თიბისი რაგბის სერიები | შემადგენლობა ‘საუზერნ კინგსთან’

26-აგვ-2019

 

27 აგვისტოს, 19:15 საათზე, ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩს პრო 14-ის სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზის, ‘საუზერნ კინგსის’ წინააღმდეგ „მიხეილ მესხზე“ გამართავენ.

 

ამ გუნდის წინამორბედს 2011 წელს ბუქარესტში ერთა თასზე შევხვდით და „სამხრეთ აფრიკელმა მეფეებმა“ 31:17 იმარჯვეს. ორი წლის შემდეგ ‘საუზერნ კინგსი’ ჯერ სუპერ რაგბის გათამაშებაში ჩაერთო, მისი შეკვეცის შემდეგ კი, 2017 წლიდან პრო 14-ში თამაშობს, ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც ‘ლენსთერი’, ‘მანსთერი’, ‘კარდიფ ბლუზი’, ‘ედინბურგი’ და ‘გლაზგო უორიორსი’ არიან.

 

წელს „მეფეები“ საქართველოს პირველად ეწვივნენ და 27 აგვისტოს ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრების ნაცვლად ერკინებიან. ეს მოსამზადებელი მატჩია მსოფლიო თასის და ასევე, შოტლანდიის ნაკრების სტუმრობის წინ, რომელსაც 31 აგვისტოს „დინამო არენაზე“ დავუხვდებით. შეგახსენებთ, რომ იაპონიაში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდი მესამე შეხვედრასაც გამართავს, შოტლანდიაში ჩავა და მასპინძლებს „მარიფილდზე“, 6 სექტემბერს დაუპირისპირდება. 

 

სერიის პირველი მატჩისთვის

 

რადგან მატჩი მოსამზადებელი ხასიათისაა, მხარეები შეთანხმდნენ და გუნდებს განაცხადში 26-26 მორაგბე ეყოლებათ. შედეგად, მწვრთნელებს საქმეში მეტი მორაგბის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდული პირველი ხაზი დააყენა: კვაჭი 19 წლის ვანო კარკაძეა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, ხოლო ბურჯები 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი და 23 წლის გიორგი მელიქიძე იქნებიან.

 

გამოცდილია მეორე ხაზი, სადაც ვიცე-კაპიტან გიორგი ნემსაძეს ლაშა ლომიძე შეუწყვილდება, რომელმაც ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში ითამაშა. 

 

მესამე ხაზში ახალგაზრდა მორაგბეები დადგებიან - ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ოთარ გიორგაძე, რომელთაგან ბოლო ორს, ბოლო პერიოდში დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, ხოლო საღინაძე შედარებით ახალი სახეა. 

 

მგეზავად ბრუნდება ლაშა ხმალაძე, რომელიც გიორგი ბეგაძეს შეუწყვილდება. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს და ზურაბ ძნელაძეს ვიხილავთ, ფულბეკი სოსო მათიაშვილია, ხოლო ფრთებზე მირიან მოდებაძე და გიორგი აფციაური დადგებიან.

 

მარქაფაში უფრო გამოცდილი მორაგბეები ჭარბობენ. ბურჯებად შეცვლაზე კარლენ ასიეშვილი და ლევან ჩილაჩავა შევლენ, კვაჭად გიორგი ჭყოიძე. მეორე ხაზში გუნდის თამაშს კოტე მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი გააძლიერებენ, რომელსაც მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში. მესამე ხაზში შევა შეცვლაზე გიორგი თხილაიშვილი.

 

9 ნომრის პოზიციაზე მეორე ტაიმში გელა აფრასიძეს ვიხილავთ. ხაზის მარქაფაში არიან ლაშა მალაღურაძე, ალექსანდრე თოდუა, თამაზ მჭედლიძე და დავით კაჭარავა. მჭედლიძეს წლევანდელ რაგბი ევროპაზე არ უთამაშია და ლომიძის მსგავსად, გუნდს შარშანდელი ნოემბრის ტესტების შემდეგ უბრუნდება. 

 

ბორჯღალოსნები წელს ზედიზედ მეხუთე მსოფლიო თასს თამაშობენ და პირველად ხდება, რომ მოსამზადებელ მატჩებს საქართველოში, საკუთარი გულშემატივრის წინაშე გამართავენ. ერთად გავაცილოთ ჩვენი ნაკრები იაპონიაში!

 

თიბისი რაგბის სერიები | საქართველო - საუზერნ კინგს

საქართველო:

 

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

 

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

 

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა.

 

შეგახსენებ, რომ მსოფლიოპ თასისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა შოტლანდიასთან გასამართი პირბელი მატჩის შემდეგ დასახელდება

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

დიდი 10

 

I ტური

სრულად

პარ 13/09   მუხიანი, ხვამლი   18.00

შაბ 14/09   დიდი დიღომი, ლელო   15.00

შაბ 14/09   ნუცუბიძე   17.00

კვი 15/09   გორი, ჭალა   15.00

კვი 15/09   ნუცუბიძე   17.00

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე

ქნგ [აფრ]

24:20

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდ

10:44

პარ

06/09

22.30

მარიფ

შოტლანდ

09:36

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალ

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფის
ჩვენი 31-კაცა რაზმი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალ

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [3213] მორაგბე [ 15/09 @ 11.20 ]

კაცი [1364] | ა’ლიგელი [723] | ბ’ლიგელი [1126]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

10

6

6

32

19

14

19

52

84

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო