ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ფავორიტები უდანაკარგოდ მიიწევენ

16-სექ-2019

© გიორგი ჩხიკვიშვილი

 

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ჩემპიონ ‘ლელოს’, მესამე მასივში მარნეულის ‘არმაზმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია. დათო კიკნაძის შეგირდები  სადებიუტო შეხვედრისგან განსხვავებით გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ძირითადის რამდენიმე მოთამაშის არყოლის მიუხედავად, მრისხანე მეტოქეს პირველ ტაიმში პრაქტიკულად არაფერი დაუთმეს და ახალწვეული ნიკა ჭიკაიძის ჯარიმით ტაიმი მინიმალური სხვაობით  3:6  დათმეს. ჭიკაიძე ქვემო ქართლელთა რიგებში გამორჩეული გახლდათ. ‘არმაზის’ ფულბეკმა ქომაგი უნარიანი და განსაკუთრებით ფეხით ეფექტური თამაშით მოხიბლა.

 

‘ლელოს’ მთავარმა მწვრთნელმა პაატა მაისურაძემ  როტაციის პრინციპით, ორი წამყვანი მორაგბე მღლეტელი გიორგი ქობალია და ჰავბეკი გიორგი კურტანიძე თამაშში მეორე ტაიმში ჩართო, რამაც ჩემპიონის შეტევები უფრო მძაფრი და დინამიური გახადა. ‘ლელომ’ ტემპს უმატა და უმეტესად ოვალის სწრაფი გათამაშებითა და გარღვევებით  4 ლელოს გატანა და დაგეგმილი პრემიის აღება მოახერხა  38:3.  ქობალიასა და კურტანიძის გარდა, ლელოს გატანა ფრთა გაგა ქევხიშვილმა და შუამარბმა აბელ ბითაძემაც მოახერხეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლუკა ხეხელაშვილის კარგი თამაში. შეცვლაზე შესულმა ‘ლელოს’ შუამარბმა, 18-წლამდე შვიდკაცას ნაკრების წევრმა საკუთარი გუნდის შეტევები გააძლიერა და მოედანზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. ბურთების საერთო უკეთესი სხვაობის გამო, მაისურაძის  ბიჭები სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურს ინარჩუნებენ.

 

‘ლელო’ ნაყოფიერად აგრძელებს ჭაბუკ მორაგბეთა დაოსტატების საშურ პროცესს, რისი დამადასტურებელიც გახლავთ ბურჯების, დათო აბდუშელიშვილისა და ალექსანდრე ქუნთელიას ფრანგული ელიტის ბინადარ ‘რასინგში’ დელეგირება. აბდუშელიშვილს ფრანგები ოფიციალურ კონტრაქტს გაუფორმებენ, ქუნთელია კი საფრანგეთში სინჯებზე იმყოფება და მშობლიურ გუნდს 10 დღეში დაუბრუნდება.

 

რუსთავში, ‘ხარებისა’ და ქუთაისის ‘არესის’ შეხვედრაც დაძაბული გამოდგა. ‘ომის მრისხანე ღმერთს’ მიმდინარე სეზონში ზურა შვანგირაძისა და ნიკა სირაძის დუეტი თავკაცობს და სადებიუტო შეხვედრებში განცდილი მარცხის მიუხედავად, გასულ სეზონთან შედარებით ქუთათურები უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებენ.

 

რიონისპირელები პირველ ტაიმში მცირე უპირატესობასაც კი ფლობდნენ, თუმცა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს. ქვემო ქართლელებს კი მხსნელად გუნდის ლიდერი და კაპიტანი დათო ლომიძე მოევლინა. პირველი ტურის მსგავსად, ‘ხარების’ შუამარბი ამჯერადაც წყვილი ლელოთი გამოირჩა, რამაც შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. წარმატებით ფრთაშესხმულ თემურ ლობჟანიძის გუნდიდან პირად აქტივში გატანილი ლელო, ჰავბეკმა იაგო მარსაგიშვილმა და შუამარბებმა: ზურა ბენდელიანმა და ჯუმბერ ყვავაძემ მიითვალეს. ხუთივე გარდასახვა (მათ შორის 3 მოედნის კიდიდან) ზუსტად შეასრულა ბრინჯაოს მედალოსანთა ფულბეკმა გიორგი ელოშვილმა 35:7. ბოლო წუთებზე მღლეტელ თორნიკე ფხაკაძის გატანილმა ლელომ, ‘არესს’ სეზონში პირველი სამატჩო ქულები მოუტანა.

 

გამოცდილი და კვალიფიციური მწვრთნელების: გია კურატაშვილისა და ‘ფირუზ’(გიორგი) გიორგი ბერიაშვილის დიდი მცდელობის მიუხედავად, ‘ლოკომოტივი ხულიგანა’ სეზონს აშკარად მოუმზადებელი შეხვდა. მშობელთა ნაწილის გადამეტებული მზრუნველობის შედეგად (ბიჭები ‘გადაიღალნენ’ და ‘ცივ ნიავს’ არ მივაკარებთო), ჭაბუკ ‘რკინიგზელებს’  წინა სასეზონო შეკრება არ გაუვლიათ და ვარჯიშების უმიზეზო გაცდენასაც ბოლო არ უჩანს. გუნდმა ორივე სადებიუტო შეხვედრა პირწმინდად დათმო და ჯამში 106 ქულა გაუშვა! ‘ლოკომოტივი’ ‘ვერცხლის’ ჯგუფში დაქვეითების მთავარ კანდიდატად იქცა.

 

მეორე ტურში ‘ლოკომოტივი’ ქუთაისში, ‘აიას’ სტუმრობდა. გაგა გურეშიძის შეგირდებს დაგეგმილი პრემიისა და მორიგი გამარჯვების მოპოვება არ გაჭირვებიათ. ვიცე-ჩემპიონი მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდა, დიდი ძალისხმევის გარეშე 11 ლელო გაიტანა და ‘რკინიგზელები’ 71:5  დაამარცხა. ‘დუბლით’- მარბიელი ირაკლი გაბისონია, მარბიელი გიორგი სინაურიძე და შუამარბი გიორგი შარაშენიძე გამოირჩნენ. ‘ლოკომოტივი’ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხისაგან, მატჩის მიწურულს გარემარბ დავით ქავთარაძის ლელომ იხსნა.

 

მეორე ტური, ნუცუბიძის პლატოზე ‘აკადემიასა’ და ‘ხვამლის’ დაპირისპირებით დასრულდა. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ‘მხატვრებმა’ გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს და ფავორიტს ბრძოლაც გაუმართეს. გიორგი ნებულიშვილისა და პაატა ნარიმანაშვილის გუნდმა ჩემპიონატში პირველი სამატჩო ქულები მეორე ტაიმში აიღო. ლელოს გატანა ბურჯმა ვახტანგ მეუნარგიამ და ფრთა არჩილ კუკულავამ მოახერხეს. ‘ხვამლი’ უმეტესად მაღალ სიჩქარეებზე მოქმედებდა და მოთამაშთა კომუნიკაციაც უკეთესი ჰქონდა. რაიტი ურუშაძის შეგირდებმა ტაიმებში 3-3 ლელო გაიტანეს. მუხიანელთა მხტომელი გიორგი ტორონჯაძე კი შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. ტორონჯაძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა და ‘ხვამლმაც’ მატჩი დაგეგმილი პრემიით  38:14  მოიგო.

 

2 ტურის შემდეგ, მაქსიმალური 10-10 ქულით ფავორიტთა კვარტეტი (‘ლელო’, ‘აია’, ‘ხარები’, ‘ხვამლი’) დაწინაურდა. რეგულარული სეზონის პირველი გამორჩეული შეხვედრა მომდევნო ტურში გაიმართება. მუხიანში ‘ხვამლი’ რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლებს.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო