ბესიკ ჩადუნელის სემინარი მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის

16-სექ-2019

 

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი ბესიკ ჩადუნელი, ქართველი მსაჯების, კლუბების მწვრთნელების და შესაბამისი სამედიცინო პერსონალისთვის (შემდგომში „მატჩის ექიმი“) სემინარს გამართავს.

 

სემინარის თემა ლურჯი ბარათია, რომელიც უკვე დაინერგა რამდენიმე წამყვან სარაგბო ქვეყანაში და რომლის მიზანიც მოთამაშეთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

 

ლურჯი ბარათი პირველად 2014 წელს წელს ახალ ზელანდიაში, ოკლენდში გამოიყენეს, მერე კი მთელს ქვეყანაში გავრცელდა. მოგვიანებით ის ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და უელსში დაინერგა, საქართველო კი მეხუთე ქვეყანა იქნება, რომელიც ამ სიახლეს მხარს აუბამს.

 

ლურჯ ბარათს მსაჯი მოთამაშის მიმართ ტვინის შერყევის შემთხვევაში იყენებს და ის მოედანს მატჩის ბოლომდე ტოვებს, შეცვლის უფლებით, ოღონდ ეს შეცვლა გუნდს ოფიციალურ ცვლილებად არ ეთვლება.

 

ოთხშაბათს, 18 სექტემბერს, 11 საათზე, ბესიკ ჩადუნელი სემინარს ქართველ მსაჯებს, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში წაუკითხავს;

 

 

ხუთშაბათს, 19 სექტემბერს, ასევე 11 საათზე, ბესიკ ჩადუნელი და ლუკა კილასონია სემინარს ქართული კლუბების მწვრთნელებსა და სამედიცინო პერსონალს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე წაუკითხავენ.

 

რაც შეეხება „მატჩის ექიმების“ შერჩევა-გადამზადებას, მათთან სემინარის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი „ლურჯი ბარათის“ ძალაში შესვლის ზუსტი თარიღიც.

 

სემინარებზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერთან, სიმონ მაისურაძესთან ელექტრონულ მისამართზე:

 

s.maisuradze@rugby.ge

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო