ქვიშის რაგბი | ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან

29-ივლ-2019

© Masha Anderson

 

საქართველოს ქვიშის რაგბის კაცთა ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი ვერც ამჯერად მოიგო და შინ ვერცხლის მედლებით ბრუნდება.

 

ტურნირი წელსაც მოსკოვში გაიმართა. 27 ივლისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და სადებიუტო მატჩში ლატვიამ 5:3 იმარჯვა, მერე მოლდოვა 9:2 დავამარცხეთ, დღის დასკვნითი თამაში კი იტალიასთან 2:5 დავთმეთ.

 

რეგლამენტის თანახმად, პირველი დღე საკვალიფიკაციო იყო და მეორე დღეს რვავე მონაწილე გუნდი ფლეი ოფში ჩაერთო. 1/4-ფინალში კაცთა ნაკრები ხორვატებს შეხვდა და 6:4 მოგებით თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნაცნობი იტალია ელოდა. ამჯერად ჩვენმა გუნდმა უფრო მობილიზებულად ითამაშა და პირველ ტაიმში 3 ლელო გაიტანა, თუმცა მსაჯმა ერთი იმის გამო გაგვიუქმა, რომ ბურთიანი მორაგბე ლელოში 2 წამზე მეტხანს გაჩერდა. მეორე ტაიმის დასაწყისში 3:1 მაინც დავწინაურდით, იტალიელებმა მოახერხეს გარდატეხის შეტანა და გაწითლებულ დროზე ანგარიში 4:4 იყო, თუმცა ქართველებმა ბოლო შეტევა ლელოთი დაასრულეს და დაძაბულ მატჩში 5:4 იმარჯვეს.

 

ფინალში მასპინძელ რუსეთს შევხვდით, რომელიც 3 ლელოთი მალევე დაწინაურდა, თუმცა შესვენებამდე სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა მოვახერხეთ. ორი ლელო მეორე ტაიმშიც გავიტანეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მასპინძლებმა 7:4 მოიგეს და საქართველო 2018 წლის მსგავსად ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

 

ჩვენმა კაცთა ნაკრებმა მოსკოვში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

გიორგი შკინინი, იოანე ხელაია, თორნიკე მანაგაძე, ირაკლი გეგენავა, გიორგი ნათელაშვილი, დავით ჩიტიძე, დაჩი კოპაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სუხაშვილი, თორნიკე კიკნაძე, ვანო ბერიკაშვილი, ჯაბა კიკვაძე.

მწვრთნელი: გიორგი ქოპილაშვილი

 

 

პირველ დღეს ორი თამაში დათმო და ერთი მოიგო ქალთა ქვიშის რაგბის ნაკრებმაც - ლატვიასთან 2:8, იტალიასთან 1:9 და ბელარუსთან 5:2.

 

მეორე დღეს, თასის 1/4-ფინალში ესპანეთს ორჯერ ვუგებდით, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ 4:2 იმარჯვა. მე-5 ადგილის ნახევარფინალში გოგონები 2:0 უგებდნენ ხორვატიას, მერე მდევრის როლში აღმოჩნდნენ, თუმცა გაწითლებულ დროზე ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ - 4:4. სამწუხაროდ, დამატებით დროში ოქროს ლელო ხორვატებმა გაიტანეს და საქართველოს მე-7 ადგილისთვის მოუწია თამაში, სადაც ბელარუსთან 5:0 დავწინაურდით, საბოლოოდ კი 5:4 გავიმარჯვეთ.

 

ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: სალომე მაკასარაშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, მარიამ გოგუაძე, თიკა სიხარულიძე, თეონა ჩიტაიშვილი, რუსუდან რუსიშვილი, ანა რურუა, ანა კაპანაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია, მარიამ გუგუჩია, ნათია პატაშური.

მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

VIII ტური

სრულად

პარ 15/11   ბათუმი   17.00

შაბ 16/11   რაგბი პლატო   15.00

შაბ 16/11   ავჭალა   17.00

კვი 17/11   რაგბი პლატო   15.00

კვი 17/11   გორი, ჭალა   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო