მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება

26-სექ-2019

© ლევან ვერძეული

 

ბორჯღალოსნებმა დღეს ნაგოია დატოვეს და კუმაგაიაში გაემგზავრნენ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე მეორე მატჩს, ურუგვაის ნაკრებთან 29 სექტემბერს გამართავენ.

 

მანამდე, უელსთან მატჩის მეორე დღე აღდგენას დაეთმო, გუშინ კი გუნდმა ვარჯიში განაახლა. სასიხარულოა, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ, ნაკრებთან ერთად მოედანზე გავიდა და ივარჯიშა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

 

გუშინვე მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა გამართა ბორჯღალოსანთა მომავალმა მეტოქე ურუგვაიმ, რომელმაც ფიჯის 30:27 სძლია და იაპონიაში პირველი სენსაცია გამოაცხო.

 

ფიჯელები მეტოქეს ფაქტობრივად ყველაფერში ჯობდნენ და სამის წილ 5 ლელოც გაუტანეს, მაგრამ არ უვარგოდათ დისციპლინა, ძალიან ცუდად ურტყეს კარში და იოლი გამარჯვების მოლოდინში, 3 ქულა გაანიავეს (დაგეგმილი 5-ის ნაცვლად აიღეს 2 - 4 და მეტი ლელოს გატანისთვის და 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის). ამ მოგებამ ფიჯის მსოფლიო რეიტინგში 4 ქულა დააკარგვინა და მე-12 საფეხურზე დაეშვა, ხოლო საქართველო სარეკორდო, მე-11 პოზიციამდე დაწინაურა.

 

მომავალი მეტოქეების თამაშს რა თქმა უნდა ბორჯღალოსნებმაც უყურეს. მათი თქმით, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დაუფასებლობა დამღუპველია. 

 

„სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედე და ურუგვაელებს 150 ბოჭვიდან 40% გაცუდებული აქვთ. ფიჯიმ 5 ლელო გაიტანა, ურუგვაიმ მხოლოდ 3 და კუნძულელები მეტოქეს ბურთის ფლობასა და ტერიტორიაშიც სჯობდნენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფიჯის აქვს უდიდესი პოტენციალი, მაგრამ ამავდროულად, არიან უდისციპლინოები და შეუძლიათ მარტივად გაანიავონ უპირატესობა. რამდენადაც ძლიერები არიან ინდივიდუალურად, იმდენად სუსტად გამოიყურებიან ორგანიზებულ თამაშში და დისციპლინაში“ - ამბობს ბორჯღალოსნების დაცვის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ფიჯის შესახებ და ურუგვაისთან დაკავშირებით განაგრძობს:

 

„ურუგვაის უპირატესობაა მაქსიმალურად არეულ თამაშში სისწრაფე, ტოტალურად აგრესიული თამაში შეჯგუფებებში, რაქსა და მოლში. ურუგვაი მოედანზე უფრო მოტივირებული გავიდა, ვიდრე ფიჯი და შედეგიც აჩვენა. ეს მატჩი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნებისმიერი მეტოქის შეუფასებლობა არ შეიძლება“.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ ამ შედეგით ჩვენი მიზანი არ შეცვლილა:

 

„ფიჯიმ მეტოქე სათანადოდ არ შეაფასა, არ ეგონათ ურუგვაი სენსაციის მოხდენას თუ შეძლებდა. მათ ეგონათ, რომ მარტივად მოიგებდნენ, მაგრამ ბევრი სალელოვე მომენტი გაუფუჭდათ, კარშიც ცუდად ურტყეს. ამით არაფერი იცვლება და ჩვენი მიზანი იგივეა. გამყარდა მოსაზრება, რომ ურუგვაი ხელწამოსაკრავი გუნდი არაა და არც ფიჯია დაუძლეველი ნაკრები, თუმცა ისიცაა, რომ ჩვენთან სათამაშოდ გასამმაგებული მოტივაციით გამოვლენ. მანამდე ურუგვაისთან მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თუმცა ეს არ იქნება მარტივი“.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

მეტოქის დაუფასებლობაზე საუბრობს ბურჯი ლევან ჩილაჩავაც:

 

„ფიჯიმ მოწინააღმდეგე არ დააფასა და ამიტომ წააგო. ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ შემადგენლობა გადაახალისა, ლიდერები დაასვენა. მათ ეგონათ, რომ ურუგვაის იოლად მოუგებდნენ და გათვლა ჩვენთან თამაშზე გააკეთეს. ამ გუნდს ასე ჩვევია - ისეთ გუნდს დაამარცხებს გაოცებული დარჩები, მაგრამ მერე ისეთთან წააგებს, არანაკლებ გაგაკვირვებს. ხასითის და განწყობის გუნდია“.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ფიქრობს, რომ ურუგვაიმ აქცენტი თავიდანვე ფიჯიზე გააკეთა და არჩევანმა გაუმართლა:

 

„ვფიქრობ, ურუგვაიმ რომ გაიგო ვინ ყავდა ჯგუფში მეტოქედ, აქცენტი თავიდანვე ფიჯიზე გააკეთა და მთელი მოსამზადებელი პერიოდი კონკრეტულად ამ მატჩს დაუთმო. როგორც ჩვენთვის იყო 4 წლის წინ ტონგა მთავარი პრიორიტეტი, ასე იყო ურუგვაისთვის ფიჯი. ურუგვაისთვის ჩვენ და ფიჯი ერთი დონის მეტოქეები ვართ, პირველი შეხვედრა კი ფიჯისთან ჰქონდათ და მზადების პროცესში ორიენტაცია მასზე გააკეთეს. ისინი მოედანზე მობილიზებული გავიდნენ, იბრძოლეს და შესანიშნავი შედეგი მიიღეს. ჩვენთვის კარგი ისაა, რომ 4 დღეში უნდა გვეთამაშონ და დაღლილები იქნებიან“.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო