ორდღიანი ფორუმი დუბლინში

23-ივლ-2019

 

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში „მსოფლიო რაგბის“ განვითარების ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანს რაგბის გლობალიზაციისა და პოპულარობის ზრდისთვის ახალი გზების გამონახვა წარმოადგენდა.

 

2-დღიან ფორუმს „მსოფლიო რაგბის“ სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელი პირები უძღვებოდნენ. მასზე მიწვეული იყვნენ მსოფლიოს 25 მოწინავე სარაგბო ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც რაგბის პოპულარიზაციის ზრდის საკუთარი ხედვები წარადგინეს. 

 

დუბლინში საქართველოს რაგბის კავშირს მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე წარმოადგენდა:

 

„მსოფლიო რაგბის სურვილია, რომ რაგბის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ამ მიზნით რაგბი 15-ის გარდა დიდი ყურადღება დაეთმობა რაგბი7-ს, რაგბი10-ს, ქვიშის რაგბს, ქალთა რაგბს და ასევე უკონტაქტო რაგბს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონტაქტურ რაგბს ეზოში ვერ ითამაშებ, მას სპეციალური უსაფრთხოების ზომები ჭირდება, უკონტაქტო რაგბის პოპულარიზაციით კი, ეს შესაძლებელი გახდება. ბავშვებს მოსწონთ რაგბის თამაში და ჩვენ ის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ყველასთვის. ამისათვის აუცილებელია, რომ რაგბი მეტად იყოს წარმოდგენილი სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ასევე უნდა მოვიფქროთ ტურნირები ქუჩის რაგბის პოპულარობის ამაღლებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს არსებულ მოედნებზე 5-5-ზე, გნებავთ 4-4-ზე უკონტაქტოდ თამაში“.

 

7-კაცა, ქალთა და ქვიშის რაგბი, საქართველოში მეტ-ნაკლებად პოპულარულია. ამ მიმართულებების უფრო მეტად განვითარებისთვის კავშირი უკვე მუშაობს, 10-კაცა რაგბი კი, საქართველოსთვის უცხო ხილია. ის მსოფლიოშიც ახალი მიმართულებაა, თუმცა რეგულარულად, წელიწადში რამდენჯერმე იმართება საერთაშორისო ტურნირები წამყვანი სარაგბო ქვეყნების კლუბებისა და ნაკრებების მონაწილეობით.

 

„გვაქვს სურვილი, რომ მომავალი წლიდან ჩვენც ჩავატაროთ ტურნირი რაგბი10-ში. ის ძალიან ახლოსაა რაგბი 15-თან და სეზონის წინ გუნდებს მომზადებაში დაეხმარება. რაგბი 10-ს 5 მორკინალი, 9-10 და სამი უკანახაზელი თამაშობს. თითო ტაიმი 10 წუთი გრძელდება და დღეში თითო გუნდს 3-3 თამაშის გამართვა შეეძლება. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და იმედია, გაისად ტურნირის გამართვა მოხერხდება“ - ამბობს მაისურაძე.

 

„მსოფლიო რაგბში“ მნიშვნელოვანი სიახლეებია მარკეტინგის მიმართულებით. მათ დაიქირავეს ფორმულა1-ის მარკეტინგის ყოფილი ხელმძღვანელები და მათი დახმარებით რაგბი უფრო შემოსავლიანი უნდა გახდეს, რის შემდეგაც დაფინანსება გაეზრდებათ „მსოფლიო რაგბის“ წევრებსაც. გარდა ამისა, მწვრთნელთა, მსაჯთა და სამედიცინო პერსონალის კურსების გარდა, „მსოფლიო რაგბი“ დანერგავს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კურსებს. შესაძლოა, „მსოფლიო რაგბის“ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პირველი 3-დღიანი კურსი, საქართველოში პირველად მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარდეს, მომავალი წლიდან კი, კურსები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

 

რაგბის გლობალიზაციის მიმართულებით კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ წლიდან-წლამდე გაიზრდება ურთიერთშეხვედრების რაოდენობა პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს შორის, რაც ამ გუნდების დონეთა დაახლოებას უზრუნველყოფს.

 

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ევროპის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირს, რაგბი ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც ბორჯღალოსნები ყოველწლიურად მონაწილეობენ. „მსოფლიო რაგბმა“ მის ზედამხედველად ჯონ ჯეფრი დანიშნა, რომელმაც პირობა დადო, რომ ტურნირი უფრო მაღალი დონის გახდება და გაიზრდება მისი დაფინანსება.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

II ტური

სრულად

პარ 20/09   მუხიანი, ხვამლი   18.00

შაბ 21/09   შევარდენი   17.00

შაბ 21/09   ბათუმი   19.00

კვი 22/09   რუსთავი   17.00

კვი 22/09   ავჭალა   19.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

სრული განრიგი | შედეგები
ჩვენი 31-კაცა რაზმი | მსაჯები

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!



მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო