ბორჯღალოსნები | საუკეთესო შემადგენლობით ფიჯისთან

01-ოქტ-2019

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

რამდენიმე საათის წინ, ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ფიჯის წინააღმდეგ ითამაშებს. 

 

განვლილ ორ შეხვედრას თუ გადავხედავთ, ამჯერად მილტონ ჰეიგმა არჩევანი უმეტესად გამოცდილ მორაგბეებზე შეაჩერა:

 

„მორაგბეების უმეტესობა, რომლებიც ფიჯისთან მატჩის შემადგენლობაში მოხვდნენ, გამოცდილები არიან. შევარჩიეთ ის ბიჭები, რომლებზეც ვფქირობთ, რომ ფიჯისთან დავალებებს შეასრულებენ. შემადგენლობის შერჩევას წინ უძღოდა მწვრთნელთა შტაბის გუშინდელი კრება, ენთუზიაზმისა და გამოცდილების შერწყმით კმაყოფილები ვართ. დიდ თამაშებში გამოცდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომელიც მარქაფაში არიან და ისინი სარგებელს აუცილებლად მოიტანენ“ - ამბობს ჰეიგი და მომავალი რკენის მნიშვნელობაზე საუბრობს:

 

„ამ თამაშის მოგებით 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მივიღებთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი სენსაცია არ მოხდება. სწორედ ამისთვის ვმუშაობდით უკანასკნელი რამდენიმე წელი“.

 

ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ფიჯის თამაში კარგად შეისწავლა:

 

„სიტუაციის გასაანალიზებლად მათ დიდი დრო ჰქონდათ. ფიჯის შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშეა. ამ გუნდს მთელი მსოფლიო იცნობს, ყველამ იცის როგორ თამაშს თამაშობს და მათგან სიურპრიზებს არ ველოდებით. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ფიჯის მესამედ შევხვდებით. ვფიქრობთ, საშინაო დავალება კარგად შევასრულეთ და ვიმედოვნებთ, რომ მოედანზე ყველაფერი კარგად გამოგვივა“.

 

ფიჯისთან ბორჯღალოსნებს მისი კაპირტანი, მერაბ შარიქაძე გაიყვანს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ურუგვაის წინააღმდეგ შეცვლაზე 20 წუთიც ითამაშა

 

„სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, რომ გუნდს სარგებელს მოვუტან და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარები“.

 

მეტოქის სიძლიერეზე ამახვილებს ყურადღებას დავით კაჭარავა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი თამაში კარგად შეისწავლეს და ეს წარმატების მოპოვებაში უნდა დაეხმაროს:

 

„ამ მსოფლიო თასზე ფიჯი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გუნდია. ჩვენ განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვიცით მათ წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ. ფიჯი დეტალურად შევისწავლეთ და ვიმედოვნებ, შედეგი ჩვენთვის დადებითი იქნება“.

 

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ოსაკაში 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

ჯეელი ბოკეს სტუმრობა

 

II მატჩი

 

ხუთ 05/12   შევარდენი  11.00 = 09.00 SA

დიდი 10

XI ტური    13-15/12

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო