შოტლანდიამდე სამხრეთ აფრიკელებთან

31-ივლ-2019

 

თბილისში, 31 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ეროვნული ნაკრების სტუმრობამდე ოთხი დღით ადრე, ჩვენს დედაქალაქს სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი ‘საუზერნ კინგსი’ ეწვევა და ბორჯღალოსნებთან მატჩს გამართავს.

 

2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, მილთონ ჰეიგის შეგირდებს სამი ტესტ-მატჩი უნდა გაემართათ. შოტლანდიასთან შინ და გარეთ გასამართ შეხვედრებამდე (31 აგვისტოს თბილისში და 6 სექტემბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“), საქართველოს რუსეთის ნაკრები უნდა წვეოდა, მაგრამ მეტოქემ „მსოფლიო რაგბის“ მიერ დანიშნული შეხვედრა გააუქმა და ბორჯღალოსნების გაწერილი მზადების პროცესი საფრთხის წინაშე დააყენა.

 

რაგბის კავშირმა ალტერნატიული მეტოქის ძიება დაიწყო და სხვადასხვა ვარიანტიდან პრო 14-ის სამხრეთ აფრიკული გუნდი, ‘საუზერნ კინგსი’ შეარჩია, რომელსაც 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“, 19:15 საათზე ვეთამაშებით.

 

„მას შემდეგ, რაც რუსეთთან „მსოფლიო რაგბის“ მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეხვედრა  ჩაიშალა, ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა დავიწყეთ, მათ შორის უპირველესად ნაკრებების, მაგრამ იმ გუნდებს, რომლებიც მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, გრაფიკი დიდი ხნის გაწერილი ჰქონდათ, ხოლო რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა ნაკრებები, სასურველ ფორმაში არ იქნებოდნენ. სწორედ ამიტომ კლუბებზე გადავერთეთ და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი ლეგიონერები“.

 

„ფრანგული კლუბებისგან მივიღეთ პასუხი, რომ ამ პერიოდში ჩემპიონატი ეწყებოდათ და ვერ ჩამოვიდოდნენ, ხოლო გლაზგოელებმა გვითხრეს, რომ ჯერ სასურველ ფორმაში არ იქნებოდნენ. ვარიანტებად დაგვრჩა ‘ძებრე’ და ‘საუზერნ კინგსი’, რომელთაგან მეორე პირველივე ჯერზე დაგვთანხმდა. შევათანხმეთ ტექნიკური დეტალები და მინდა გულშემატკივარს ვახარო, რომ 27 აგვისტოს სწრაფი, განსხვავებული სტილით მოთამაშე, მაღალი სარაგბო უნარების მქონე გუნდს თბილისში იხილავს და ბორჯღალოსნების მომზადების დონესაც შეამოწმებს“ - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

 

ქომაგს, რომელსაც საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთები უკვე შეძენილი აქვს, მისი მეშვეობით ‘საუზერნ კინგსთან’ მატჩზე დასწრება შეეძლება, ხოლო ვისაც ბილეთი ჯერ არ შეუძენია, ამის შესაძლებლობა ექნება ბმულზე:

 www.TKT.ge/Rugby

 

მეტოქის შესახებ

‘საუზერნ კინგსი’ 2009 წელს პორტ ელიზაბეტში დაარსდა და კლუბის ხელმძღვანელობამ პირველივე დღიდან მიზნად ზე-რაგბში ჩართვა დაისახა. გუნდმა თავისი სადებიუტო შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფ „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ წინააღმდეგ გამართა და 8:20 დამარცხდა.

 

მომდევნო 4 წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკელები ამხანაგური მატჩებით გამოცდილებას აგროვებდნენ, 2013 წლიდან კი სანუკვარი ოცნება ახდა და ‘საუზერნ კინგსი’ ზე-რაგბში ჩაერთო. „მეფეებმა“ პირველ სეზონში სამი თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, მაგრამ დივიზიონში ბოლო ადგილზე გავიდნენ, მერე ფლეი ოფში ‘ლაიონსთან’ ორი მატჩის ჯამში 42:44 დამარცხდნენ და მომდევნო ორი სეზონი ზე-რაგბში აღარ უთამაშიათ.

 

სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირში ‘საუზერნ კინგსი’ 2016 წელს დაბრუნდა და იქ ორი სეზონი გაატარა. 2017 წელს გუნდმა 6 თამაში მოიგო და 18 გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავა. მან ორ სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზს - ‘ჩითასსა’ და ‘ბულსს’ გაასწრო, თუმცა ზე-რაგბთან დამშვიდობება მაინც მოუწია და 2017 წლიდან ყოფილ კელტების ლიგას, პრო 12-ს ‘ჩითასთან’ ერთად შეუერთდა, რის შემდეგაც ტურნირი პრო 14-ად გადაკეთდა.

 

გუნდის საშინაო არენა „ნელსონ მანდელა ბეი“ 48 459 მაყურებელს იტევს. ‘საუზერნ კინგსმა’ პრო 14-ის განვლილ ორ სეზონში სულ სამი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი შედეგების გამოსწორებას მომავალ სეზონში გეგმავს, მისთვის მოსამზადებლად კი საქართველოს ეწვევა და ბორჯღალოსნებს შოტლანდიასთან გასამართ ორმატჩიანი სერიისთვის და რაც მთავარია, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაში დაეხმარება.  

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

II ტური

სრულად

პარ 20/09   მუხიანი, ხვამლი   18.00

შაბ 21/09   შევარდენი   17.00

შაბ 21/09   ბათუმი   19.00

კვი 22/09   რუსთავი   17.00

კვი 22/09   ავჭალა   19.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

სრული განრიგი | შედეგები
ჩვენი 31-კაცა რაზმი | მსაჯები

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!



მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო