ბორჯღალოსნები | ურუგვაის ფიჯისთან გამარჯვებას, ჩვენი გეგმები არ შეუცვლია

28-სექ-2019

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ბორჯღალოსნებისა და ურუგვაის ნაკრების შეხვედრამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. გუნდებმა კუმაგაიაში უკვე გამართეს კაპიტნის ვარჯიში და ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.

 

პირველი კითხვა ჯაბა ბრეგვაძეს დაუსვეს, რომელიც ბორჯღალოსნებს ურუგვაისთან პირველად უკაპიტნებს და ნაკრების ისტორიაში გახდება 32-ე მორაგბე, რომელსაც გუნდი თამაშზე გაუყვანია.  

 

„ეს მსოფლიოს ჩემპიონატია, ყველა თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მოტივირებულები ვართ. უელსთან მატჩის შემდეგ, გვქონდა აღდგენა და მომავალი თამაშისთვის კარგად ვართ მომზადებული. კაპიტნად არჩევა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ველოდები მერაბ შარიქაძის დაბრუნებას, რომელიც ჩემს მაგივრად ამ ადგილს დაიკავებს“ - განაცხადა ბრეგვაძემ.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ამის შემდეგ მილტონ ჰეიგის დრო დადგა, რომელსაც უწინარესად გუნდში გრეემ როუნთრისა და ჯო ვურზლის როლზე მოუწია საუბარია:

 

„მათ გუნდში უდიდესი გამოცდილება შემოიტანეს და ამავდროულად, ძალიან კარგი პიროვნებები არიან. ჯო 2003 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულია, გრეემის ბიოგრაფია კი მის სიძლიერეზე თავად მეტყველებს - „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“, ასევე ინგლისის ნაკრების მწვრთნელი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ რაგბში კარგი ადამიანები იყვნენ ჩართული, რომლებიც გუნდში პოზიტიურ განწყობას შემოიტანენ და ისინი ამ პირობას აკმაყოფილებენ“.

 

უელსთან მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეცვალა. ის ამბობს, რომ ცვლილებები წინდაწინვე ჰქონდა დაგეგმილი და არ ფიქრობს, რომ ეს შემადგენლობა უელსთან ნაბრძოლ 15-ეულს რამით ჩამოუვარდება:

 

„ტურნირზე გარდამტეხი მომენტი გვაქვს და ურუგვაისთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, როდესაც ამ მსოფლიო თასზე გამოსვლას ვგეგმავდით, ზუსტად ვიცოდით, რომ შემადგენლობაში 31 ძლიერი მორაგბე უნდა გვყოლოდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ კონკურენცია აგვემაღლებინა და დიდი განსხვავება არ ყოფილიყო პირველი და მეორე მატჩის სასტარტო შემადგენლობებს შორის. ოთხი წელი სწორედ ამაზე ვმუშაობდით“.

 

„კენჭისყრის შემდეგ უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ ურუგვაისა და ფიჯის მატჩებს შორის მხოლოდ 4 დღე გვექნებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა შემადგენლობაში სიღრმეების ქონა და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობდით. სწორედ ამიტომ, ვერ ვხედავთ დიდ განსხვავებას იმ გუნდებს შორის, რომელმაც თამაში უელსთან დაიწყო და ახლა იწყებს“.

 

„მწვრთნელები ყველას თანაბრად ვაძლევთ შანსს და ხვალ მოედანზე საუკეთესო მორაგბეები გადიან. მათგან ნებისმიერი, შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში იყოს მომდევნო შეხვედრაშიც. კონკურენცია ყველას ეხება და მსგავს ტურნირებზე ეს აუცილებელია. ბედნიერები ვართ, რადგან გვაქვს შესაძლებლობა დავაყენოთ ორი თანაბარძალოვანი გუნდი და ხვალ ეს ბიჭები თავის გასაკეთებელს გააკეთებენ“.

 

4 დღის წინ ურუგვაიმ იაპონიაში პირველი თამაში გამართა და ფიჯის ძლიერ გუნდს სენსაციურად, 30:27 სძლია. ახალ ზელანდიელი სპეციალისტისთვის ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა:

 

„ეს შედეგი არ გამკვირვებია. თუ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში თვალს ადევნებდით ურუგვაის პროგრესს, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი უკანასკნელ 3 თვეში გახდა, აღმოაჩენდით, რომ მათი თამაში ყველა კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და სამწვრთნელო შტაბშიც ჭკვიანი პროფესიონალები მუშაობენ. რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ და ვიცოდი, რომ ისინი იაპონიაში ტყუილად არ ჩამოვიდოდნენ.  ურუგვაისთან თბილისში გვითამაშია და ვიცით, რომ ესაა ვაჟკაცებით დაკომპლექტებული მებრძოლი გუნდი, რომელსაც პატივისცემით უნდა მოეპყრო“.

 

„კარგად ვიცით ურუგვაის ძლიერი და სუსტი მხარეები. მათი ფიჯისთან გამარჯვება ჩვენს სტრატეგიას არ ცვლის. მეტოქის შესაძლებლობები დიდი ხანია ცნობილია და დარწმუნებულები ვარ, რომ გამოვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს და მოვახდენთ უნარების რეალიზებას“.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ბორჯღალოსანთა შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე ამბობს, რომ ურუგვაელები სწრაფი თამაშით გამოირჩევიან და მათ შესაჩერებლად მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ დაცვაში:

 

„ვიცით, რომ ურუგვაი სწრაფი რაგბის მიმდევარია და მათ ბურთი არ უნდა მივცეთ. განსაკუთრებით სწრაფები არიან უკანა ხაზის მოთამაშეები და თუ ისინი უპირატესობის ხაზის გადაკვეთას შეძლებენ, მერე მათი შეჩერება რთული იქნება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით კარგად უნდა ვითამაშოთ დაცვაში და არ მივცეთ მეტოქეს ბურთი, რათა ვერ შეძლონ ქულების დაგროვება“.

 

საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრა 29 სექტემბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო