ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში „შევარდენზე“

22-აგვ-2019

© გოგიტა ბუხაიძე

 

ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთის „შევარდენზე“ ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს.

 

მიუხედავად სიცხისა, თითქმის 2-საათიანი ვარჯიში ინტენსიური იყო და მორაგბეები სათამაშო სიტუაციებიდან კომბინაციების დახვეწაზე იმუშავეს.

 

ჩვენი გუნდის ვარჯიშს ტრიბუნებიდან 300-მდე ქომაგმა უყურა, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგმა და მორაგბეებმა კომენტარები გააკეთეს. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ ‘საუზერნ კინგსთან’, 31 აგვისტოს „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთან და 6 სექტემბერს სტუმრად, იმავე შოტლანდიასთან „მარიფილდზე“ გასამართ მატჩებზე არიან კონცენტრირებული.

 

მილტონ ჰეიგი: „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მოთამაშეების ამჟამინდელი ფიზიკური კონდიციებით. მათ ძალიან რთული 7-8 კვირა გაიარეს, განსაკუთრებით კი თურქეთის შეკრების ბლოკი, სადაც ბიჭებმა საკმაოდ მძიმე ვარჯიშები ჩაატარეს. ახლა კი გადავდივართ მომზადების იმ ნაწილზე, რომელშიც თამაშის ტაქტიკურ მხარეზე ვიმუშავებთ. ამ ეტაპზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მზადებით კმაყოფილი ვარ“.

 

მერაბ შარიქაძე: „სამი მნიშვნელოვანი თამაში გველის, სამივე ძალიან ძლიერ გუნდებთან - ‘საუზერნ კინგსთან’, რომელიც სწრაფი, მოხერხებული თამაშით გამოირჩევა და შოტლანდიასთან, რომელსაც დიდი დახასიათება არ ჭირდება. ეს თამაშები კარგი გასახურებელი პლაცდარმი იქნება მსოფლიო თასის წინ. უკეთესს ვერც ვინატრებდით, რადგან შოტლანდია რეგულარულად ეთამაშება ექვსი ერის გუნდებს, უელსს, ვისთანაც იაპონიაში გვაქვს პირველი შეხვედრა. შოტლანდია ტიერ1-ის პირველი გუნდია, რომელიც საქართველოში ჩამოდის. ვისარგებლებ შემთხვევით და გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ ასეთი კარგი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან და მოვიდნენ სტადიონზე. მათ ვპირდები, რომ 27-შიც და 31-შიც ძალიან კარგ თამაშებს იხილავენ“.

 

„ბოლოდროინდელმა შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენი ჯგუფი ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე თავიდან ჩანდა. ძალიან ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით, მაგრამ ყველას აქვს სუსტი წერტილი და შევეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ“.

 

„2015 წელს ძალიან რთული მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა და იმ ეტაპისთვის, რა შესაძლებლობებიც გვქონდა, მაქსიმუმზე ვიყავით. ახლა ჩვენი შესაძლებლობებიც გაიზარდა, მოსამზადებელ პერიოდს უკეთეს ფორმაში შევხვდით და გვქონდა იმის შესაძლებლობა, მეტი გაგვეკეთებინა“.

 

ლევან ჩილაჩავა: „თურქეთში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული, ძალიან კარგი შეკრება გვქონდა. რთული სამი კვირა გავიარეთ და ნელ-ნელა შევდივართ მსოფლიო თასისთვის საჭირო ფორმაში. ძალიან კარგი მოსამზადებელი თამაშები გველის, განსაკუთრებით შოტლანდიასთან თბილისში. გვაქვს იმედი, რომ მაყურებლები სტადიონს გაავსებენ და ეგებ ერთად გამარჯვებაც მოვახერხოთ“.

 

გიორგი ბეგაძე: „მოგეხსენებათ, აფრიკელები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ამავდროულად, დინამიურ, სწრაფ რაგბს თამაშობენ. გამონაკლისი არც ‘საუზერნ კინგსია’ და ეს ჩვენთვის იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი შოტლანდიასთან მატჩის წინ. მინდი ვთხოვო გულშემატკივარს, რომ 27 და 31 აგვისტოს მოვიდნენ სტადიონზე და ერთად მოვემზადოთ მსოფლიო თასისთვის“.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

დიდი 10

 

I ტური

სრულად

პარ 13/09   მუხიანი, ხვამლი   18.00

შაბ 14/09   დიდი დიღომი, ლელო   15.00

შაბ 14/09   ნუცუბიძე   17.00

კვი 15/09   გორი, ჭალა   15.00

კვი 15/09   ნუცუბიძე   17.00

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე

ქნგ [აფრ]

24:20

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდ

10:44

პარ

06/09

22.30

მარიფ

შოტლანდ

09:36

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალ

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფის
ჩვენი 31-კაცა რაზმი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალ

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [3213] მორაგბე [ 15/09 @ 11.20 ]

კაცი [1364] | ა’ლიგელი [723] | ბ’ლიგელი [1126]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

10

6

6

32

19

14

19

52

84

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო