გრეემ რაუნთრი მსოფლიო თასის მოლოდინებზე

11-სექ-2019

 

2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და სარაგბო გამოცემები 20 მონაწილე გუნდის მიზნებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ.

 

Rugby365-მა ბორჯღალოსანთა შერკინებას და მის ინგლისელ მწვრთნელ გრეემ რაუნთრის სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომლის თარგმანსაც ქვევით გთავაზობთ:

 

„შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველო 2019 წლის მსოფლიო თასს ვერ მოიგებს, თუმცა მათი შერკინების ინგლისელი მწვრთნელის, გრეემ რაუნთრის თქმით, ისინი საკუთარი კვალის დატოვებას აპირებენ.

 

„ზოგიერთი ადამიანის დაშინება გვინდა“ - ამბობს რაუნთრი AFP-სთან საუბარში და განაგრძობს - „გვსურს საკუთარი თავი ტოპ-მაგიდასთან წარმოვაჩინოთ“.

 

„2015 წელს ორი თამაში მოვიგეთ, რითაც წლევანდელ მსოფლიო თასზე თამაში გავინაღდეთ და ახლაც იგივეს გამეორებას ვგეგმავთ. ჯგუფში გვყავს უელსი და ავსტრალია, რომლებთან თამაში ძალიან რთული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ურუგვაი და ფიჯი უნდა დავამარცხოთ“.

 

ნათელია, რომ 3 ოქტომბერს ფიჯისთან გასამართი შეხვედრა ქართველებისთვის მსოფლიო თასის ფინალის ტოლფასი იქნება:

 

„ადვილი არ იქნება. ფიჯიმ ივლისში ახალ ზელანდიელი „მაორები“ დაამარცხა“ - ამბობს რაუნთრი.

 

გუნდის მეოთხედფინალში გამოჩენა ნაკლებად რეალური ჩანს, თუმცა უნდა ველოდოთ ქართველი ფორვარდების აღლუმს და მორიგ წინგადადგმულ ნაბიჯს.

 

 

 

შარშან სექტემბერში რაუნთრის საქართველოს ნაკრებში დანიშვნა მოულოდნელობა იყო. ინგლისისა და ‘ლესთერის’ ყოფილი მორაგბეს, 1995 და 1999 წლების მსოფლიო თასის მონაწილეს, 7-წლიანი წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა ინგლისის ნაკრებში, ასევე ‘ჰარლექუინსსა’ და ‘ლესთერში’.

 

„სექტემბერში მივიღე შეთავაზება, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგთან ერთად ვიჯექი რიჩმონდის სასტუმროში, დანარჩენი კი ისტორიაა“.

 

„მან წარმომიდგინა თამაშის ძალიან კარგი სტრუქტურა, სისტემა და რწმენა. მან ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადაიყვანა და საქართველოს ნაკრებში მთელი ცხოვრება ჩადო. სისტემა, რომელიც მან 7 წლის წინ შეიმუშავა პროფესიონალურია, იმ პირობებისა და მიღწევების გათვალისწინებით, რომელთაც ტიერ1-ის ქვეყნებში წააწყდებით“.

 

კონტრაქტის გაფორმების პირველსავე დღეებში რაუნთრი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ტოპ 14-ში იმდენივე ქართველი მორკინალი თამაშობს, რამდენი ფიჯელი უკანახაზელიცაა.

 

„რაგბი მათი თამაშია“ - ამბობს რაუნთრი, რომელიც მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ირლანდიურ ‘მანსთერს’ შეუერთდება - „ქართველები რაგბისთვის არიან შექმნილი. ეს კონტაქტური სპორტია. მათ ასევე უყვართ ჭიდაობა. ქართველებს მოსწონთ ძალისმიერი, ფიზიკური ორთაბრძოლები და მათთან მუშაობა ადვილია. ქართველები გამორჩეულად კარგი ადამიანები არიან. იქაური გარემო განსხვავდება მათგან, რა გარემოშიც აქამდე მიმუშავია. მორიდებული, შრომისმოყვარე ხალხია და აკეთებენ ყველაფერს, რასაც სთხოვ“.

 

რაგბის სამყარო მიჩვეულია მძლავრი ქართველი ბურჯების ხილვას, თუმცა რაუნთრი განსაკუთრებით მოხიბლულია ახალგაზრდა და დინამიური მესამეხაზელებით:

 

 

„ბექა გორგაძეს ‘ბორდოში’ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ის გამორჩეულად ნიჭიერი 8 ნომერია. გარდა ამისა გვყავს კიდევ ერთი ბექა (საღინაძე), რომელიც ‘ორიაკში’ თამაშობს და ოთარ გიორგაძე ‘ბრივიდან’, რომელიც შერკინების მესამე ხაზში ფეთქებადი მორაგბეა“.

 

ახალგაზრდა თავდამსხმელებს იმედს მისცემს გუნდში მამუკა გორგოძის ყოფნა, 35 წლის ვარსკვლავის, რომელიც საერთაშორისო პენსიიდან იმის გამო დაბრუნდა, რომ პრობლემები აღმოფხვრას.

 

რაუნთრი და ჰეიგი იმედოვნებენ, რომ გორგოძე ახალგაზრდებს მსოფლიო თასზე ინტენსივობის გაზრდაში დაეხმარება:

 

„მსოფლიო თასი წნეხია, მოლოდინებს მოედანზე გამართლება უნდა და საკუთარი თავისგან მაქსიმუმი უნდა მიიღო. ასევე მნიშვნელოვანია სიამოვნება. მისი მიღება იშვიათადაა შესაძლებელი და ძალიან მალე სრულდება“.

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

IX ტური

სრულად

პარ 22/11   რუსთავი   17.00

შაბ 23/11   ავჭალა   15.00

შაბ 23/11   დიდი დიღომი, ლელო   17.00

კვი 24/11   ქუთაისი   15.00

კვი 24/11   შევარდენი   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო