ბორჯღალოსნები | ფიჯისთან დასვენებული შემადგენლობით

01-ოქტ-2019

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის მსოფლიო თასზე 3 ოქტომბერს ფიჯისთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

 

იაპონიაში ჩვენმა გუნდმა უკვე ჩაატარა ორი შეხვედრა, უელსთან 23 სექტემბერს (14:43) და 29-ში ურუგვაისთან (33:7). მეორე მატჩში ბორჯღალოსნებმა ბონუსიც აიღეს და ამჟამად 5 ქულით „დ“ ჯგუფში მესამე ადგილზე არიან. ფიჯისთან მოგების შემთხვევაში, საქართველო იბევებს 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს და ორი დღით ჯგუფში მეორე ადგილზე გადადის, ოღონდ მეტოქეზე ერთი თამაშით მეტი ექნება ჩატარებული.

 

ურუგვაის დამარცხებიდან მეორე დღეს, საქართველოს ნაკრები ოსაკაში ჩავიდა, სადაც რაგბის უმაღლეს ფორუმზე მესამე თამაშს გამართავს, მწვრთნელებმა საბრძოლო რაზმიც დაასახელეს.

 

© Getty Images

 

კაპიტანი დაბრუნდა!

ფიჯისთან ბორჯღალოსნებს ჩვეულ, 12 ნომრის პოზიციაზე უბრუნდება მერაბ შარიქაძე. აგვისტოს მიწურულს, ‘საუზერნ კინგსთან’ მოსამზადებელ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, ის მოედანს ურუგვაისთან დაუბრუნდა, ოღონდ თამაშში მარქაფიდან, რამდენიმე წუთით ჩაერთო. ახლა ის გუნდს გაუძღვება და მოედნის ცენტრში დავით კაჭარავას შეუწყვილდება, რომელსაც ურუგვაისთან არ უთამაშია და მომავალ შეხვედრას დასვენებული ხვდება.

 

ცენტრალური წყვილის გარდა, წინა მატჩებთან შედარებით ხაზში კიდევ რამდენიმე ცვლილებაა. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად, პირველად ამ მსოფლიო თასზე, თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. მან უელსთან შეცვლაზე, ხოლო ურუგვაისთან სასტარტოში ფულბეკად ითამაშა. ამჯამად 15 ნომრის პოზიციასე სოსო მათიაშვილი დაიკავებს, რომელიც ძირითადში ბრუნდება.

 

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს გიორგი კვესელაძე და ის ფრთაზე ბრუნდება. მეორე ფრთაზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ფრთის ორივე მოთამაშემ ურუგვაის ლელო გაუტანა.

 

მარქაფაში 9 ნომრის პოზიციაზეა გელა აფრასიძე. ხაზი მოთამაშეებიდან შეცვლაზე შევლენ ლაშა მალაღურაძე და მირიან მოდებაძე.

 

როტაცია შერკინებაში

შერკინების ხაზში, როტაციის პრინციპით, ურუგვაისთან მატჩის შემდეგ 7 მორაგბე შეიცვალა და საქართველო იმ ფორვარდებით იწყებს თამაშს, რომლითაც ექვსი ერის გამარჯვებულ უელსს ეთამაშა.

 

© ლევან ვერძეული

 

პირველ ხაზში ბრუნდებიან მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში, ზედიზედ მესამე თამაშია ძირითადში ადგილს ინარჩუნებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად კვლავ გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში, ფლანკერებად ბრუნდებიან გიორგი თხილაიშვილი და მამუკა გორგოძე, ხოლო შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

 

პირველი ხაზის მარქაფაში არიან ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ამ სამეულმა უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ორი დღის წინ კი ძირითადში იყო. მათ გარდა მორკინალებიდან მარქაფაში არიან ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე.

 

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა საქართველოს დროით 09.15 საათზე დაიწყება.  

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო