2019-20 | წესთა სიახლეები

22-ივლ-2019

 

 

ახალი, 2019-20 სეზონიდან, მიზეზთა გამო, იცვლება თამაშის რამდენიმე წესი.

დაიხარეთ | ბოლო ნაწილზე | 50:22 | დაბალი ბოჭვა

 

1.    "მსოფლიო რაგბის" 2019 წლის 15 ივლისის რელიზის თანახმად, შერკინების უსაფრთხოებისთვის ასე ჩასწორდა 19.10.ბ მუხლი [გვ.72]:

მსაჯის დაძახილზე "დაიხარეთ!" [ინგლისურად "ქრაუჩ"] ... პირველი ხაზები ერთმანეთს ისე უნდა დაუდგნენ, რომ თითოეული მოთამაშის თავი უშუალო | მოპირდაპირე მეტოქის თავის მარცხნივ ხვდებოდეს და არ ეხებოდეს მეტოქის კისერსა და მხრებს.

2.    2018 წლის ნოემბერში, ინგლისი – ზელანდიის ტესტში მომხდარი გაუგებრობის გამოსარიცხად, ბოჭვაზე14.10 მუხლი [გვ.49] და რაქში15.4 მუხლი [გვ.50] "თამაშგარეს ხაზი" ერთნაირად გაივლება:

მოედნის მთელ სიგანეზე -- "კარის ხაზის" პარალელურად, ამ გუნდიდან ბოჭვის მონაწილეთა | რაქში ჩაბმულთა "სხეულის ბოლო ნაწილზე" [და არა -- მხოლოდ ფეხზე].

2.1    სათანადოდ ჩასწორდა ნახატის წარწერაც [გვ.52]

3.    "მსოფლიო რაგბის" თაოსნობით, საქართველოს, ფიჯის, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირებს დაეკისრათ რამდენიმე ნოვატორული იდეის გამოცდა ზოგიერთ შინაურ შეჯიბრში და ექსპერიმენტის შემკვეთისთვის სათანადო სტატისტიკის წარდგენა.

ცდა ეხება ფეხით თამაშს [დარტყმას] და ბოჭვას.

3.1    ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგებში გაისინჯება 50:22 [ორმოცდაათიდან ოცდაორში] და 22:50 [ოცდაორიდან ორმოცდაათში]

50:22    თუ შენი ნახევრიდან დარტყმული მიწას პირველად მეტოქის 22-ში დაეცა და კიდეზე გადავიდა – დერეფანი შენია.

22:50    თუ შენი 22-დან დარტყმული მიწას პირველად მეტოქის ნახევარზე დაეცა და კიდეზე გადავიდა – დერეფანი შენია.

3.1.1    "პირველად დაეცა" გამორიცხავს "გაგორებას" – ფეხით ისე დარტყმას, რომ ბურთი მიწაზე მიგორავდეს. 

3.1.2    "დერეფანი" გამორიცხავს "უცებ შემოგდებას" [გვ.58]

3.1.3    სიახლეები მოქმედებს მხოლოდ "ღია თამაშში" – ძალაში არაა ცენტრიდან | 22-დან დარტყმის დროს.

3.1.4    22:50 არ მოქმედებს არც "22-ში შეტანილზე" – 18.8.დ მუხლი, მოედნის ვერ მოგება [გვ.61]

3.1.5    "22-მეტრა ხაზი" ეკუთვნის 22-ს.

3.1.6    "შუა ხაზი" ეკუთვნის "შენს ნახევარს" [50:22] და "მეტოქის ნახევარს" [22:50]

3.1.7    სიახლის მიზანია მეტოქეს აიძულოს, გადაკიდების შიშით უკან დახიოს გარე’მარბები.  ამით შემტევს მეტი სივრცე მიეცემა.

3.2    ჭაბუკთა "ბ" ლიგაში და ფესტივალებზე გაისინჯება "დაბალი ბოჭვა"     სლაიდ’შოუ

ამიერიდან მოთამაშეს მეტოქის შებოჭვა [დაჭერაც] შეუძლია "მხოლოდ ორი ხელით" და "წელსა და კოჭებს შორის".

* სასჯელი: ჯარიმა.

3.2.1   "მსოფლიო რაგბის" ჩანაფიქრით, ამან თამაში უფრო უხიფათო და თვალ-სასეირო უნდა გახადოს, ჭაბუკებს კი ოფლოუდი და მიყოლა დაამუღამებინოს.

3.2.2   მიღებულ რეკომენდაციათა მიუხედავად, კვლავაც ნებადართულია:

3.2.2.1   ორმაგი ბოჭვა – როცა ბურთიანს ერთბაშად ორი | რამდენიმე მეტოქე ბოჭავს.

3.2.2.2    გამოკვრა – როცა მეტოქეს მისდევ და კოჭში | წვივში ცალი ხელით მისწვდები.

3.2.3    იკრძალება:

3.2.3.1    განგებ გაწოლა მეტოქის ფეხებთან მის მოსაცელად

3.2.3.2    მეტოქის დაგდება სამოსში ცალი ხელის ჩავლებით

3.2.3.3    მეტოქისთვის გაშლილი | მოქნეული მკლავის დარტყმა

3.2.3.4    მეტოქის ლელოსთან გამართული "აიღე და მიეძალე"ს დროს დაყვინთვა – ნებადართულია გამართულად წინსვლა მოლის შესაქმნელად

პირველად გამოქვეყნდა 22/07_2019 @ 01.00
ბოლოჯერ ჩასწორდა
22/07_2019 @ 01.00

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

IX ტური

სრულად

პარ 22/11   რუსთავი   17.00

შაბ 23/11   ავჭალა   15.00

შაბ 23/11   დიდი დიღომი, ლელო   17.00

კვი 24/11   ქუთაისი   15.00

კვი 24/11   შევარდენი   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო