დიდი 10 | ყოჩები 30:25 ხარები

15-სექ-2019

© ანი რეხვიაშვილი

 

2019/2020 წლების დიდი 10-ის პირველი ტურის ყველაზე სანახაობრივი თამაში დღეს, ნუცუბიძის სტადიონზე გაიმართა. სტადიონზე მისულმა მაყურებელმა დინამიური რაგბით, ლამაზი მომენტებით და 6 ლელოთი ისიამოვნა.

 

ეს იყო ტურის დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც პირველი ქართული სარაგბო კლუბი, უძლიერესთა შორის ორი წლის შემდეგ დაბრუნებული ბოლნისის ‘ყოჩები’ ვიცე-ჩემპიონ რუსთავის ‘ხარებს’ მასპინძლობდა. გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე, ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, თუმცა მასპინძლების კარგი თამაში მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ‘ყოჩებმა’ დიდ 10-ში დაბრუნება 30:25 მოგებით აღნიშნა.

 

ორივე გუნდი სწრაფი, ხელდახელ თამაშით ცდილობდა ლელოს გატანას და არ ერიდებოდა ორიგინალურ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის სტარტია, მორაგბეები კარგად ახერხებდნენ ფაზების აკინძვას და უპირატესობას შემტევ რაგბის ანიჭებდა, რაც გატანილი ქულების ოდენობაშიც აისახა.

 

ანგარიში პირველსავე წუთზე გაიხსნა. ბოლნისელთა ვეტერან მგეზავ თემურ სოხაძეს, 22-იდან ფეხით მოგერიებისას გიორგი ბასილაიამ დაუფარა და ლელო გაიტანა, ხოლო ვაჟა ხუციშვილმა გარდასახა. ‘ყოჩებმა’ 1 წუთში უპასუხა - ლადო მიმინოშვილმა ლამაზი მოძრაობით გაჭრა ხაზი და შექცეული პასით ლელოში გიორგი წიკლაური შეუშვა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა შეასრულა.

 

მე-11 წუთზე ‘ხარების’ ჯერი დადგა, მათ დერეფნიდან გაშალეს შეტევა, ბურთი საპირისპირო ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს და ის დავით თაბუკაშვილმა ლამაზ ნახტომში, ალამთან დაამიწა. ხუციშვილს გარდასახვა გაუცუდდა, 22-ე წუთზე კი ჯარიმა ვერ გაიტანა და 31-ე წუთზე სოხაძემ ახლოდან გატანილი ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. სამ წუთში ‘ხარებმა’ წამოიწყო მრავალფაზიანი, ხელდახელ შეტევა, ბასილაიამ სივრცე მოძებნა, ხაზი გაჭრა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ხუციშვილმა ამჯერად ზუსტად გარდასახა. შესვენებამდე ‘ყოჩებმაც’ ხელდახელ, სწრაფი შეტევით უპასუხა, გიორგი ნოდიამ ხაზი გაჭრა, მერე გრძელ ფრთაზე ბურთი გიორგი ხარშილაძეს მიუვიდა, რომელიც მცველთან ერთი-ერთზე დარჩა და გასაქცევი სივრცეც ჰქონდა, თუმცა ის ლექსო მელიქიშვილმა წესების დარღვევით შებოჭა და თავად სინბინით, ხოლო გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა - 17:19.

 

 

განახლდა თუ არა თამაში მაღალი ბოჭვისთვის სინბინით დავით ხიდეშელიც დაისაჯა და მეორე ტაიმი გუნდებმა კაცნაკლულად დაიწყეს. ბოლნისელებმა შეძლეს ინიციატივის დაუფლება და სოხაძემ 47-ე წუთზე, კარის წინ 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ‘ყოჩები’ პირველად დააწინაურა. გავიდა ორი წუთი და მასპინძლებმა უპირატესობა ლამაზი ლელოთი გაზარდეს - სოხაძემ ფეხით ბურთი ლელოს ხაზთან ჩაკიდა, მას ხარშილაძე დაეუფლა და ლელო მიითვალა, ხოლო სოხაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

 

ვაჟა ხუციშვილმა ჩამორჩენა ჯარიმით, ტაიმის შუაში შეამცირა. სოხაძემ 8-ქულიანი სტატუსქვოს აღდგენა ორჯერ სცადა არეკნით და მიზანმა ორივეჯერ უმტყუნა, მაგრამ 77-ე წუთზე ეს ჯარიმით მოახერხა. ხუციშვილმა ჯარიმით მალევე უპასუხა და ‘ხარებს’ ბოლო შეტევა დარჩათ, მაგრამ ბურთი დაკარგეს და ‘ყოჩებმა’ დიდ 10-ში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა - 30:25. 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო