დიდი 10 | ჯიქი 17:8 ლოკომოტივი

15-სექ-2019

© მარიამ გაგნიძე

 

გორის ‘ჯიქმა’ დიდი 10-ის ახალი სეზონის პირველი მატჩის დიდი ნაწილი კაცნაკლულმა ითამაშა, თუმცა დასკვნით წუთებში თბილისის ‘ლოკომოტივს’ ორი ლელო გაუტანა და მეტოქე 17:8 დაამარცხა.

 

თამაში ზედმეტად უხეში გამოდგა და რეფერის ჯიბიდან 5-ჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ამოღება. აქედან 4-ჯერ ‘ჯიქის’ მორაგბეები დაისაჯნენ და ერთ-ერთი ყვითელი ბარათი წითლად ტრანსფორმირდა, თუმცა მასპინძლებმა სწორედ ამის შემდეგ მოახერხეს გამარჯვების ქულების მოპოვება.

 

დებიუტში გუნდებმა ფეხით სცადეს უპირატესობის მოპოვება. პირველ ტაიმში ხშირი იყო შეცდომები და უხეში ბოჭვები. პირველმა ყვითელი ბარათი ‘ლოკომოტიველმა’ ლევან დარასელიამ, უკვე მესამე წუთზე მიიღო, მაგრამ მე-10-ედან მე-18 წუთამდე სამჯერ დაისაჯა ‘ჯიქი’ (ბექა წიკლაური, გიორგი კაკაურიძე და დიმიტრი კალანდაძე) და მოედანზე გარკვეული დროით 12, მერე კი 13 კაცის ამარა დარჩა.

 

მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ ასეთი სოლიდური უპირატესობის გამოყენება ვერ მოახარხა. მათ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვეს და მორკინალების ხარჯზე სცადეს ლელოს გატანა. 21-ე წუთზე მიზნის მიღწევა გიორგი ბებიაშვილმა მოახერხა, თუმცა რკინიგზელებს უფრო დიდი უპირატესობა უნდა მოეპოვებინათ. ლელოს ლაშა გედეხაურის არაზუსტი გარდასახვა მოყვა, 13-კაციანმა ‘ჯიქმა’ კი რეზი ჯინჭველაშვილის ჯარიმით უპასუხა და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა.

 

 

სტუმრები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და დასარტყმელი პოზიციებიდან ქულების აღების შანსიც ჰქონდათ, თუმცა ჯერ გედეხაურს და მერე გიორგი აფციაურს დარტყმები გაუცუდდათ. ზედ შესვენების წინ ‘ჯიქმა’ დერეფნიდან ორიგინალურად შეუტია, გუგა ხანთაძემ ხაზი გაჭრა, დაჩი კოპაძემ იერიში გააგრძელა და ოფლოუდით ლელოში ლევან ჭავჭავაძე შეუშვა, თუმცა მას ბურთში ჩაუჯდნენ - 3:5.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდები უკეთ ათამაშდნენ. ‘ლოკომოტივმა’ მეტოქეს რაქში რამდენჯერმე აართვა ბურთი, მერე ნიკა წივწივაძემ ხაზი გაჭრა, შეტევა ბებიაშვილმა გააგრძელა, თუმცა მეორე ლელომდე ცოტა დააკლდა და 48-ე წუთზე დავით გულიტაშვილმა ჯარიმის გატანაღა მოახერხა. 57-ე წუთზე კალანდაძემ შუბური ბოჭვისთვის მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო.

 

14-კაციანი ‘ჯიქი’ მოულოდნელად უკეთ ათამაშდა, 71-ე წუთზე ფრთაზე ბურთი კარგად ჩაათამაშა, ლუკა ივანიშვილი მბოჭავს ხელის კვრით გაექცა და ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვით გორელები დააწინაურა. კაცნაკლულმა მასპინძლებმა მოახერხეს მეტოქის წნეხში მოქცევა, ‘ლოკომოტივი’ საკუთარ ნახევარზე გამოკეტა, მერე ჯინჭველაშვილმა ფინტებით ხაზი გაჭრა და სერგი ყურაშვილს ლელო გაატანინა, ხოლო თავად გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 17:8.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო