ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ჩემპიონი ლიდერობას ინარჩუნებს

24-სექ-2019

 

ჭაბუკთა  ‘ა’ ლიგის ‘ოქროს’ ჯგუფის მესამე ტური რიონისპირული დერბით დაიწყო. ‘არესთან’ შეხვედრაში, ‘აიას’ დამრიგებელმა გაგა გურეშიძემ ძირითადის რამდენიმე მოთამაშეს მიკროტრავმების მოშუშების და დასვენების შესაძლებლობა მისცა. მიუხედავად ამისა, ვიცე-ჩემპიონი მთელი შეხვედრა დომინირებდა, რასაც ფავორიტის მხრიდან 8 გატანილი ლელო და დაგეგმილი პრემიით დამაჯერებელი გამარჯვება მოჰყვა 43:7. ‘დუბლი’-აქტივში ‘აიას’ მღელეტელმა ბექა შვანგირაძემ მიითვალა.

 

‘არესი’ მეტოქეს არ ეპუებოდა, ბოლომდე იბრძოდა და მატჩის ბოლო წუთზე ფულბეკ ბექა დონღვანის პრესტიჟის ლელოთი ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევაც შეძლო. გურეშიძის ბიჭები თანაქალაქელებს უპირატესად ტექნიკით, სწრაფი აზროვნებით, გაშლილ თამაშში ჯაბნიდნენ. ‘აიამ’ მეორე ტაიმში, მარქაფაში მყოფი ყველა მოთამაშე ჩართო, რომელთაც მწვრთნელის ნდობა სრულად გაამართლეს და ფავორიტმაც პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ნახევარშიც  4 ლელოს გატანა მოახერხა.

 

მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლელომ’, თანაქალაქელ ‘ლოკომოტივი ხულიგანასთან’ პირველი ტაიმი ჩააგდო. მეტოქის შეუფასებლობას, პაატა მაისურაძის შეგირდთაგან მრავალი შეცდომა და ხშირი ჯარიმა მოჰყვა. ‘რკინიგზელებმა’ შეხვედრის დებიუტში ფულბეკ ილია ბეკურიშვილის გატანილი წყვილი ჯარიმით 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა, ჩემპიონის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, მარცხენა ფრთის საბა ლიპარტელიანის ლელომ, ფავორიტს ტაიმის მინიმალური სხვაობით მოგების შესაძლებლობა მისცა 7:6.

 

მეორე ტაიმში ჩემპიონმა დისციპლინარული პრობლემები აღმოფხვრა, ოვალზე კონტროლი გაამყარა და მაღალ სიჩქარეებზე ამოქმედდა, რასაც პაატა მაისურაძის ბიჭების მხრიდან 5 გატანილი ლელო მოჰყვა. ლიპარტელიანის მსგავსად, ‘დუბლის’ შესრულება მატჩის კიდევ ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, მარბიელმა გიორგი ქობალიამ შეძლო - 36:6. ბურთების საერთო უკეთესი სხვაობით, ჩემპიონმა სატურნირო ცხრილის პირველი საფეხური შეინარჩუნა, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელ, 34 წლის ნიჭიერ სპეციალისტ პაატა მაისურაძეს, ინგლისში, სარასენსის რაგბის საერთაშორისო კონფერენციაზე გამგზავრების წინ კარგი განწყობა შეუქმნა.

 

მარნეულის ‘არმაზმა’ პირველი გამარჯვება და საცხრილო ქულები ‘აკადემიასთან’ საშინაო შეხვედრაში, ვაზისუბანში მოიპოვა. ქვემო ქართლელებმა კარგად გაშლილი ხაზით, ხშირი, ეფექტური ბოჭვებითა და კარგი მიყოლით საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და პირველივე ტაიმში 4 ლელოს გატანა მოახერხეს, რასაც მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 2 ლელოც დაემატა. დათო კიკნაძის გუნდმა მატჩი პრემიის თანხლებით  40:7 მოიგო. ბენეფისი მოიწყო ‘არმაზის’ მღლეტელმა ნიკა ტაბაღუამ, ვინაც ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. ‘მხატვრებმა’ ჰავბეკ კოტე იაშვილის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი ლელოთი მხოლოდ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხს დააღწიეს თავი. უქულოდ მყოფნი ‘აკადემია’, ‘არესი’ და ‘ლოკომოტივი ხულიგანა’ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილებზე რჩებიან.

 

მესამე ტური, მუხიანში, ლიდერთა შორის მყოფი პრინციპული მეტოქეების ‘ხვამლისა’ და რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრით დასრულდა. სეზონის პირველ ტოპ-მატჩს მასპინძლები ორმაგად მოტივირებულნი შეხვდნენ. რატი ურუშაძის შეგირდები ტიტულს უმიზნებენ და თან ქვემო ქართლელებთან გასულ სეზონში, ბრინჯაოს მედლისთვის  დრამატული მარცხის სიმწარის განელებაც ეწადდათ. სეზონის წინ გამოჩენილმა ბორჯღალოსანმა ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგელ ‘ხვამლი 1’-დან სოლიდური შევსება მიიღო, რამაც მუხიანელებს ტიტულზე არცთუ უსაფუძვლო პრეტენზია გაუჩინათ.

 

მასპინძლები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და დაცვაში მწყობრ, ხისტ თამაშს სწრაფ კონტრიერიშებს კარგად უთავსებდნენ. ‘ხვამლმა’ 3 ლელო საკუთარი 22-დან დაწყებული შეტევით გაიტანა. მთლიანობაში ურუშაძის ბიჭებმა 7 ლელოს დადება მოახერხეს და ქვემო ქართლელები ‘მშრალი’ ანგარიშით 48:0 დაამარცხეს. ‘დუბლი’- მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, მუხიანელთა ფულბეკმა ზურა ქობელაშვილმა შეასრულა.

 

3 ტურის შემდეგ ფავორიტთა სამეული (‘ლელო’, ‘აია’, ‘ხვამლი’ ) მაქსიმალური შედეგით, 15 ქულით ლიდერობს. ჩემპიონი ‘ლელო’ სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურს ბურთების საერთო უკეთესი სხვაობით ინარჩუნებს. მომდევნო ტურის გამორჩეული შეხვედრა ‘აია’-‘ხვამლი’,  ქუთაისში 27 სექტემბერს გაიმართება.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო