ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ფავორიტები მაქსიმალური შედეგით ლიდერობენ

30-სექ-2019

 

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ‘ოქროს’ ჯგუფის მეოთხე ტური მესამე მასივში, ‘ლელოსა’ და ქუთაისის ‘არესის’ შეხვედრით დაიწყო. ინგლისში სარაგბო კონფერენციაზე მივლინებულ  მთავარ მწვრთნელ პაატა მაისურაძის არყოფნაში, ჩემპიონს გიორგი გაბელიამ უთავკაცა. მეტოქეთა კლასში არსებული სოლიდური სხვაობის მიუხედავად, მასპინძლები სრული შემართებით იბრძოდნენ, რიონისპირელებს 11 ლელო გაუტანეს და ‘მშრალი’ ანგარიშით  67:0  იმარჯვეს.

 

ჩემპიონის რიგებში გამორჩეული ფიგურა მარბიელი გიორგი ქობალია გახლდათ. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრმა ‘პოკერი’ გაახერხა და თან მიჯრით 3 ლელო პირველივე ტაიმში გაიტანა. ქობალიას მიმდინარე სეზონში უკვე 10 ლელო აქვს გატანილი. ‘ლელომ’ და ‘აიამ’ მაქსიმალური შედეგი დააფიქსირეს. ფავორიტებმა პირველობის ყველა შეხვედრა პრემიალური ქულების თანხლებით მოიგეს, 20-20 ქულა დააგროვეს, თუმცა ჩემპიონი ბურთების საერთო უკეთესი სხვაობის გამო სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება.

 

მარნეულის ‘არმაზს’, ‘ლოკომოტივი ხულიგანასთან’ ვაზისუბანში გამართული შეხვედრის დებიუტშივე გატანილმა ლელომ ცუდი სამსახური გაუწია. ქვემო ქართლელთა მარცხენა ბურჯის ჯანო მაისურაძის დადებული ლელო, გუნდის მგეზავმა ნიკა ჭიკაიძემ გარდასახა. მასპინძლები მოდუნდნენ, თამაშის რიტმიდან ამოვარდნენ, რამაც ბოლო ხანს მოღონიერებულ ‘რკინიგზელებს’ ხელში მატჩის სადავეები ჩაუგდო. ფულბეკმა ილია ბეკურიშვილმა ჯარიმით ანგარიშის სხვაობა 7:3-მდე შეამცირა და როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მეორე ტაიმში ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ გააფთრებული იერიშების მიუხედავად, ‘არმაზმა’ თავი კარგად დაიცვა. დავით კიკნაძის  შეგირდებმა დალაგებული, ორგანიზებული ქმედებით მეტოქეს შეხვედრაში გარდატეხის შეტანის შესაძლებლობა არ მისცეს, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგეს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაც გაიმყარეს. ნუგეშით, სეზონში აღებულმა პირველმა ქულამ გია კურატაშვილისა და გიორგი ბერიაშვილის ბიჭებს ცხრილში, პლეი ოფის ზონაში, მეექვსე ადგილზე დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა.

 

ბრინჯაოსმედალოსანი რუსთავის ‘ხარები’ მიმდინარე სეზონში დედაქალაქს უკვე მესამედ ეწვია და ‘აკადემიას’ ნუცუბიძის პლატოზე დაუპირისპირდა. ძლიერმა ქარმა შეხვედრის სანახაობრივი მხარე დააკნინა და თან მეტოქეთა მრავალ ელემენტარულ შეცდომასთან ერთად, კარში დარტყმის ხარისხიც მოიკოჭლებდა. ორივე გუნდის მიერ, ჯამში გატანილი 8 ლელოდან, შედეგიანი მხოლოდ ერთი გარდასხვა გამოდგა.

 

მართალია ‘მხატვრებმა’ 3  ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფი მასპინძლები სეზონში მეოთხე მარცხს ვერ გადაურჩნენ და ‘არესის’ დარ, სატურნირო ცხრილში უქულოდ რჩებიან. ‘ხარები’ უპირატესად ხელდახელ თამაშს ეძალებოდა და მეტოქეს პირისპირ ბრძოლაში ჯაბნიდა. თემურ ლობჟანიძის შეგირდთაგან ‘დუბლით’- კაპიტანი, მარბიელი დათო ლომიძე და შუამარბი ზურა ბენდელიანი გამოირჩნენ. მატჩის მიწურულს, დაცვაში დაშვებული შეცდომის შედეგად მიღებულმა ლელომ ქვემო ქართლელები პრემიის გარეშე დატოვა 27:15.  ‘ხარებმა’ სეზონში მესამე შეხვედრა მოიგეს და ცხრილში 14  ქულით მეოთხე ადგილზე დარჩნენ.

 

მეოთხე ტური, სეზონის პირველი ტოპ-მატჩით დასრულდა. ქუთაისში, ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ და ‘ხვამლი’ შეიყარენ. ტიტულის მაძიებლებმა სეზონის დებიუტი უდანაკარგოდ განვლეს. მუხიანელებს მიზეზთა გამო, ძირითადის ნახევარი შემადგენლობა აკლდათ, რამაც შეხვედრის მსვლელობასა და შედეგზე სტუმართათვის კატასტროფულად იმოქმედა.

 

‘ხვამლის’ დამრიგებელ რატი ურუშაძეს სრულფასოვანი მარქაფა არ აღმოაჩნდა. ‘აია’ პირველივე წუთებიდან განუზომელ უპირატესობას ფლობდა, რაც გაგა გურეშიძის შეგირდთა მხრიდან 11 უპასუხო ლელოსა და სოლიდურ ‘მშრალ’ ანგარიშშიც ნათლად აისახა  69:0. რიონისპირელთა ერთ-ერთა ლიდერმა თემურ კოხოძემ ორივე ტაიმში წყვილ-წყვილი ლელო გაიტანა და ერთობ ფასეული ‘პოკერიც’ შეასრულა. ფულბეკმა ნიკა ძნელაძემ კი აქტივში ‘დუბლი’ მიითვალა.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო