დიდი 10 | ახალი სეზონი ახალი გუნდით და მოედნით დაიწყო

13-სექ-2019

© გოგიტა ბუხაიძე

 

დიდი 10-ის დებიუტანტი კიკეთის ‘იუნკერები’, საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ მედგრად ეომა და მართალია გამოცდილი მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა, მაგრამ მცირედი მარცხისთვის ბონუსს გამორჩა.

 

2012 წელს დაარსებულმა ‘იუნკერებმა’ კაცთა გუნდი პირველად 2015 წელს შეკრიბა, ოთხ წელიწადში რეგიონალური ლიგიდან უმაღლეს დონემდე სამი საფეხური გაიარა და 2019 წლის 13 სექტემბერი საკუთარ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.

 

2019/2020 წლების დიდი 10-ი კიდევ ერთი სიახლით გაიხსნა - მუხიანის სპორტულმა კომპლექსმა „ხვამლმა“, პირველად უმასპინძლა უმაღლესი ლიგის შეხვედრას! თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მან სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიარა.

 

‘ბათუმი’ სეზონის სადებიუტო შეხვედრას რამდენიმე ლიდერის გარეშე შეხვდა. ეროვნულ გუნდთან ერთად იაპონიაში მივლინებული მორაგბეების გარდა (ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე თოდუა, გიორგი თხილაიშვილი), ზღვისპირელებმა თბილისში კიდევ რამდენიმე ლიდერი ვერ იახლეს. მიუხედავად ამისა, კლასმა და გამოცდილებამ მეორე ტაიმში მაინც იჩინა თავი და სტუმრებმა ტიტულის დაცვა გამარჯვებით დაიწყეს.

 

სეზონის წინ პალიკო ჯიმშელაძითა და რიგი მორაგბეებით გაძლიერებულმა ‘იუნკერებმა’, საწყის მღელვარებას გაუძლო და შესვენებამდე უპირატესობის მოპოვებაც მოახერხა. მატჩის დებიუტში მამუკა ნინიძეს და რამაზ ხარაზიშვილს ჯარიმები გაუცუდდათ. ნინიძემ მიზანი შემდეგ ჯერზე გაისწორა, მე-16 და მე-20 წუთებზე ჯარიმები გაიტანა და ‘ბათუმი’ 6:0 დააწინაურა. ‘იუნკერები’ გააქტიურდა, ხარაზიშვილმა 26-ე და 34-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით წონასწორობა აღადგინა, ზედ შესვენების წინ კი მესამეც გაიტანა და დებიუტანტი 9:6 დააწინაურა.

 

‘ბათუმმა’ მეორე ტაიმში სცადა სათამაშო უპირატესობის დაუფლება და პრინციპში ეს გარკვეულწილად მოახერხა კიდეც, თუმცა ლელო მეტოქის შეცდომის შედეგად გაიტანა. ‘იუნკერები’ გადაცემისას შეცდნენ, სტუმრებმა ფეხით ორჯერ ითამაშეს და 60-მეტრიანი კონტრშეტევა ნინიძის ლელოთი დასრულდა. მანვე ზუსტი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და 57-ე წუთზე ანგარიში 16:9 გახდა.

 

‘იუნკერებს’ ჩამორჩენის შემცირების შანსი მალევე მიეცათ, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი აღმოჩნდა. ხარაზიშვილმა სხვაობა 4 ქულამდე 74-ე წუთზე, ცენტრიდან გატანილი ჯარიმით მაინც მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ბათუმმა’ 16:12 იმარჯვა.

 

ხვალ პირველი ტურის კიდევ ორი შეხვედრაა და ორივე თბილისში. დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ ‘ლელო-სარასენსი’ ქუთაისის ‘აიას’ 15 საათზე დაუხვდება, ხოლო 17 საათზე ‘აკადემია’ მარნეულის ‘არმაზს’ ნუცუბიძეზე უმასპინძლებს.

 

კვირას, 15 სექტემბერს, გორის „ჭალის სტადიონზე“ ‘ჯიქი’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 15 საათზე მიიღებს, ხოლო ტური 17 საათზე ნუცუბიძეზე, დიდ 10-ში დაბრუნებული ბოლნისის ‘ყოჩებისა’ და ვიცე-ჩემპიონ რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრით დასრულდება.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

დიდი 10

V ტური 18-20/10

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო