ისტორიული მატჩის წინასამატჩო პრესკონფერენცია

30-აგვ-2019

© გოგიტა ბუხაიძე

 

ბორჯღალოსნებმა ხვალ საღამოს (20 საათი) „დინამო არენაზე“ გასამართი ისტორიული მატჩის წინ, ქვეყნის ცენტრალურ არენაზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მილტნ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

 

მთავარმა მწვრთნელმა თავდაპირველად მომავალი შეხვედრის და სტადიონის გავსების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბედნიერები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ტიერ1-ის გუნდს მშობლიურ მიწაზე ვეთამაშოთ. გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მეგობრების, ოჯახის წევრების და რაც მთავარია, ქვეყნის წინაშე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ამ თამაშის ისტორიული მნიშვნელობა ჩვენთვის დამხმარე ფაქტორია და მას გვერდზე არ გადავდებთ, ეს კიდევ უფრო გვაძლიერებს“.

 

„ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და გულშემატკივრებთან ერთად, ბევრად უფრო ადვილია თამაში. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ექვსი ერის გადაწყვეტილების მიმღებებისთვისაც. მათ უნდა დაინახონ, საქართველოში ასეთ მატჩებზე სტადიონი პირთამდე ივსება. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, რომ ხვალ საღამოს მოვიდნენ სტადიონზე და მთელს მსოფლიოს დაანახონ, როგორ უყვართ რაგბი საქართველოში“.

 

ჰეიგს გავრცელებული ამბის შესახებაც კითხეს, რომლის თანახმად ტრავმირებული გიორგი ცუცქირიძის ნაცვლად, ნაკრებს შესაძლოა მამუკა გორგოძე დაუბრუნდეს:

 

 

„მამუკას ნაკრებში დაბრუნების ამბავს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ. ამის შესახებ მამუკასთან არაერთხელ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, ცუცქირიძის ტრავმის შემდეგაც გვქონდა საუბარი, თუმცა ეს სელექციის საკითხია და როდესაც ჩავატარებთ შოტლანდიასთან მატჩს, მწვრთნელები ამის შემდეგ ვისაუბრებთ აღნიშნულ საკითხზე“ - თქვა ჰეიგმა და შარიქაძის ტრავმასთან დაკავშირებით განაცხადა:

 

„შარიქაძე სამკვირიან სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის, რის გამოც შოტლანდიასთან ორივე მატჩს გამოტოვებს. ვიმედოვნებთ, რომ რეაბილიტაცია კარგად ჩაივლის და ის მსოფლიო თასზე ჩვენთან ერთად იქნება. არაა გამორიცხული, რომ მერაბი იაპონიაში პირველ ორ თამაშშიც დაგვაკლდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგვიერთდეს“.

 

რაც შეეხება მსოფლიო თასის მოლოდინებს, მთავარი მწვრთნელი ამბობს:

 

„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო თასზე სრულად გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი და გავაუმჯობესოთ ის შედეგი, რაც წინა მსოფლიო თასზე ვაჩვენეთ. საუბარი არაა მხოლოდ შედეგზე, უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია, რომ ახლავე გავიაროთ კვალიფიკაცია და დავიბევოთ 2023 წლის მსოფლიო თასის საგზური, რომელიც საფრანგეთში გაიმართება. ყველანი, ვინც ჩართული ვართ გუნდის მზადების პროცესში - მოთამაშეები, მწვრთნელები, მენეჯმენტი, გამუდმებით ამაზე ვსაუბრობთ, რომ საჭიროა განსაკუთრებული მომზადება და ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეს სწორედ ასე იყო. და თუ იაპონიაში მივაღწევთ იმას, რისთვისაც საქართველოს ნაკრებს აქამდე არ მიუღწევია, ყველანი ძალიან ბედნიერი ვიქნებით“.

 

 

მიხეილ ნარიაშვილი ხვალ გახდება 31-ე მორაგბე, რომელსაც ბორჯღალოსნებისთვის უკაპიტნია. მან ამ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ შარიქაძე კუთვნილ ადგილს მალე დაუბრუნდება:

 

„მილტონის სიტყვებს ვერაფერს დავამატებ, ყველანი ბედნიერები ვართ შოტლანდიასთან საქართველოში თამაშის შესაძლებლობით. მოთამაშეები მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატაროთ“.

 

„ჩემთვის რთულია წინა შეხვედრაზე საუბარი, რადგან არ მითამაშია, თუმცა ვფიქრობ, რომ ნორმალური იყო. ეს იყო პირველი მოსამზადებელი მატჩი, რომელმაც დაგვანახა რა გვაქვს გასაუმჯობესებელი და რას ვაკეთებთ კარგად. გავაანალიზეთ შეცდომები, ვუყურეთ შოტლანდიის თამაშსაც და ვეცდებით ბევრად უფრო დალაგებული, სწრაფად მოაზროვნე გუნდი ვიყოთ“.

 

„ბედნიერი ვიქნებოდი ახლა ეს ადგილი მერაბს რომ ჰქონდეს დაკავებული. ყველანი დამწუხრებული ვართ მომხდარით. გუნდისთვის ძალიან რთულია ორი ისეთი მოთამაშის დაკარგვა, როგორებიც შარიქაძე და ცუცქირიძე არიან. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია უკან დარჩენა, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ წინ სვლა. ვიმედოვნებთ, რომ მერაბი მალე შეძლებს დაბრუნებას და ჩვენთან ერთად იქნება მსოფლიო თასზე“.

 

„რაც შეეხება კაპიტნობას, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები ვიყო ნატურალური, ისეთი, როგორიც აქამდე ვიყავი. არ მინდა სტატუსის გამო ზედმეტი წნეხი მქონდეს“. 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 
ტაბლო

დიდი 10

 

I ტური

სრულად

პარ 13/09   მუხიანი, ხვამლი   18.00

შაბ 14/09   დიდი დიღომი, ლელო   15.00

შაბ 14/09   ნუცუბიძე   17.00

კვი 15/09   გორი, ჭალა   15.00

კვი 15/09   ნუცუბიძე   17.00

მსოფლიოსთვის მზადება

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

სამ

27/08

19.15

ვაკე

ქნგ [აფრ]

24:20

შაბ

31/08

20.00

დინამო

შოტლანდ

10:44

პარ

06/09

22.30

მარიფ

შოტლანდ

09:36

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალ

განრიგი    სრული | ჩვენი ჯგუფის
ჩვენი 31-კაცა რაზმი | მსაჯები

იაპონია  |  პარ 20/09 - შაბ 2/11

ირლ ზელ ინგ ავს
შტლ აფრ სფრ უელ
იაპ იტა არგ საქ
რუს ნამ  აშშ   ფიჯ 
სამ კან  ტონ  ურუ

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალ

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

ოვალის ამქარი

განაცხადთა მიღება დასრულდა

ლიგების ყველა [3213] მორაგბე [ 15/09 @ 11.20 ]

კაცი [1364] | ა’ლიგელი [723] | ბ’ლიგელი [1126]

ყველა კლუბის საკონტაქტო ინფო

დ10

I

რეგ

კაც

"ა"

"ბ"

ჭაბ

სულ

დას

აღმ

დას

აღმ

10

10

6

6

32

19

14

19

52

84

განაცხადის შევსება-ჩასწორება

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო