ბორჯღალოსნები | „ყველა შესაძლებლობა ქულებში უნდა ავსახოთ“

02-ოქტ-2019

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

2019 წლის მსოფლიო თასზე გასამართ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე 20 საათზე ნაკლები რჩება. ხვალ, საქართველოს დროით 09:15 საათზე, ბორჯღალოსნები ფიჯის 2023 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი საგზურისთვის ერკინებიან.

 

გუნდებმა იაპონიაში უკვე გამართეს ორ-ორი შეხვედრა. ფიჯი ავსტრალიას ერთი საათის განმავლობაში უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 21:39 დამარცხდა. 25 სექტემბერს კუნძულელები ურუგვაის ეთამაშნენ და მოულოდნელად, 27:30 დამარცხდნენ, თუმცა მცირედი სხვაობით მარცხისთვის და 4 და მეტი ლელოს გატანისთვის ორი ბონუს ქულა აიღეს.

 

ბორჯღალოსნებმა პირველი მატჩი უელსთან გამართეს და მეორე ტაიმში კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ეს ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (14:43), 3 დღის წინ კი ურუგვაის 33:7 სძლიეს და ბონუსიც აიღეს. შედეგად, მოცემული მომენტისთვის საქართველოს 5 ქულით „დ“ ჯგუფში მესამე, ხოლო ფიჯი 2 ქულით მე-5 ადგილზეა.

 

დღეს დილით ბორჯღალოსნებმა ოსაკაში ტრადიციული, კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

საქართველოს ურუგვაისთან მატჩის შემდეგ, ამ შეხვედრამდე მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე ჰქონდა, თუმცა მილტონ ჰეიგი ამას პრობლემად არ მიიჩნევს:

 

„ეს პრობლემა არაა. თავად მოთამაშეებს მოსწონთ კიდეც მოკლე შესვენებები, რადგან არ ჭირდებათ ბევრი ვარჯიში და სწრაფად მოდის თამაშის დღე“.

 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც შესაძლოა გუნდებს ხელი შეუშალოს ბუნებრივი კლიმატური პირობები და სველი ბურთია. ჰეიგი პრობლემას ვერც ამაში ხედავს:

 

„მოსამზადებელ პერიოდში, თურქეთში საკმაოდ მძიმე პირობებში ვვარჯიშობდით. საშუალოდ 38 გრადუსი სიცხე და 90% ტენიანობა იყო. ამიტომ მსგავს პირობებს შეჩვეული ვართ“.

 

რაც შეეხება მეტოქეს და გამარჯვების ფორმულას, ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ამბობს:

 

„ყველამ კარგად იცის როგორ თამაშობს ფიჯი და ამიტომ, დაცვაში განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. მაგრამ მხოლოდ დაცვაში კარგი გარჯით დიდ თამაშებს ვერ მოიგებ და ბურთიც უნდა გამოიყენო. მნიშვნელოვანია კარგად ვითამაშოთ დაცვაში და ამავდროულად, ყველა შესაძლებლობა ქულებში ავსახოთ“.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

100%-ით მზად ვარ

ფიჯისთან ბორჯღალოსნებს სასტარტო შემადგენლობაში უბრუნდება გუნდის კაპიტანი, შუამარბი მერაბ შარიქაძე. მან მუხლის ტრავმა მოსამზადებელ ეტაპზე, ‘საუზერნ კინგსთან’ გასახურებელ მატჩში მიიღო, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და ურუგვაისთან შეცვლაზე 20 წუთიც ითამაშა.

 

„მუხლი კარგად მაქვს. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი. ჩვენმა სამედიცინო შტაბმა შესანიშნავად იმუშავა, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“ - ამბობს შარიქაძე და მომავალი მეტოქის ძლიერ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას:

 

„ყველამ კარგად იცის როგორი სახიფათოა ფიჯი ბურთით ხელში. ისინი ეცდებიან, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს დაიტოვონ და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პირველივე წუთიდან კუნძულელებს თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. ფიჯელებთან არაფერი გამოვა თუ ბურთს არ მოვუფრთხილდებით, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ბურთთან მოფრთხილება იქნება“.

 

ისევე, როგორც ჰეიგს, შარიქაძეს კლიმატურ პირობებზე კითხეს, რაზეც კაპიტანმა უპასუხა:

 

„ამ მსოფლიო თასზე ბურთი ჩვეულებრივზე მეტად სრიალებს. წვიმაზე უფრო დიდ პრობლემებს ნესტი ქმნის. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში დაგვეხმარება კონცენტრაციაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ბურთის დაჭერა ძალიან ძნელია და ყველას უწევს ამ პრობლემასთან გამკლავება. ამისათვის სპეციალური ვემზადებოდით - გასაპნული, სველი ბურთით და იმედია ეს ვარჯიშები დაგვეხმარება“.

 

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

უმნიშვნელოვანესი თამაში

ბორჯღალოსანი ბურჯი ლევან ჩილაჩავა ფიჯისთან მატჩის მნიშვნელობაზე საუბრობს და გუნდის ძლიერი მხარეების გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მსოფლიო თასზე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან თუ მოვიგებთ, 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოვიპოვებთ. ამის შემდეგ ავსტრალიასთან შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე შევხვდებით და იქ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

 

„ფიჯის ბურთი არ უნდა მივცეთ და პირველივე წუთიდან ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ შერკინებები და დერეფანი. თუ ეს ყველაფერი გამოგვივა, წარმატება გარდაუვალი იქნება“.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო