქულა), ირლანდია 18, ინგლისი 16, გერმანია 14, უელსი 12, ესპანეთი 10, პორტუგალია 8, იტალია 6, რუსეთი 4, საქართველო 3, პოლონეთი 2, რუმინეთი 1. 

 

მსოფლიო სერიის მიღმა მყოფი ნაკრებებიდან სამი უკეთესი (ორი ეტაპის ჯამში), 2020 წელს სერიის შესარჩევ, 12-გუნდა ჰონკონგის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამ სამი საგზურისთვის იბრძვიან - გერმანია, პორტუგალია, იტალია, რუსეთი, საქართველო, პოლონეთი და რუმინეთი. 

გასულ კვირას საფრანგეთში გამართული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირის შემდეგ, გუნდს პოლონეთში უმცროსი ბორჯღალოსნები - დემე თაფლაძე და ოთარ ლაშხი დაემატნენ.

 

პოლონეთში ითამაშებენ:

 

ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

 

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

მენეჯერი: სანდრო ნიჟარაძე

ფიზიო: გიორგი კანდელაკი

ექიმი: ირაკლი ბერიაშვილი

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

მოვარჯიშე რაზმი

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე, მესხი

ქინგზ [აფრ]

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდია

პარ 06/09

22.30

მარიფილდ

შოტლანდია

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ 03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [2952] მორაგბე [ 07/08 @ 19.20 ]

კაცი [1228] | ა’ლიგელი [674] | ბ’ლიგელი [1050]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

9

10

6

6

31

19

14

19

52

83

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო