ვასილ ლობჟანიძე - ახალგაზრდა დიდი გამოცდილებით

20-სექ-2019

© Hagiwara Yasuo

 

2019 წლის მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ბორჯღალოსანთა კვაჭი ვანო კარკაძეა. ოთხი წლის წინ, 2015 წლის მსოფლიო თასზე, ყველაზე ახალგაზრდა ასევე ბორჯღალოსანი ვასილ ლობჟანიძე იყო. ტონგასთან მატჩის დღეს, ის 18 წლის 340 დღის იყო, რითაც მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა.

 

„მსოფლიო რაგბმა“, მე-9 მსოფლიო თასის გახსნის წინ, 22 წლის ქართველ მორაგბეზე სტატია მოამზადა და განვლილ 4 წელიწადში მისი კარიერის განვითარებით დაინტერესდა:

 

„2015 წლიდან საფრანგეთში გადავედი და ‘ბრივს’ შევუერთდი, სადაც დიდი გამოცდილება შევიძინე. ასევე დიდი გამოცდილება მომცა ნაკრებში ჩატარებულმა შეხვედრებმა (45 კეპი, 8 ლელო). ამ ოთხ წელიწადში ბევრი რამ ვისწავლე და პასუხისმგებლობის გრძნობა მომემატა“.

 

„2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი ჩემს კარიერაში. ჩვენი სახელები მთელმა საქართველომ იცოდა, განსაკუთრებით ჩემი, რადგან ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც მსოფლიო თასზე ოდესმე უთამაშია“.

 

„ამან თავდაჯერებულობა შემმატა და პასუხისმგებლობაც გაიზარდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, თუმცა ვცდილობ გამოცდილება გამოვიყენო და ისე მოვიქცე, როგორც უფროსი ასაკის მორაგბე“.

 

2015 წლის შემდეგ, დიდი ცვლილება მოხდა ვასილ ლობჟანიძეს პირად ცხოვრებაში. ის დაოჯახდა და შარშან ვაჟი შეეძინა:

 

„ჩემი პირადი ცხოვრებაც შეიცვალა, დავოჯახდი და შემეძინი შვილი ნიკოლოზი. ის მაშინ დაიბადა, როდესაც იაპონიაში ვიყავი (2018 წელს). შვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვნახე, ნიკოლოზი უკვე 4 დღის იყო. ამის შემდეგ საფრანგეთში მომიწია წასვლა და დაახლოებით სამი თვე დამჭირდა საბუთების მოსაწესრიგებლად, ვიზის ასაღებად და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვიდნენ ისინი ბრივში. შვილის შეძენამ დიდი მოტივაცია მომცა, ახლა უფრო მონდომებით ვთამაშობ და ვიმედოვნებ, რომ მამის მსგავსად ისიც ითამაშებს რაგბს“.

 

© WorldRugby

 

ლობჟანიძეებს დიდი ოჯახი ყავთ. ისინი ხუთი დედმამიშვილი არიან და ოჯახში უკვე 8 ბავშვია:

 

„მყავს ტყუპისცალი და, რომელზეც დაახლოებით 10 წუთით უფროსი ვარ. ასევე მყავს ორი უფროსი და და ერთი უფროსი ძმა, რომელთაც ბევრი შვილები ყავთ. ერთ დას ორი გოგო ყავს, მეორეს სამი ბიჭი, ძმასაც ორი გოგო ყავს, ასე, რომ ახლა სულ ოჯახში 8 ბავშვია. დიდი ქართული ოჯახი ვართ“.

 

ყველაზე გამოცდილი ახალგაზრდებში

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების 31-კაციან განაცხადს თუ გადავხედავთ, 26-წლამდე მორაგბეებს შორის ვასილ ლობჟანიძეს ყველაზე მეტი კეპი აქვს. მან 2015 წლიდან დღემდე უდიდესი გამოცდილება შეიძინა, თუმცა თავს სხვებზე უკეთესად არ თვლის:

 

„დაახლოებით იმ ასაკის ვარ, რა ასაკისაც გუნდის სხვა ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, მაგრამ სულაც არ ვგრძნობ, რომ ვინმეზე უფროსი, ან უკეთესი ვარ. ვცდილობ გამოცდილების გამოყენებას, უფროსი ასაკის მოთამაშესავით მოქმედებას, თუმცა მთლიანობაში, ყველა ერთ დონეზე ვართ. ყველა ერთად ვვარჯიშობთ და ერთად ვასრულებთ რთულ სამუშაოს. ზოგჯერ ისინი მეხმარებიან, ზოგჯერ მე ვეხმარები მათ. ჩვენს შორის არანაირი იერარქია არაა“.

 

© Getty Images

 

‘ბრივში’ ქართველმა მორაგბეებმა გაამართლეს, რამაც ჩვენებურთა მიმართ ნდობის ზრდა განაპირობა და 2019/2020 წლების ტოპ 14-ის სეზონში, ამ გუნდის ღირსებას ერთბაშად 8 ქართველი დაიცავს:

 

„ჩვენთვის უფრო იოლია ნაკრებში თამაში, რადგან ერთ კლუბში ვვარჯიშობთ. ახლა ‘ბრივში’ 8 ქართველი ვართ და მთელ დღეს ერთად ვატარებთ. ჩვენ ახლო მეგობრები, ფაქტობრივად ერთი ოჯახი ვართ“.

 

ლობჟანიძე ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, უკვე აქვს დასამახსოვრებელი თამაშები. საკლუბო დონეზე ასეთი რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ‘ბრივმა’ ტოპ 14-ში ასასვლელი ფლეი ოფი მოიგო:

 

„მძიმე თამაში იყო, რადგან მის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ‘ბრივისთვის’. ჩვენ ყველამ მაქსიმუმი გავიღეთ და გამარჯვება მოვახერხეთ. მოცემული მომენტისთვის საკლუბო რაგბში ეს ჩემი საყვარელი მოგონებაა. ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესოდ მახსენდება ჩემი პირველი თამაში, 2015 წელს გერმანიასთან“.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო