მოხევეები წინ მიიწევენ, ‘დინამოს’ კი სენსაციამდე ცოტა დააკლდა

07-ოქტ-2019

© გიორგი ჩხიკვიშვილი

 

‘შევარდენზე’, ფავორიტ ‘არმიასა’ და ‘დინამოს’ დაპირისპირება, არა მარტო მეოთხე ტურის, საერთოდ პირველობის ჯერჯერობით ყველაზე დრამატულ შეხვედრად იქცა.

 

უხნესი ქართული კლუბი მგეზავ გიორგი გოდერძიშვილის ჯარიმით მატჩის დებიუტში დაწინაურდა. ‘ჯარი’ ტრადიციულად აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა, რასაც შუამარბ ბაჩო გრიგოლიასა და გუნდის დამრიგებლის, ლეგენდარული ‘ლეონსიოს’ ვაჟის, ჰუქერ დიტო ცაბაძის 2 ლელო მოჰყვა. მეორე ნახევრის დასაწყისში ‘ჯარი 10:3 დაწინაურდა. ‘დინამო’ არ შედრკა, დაცვაში საიმედო გარჯის წყალობით რამდენიმე მწვავე კონტრიერიში განახორციელა და გოდერძიშვილის მიჯრით გატანილი 4 ჯარიმით ანგარიშში მცირე უპირატესობის დაბრუნებაც მოახერხა 12:10. შემდგომში მეტოქეებმა თითო ჯარიმა გაიტანეს და ‘არმიამ’ მარცხს თავი მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე დააღწია. ‘ჯარმა’ დერეფანში ოვალი კარგად მოაწოდა და მძლავრი მოლით ხელსაყრელი პოზიციიდან დასარტყამი ჯარიმა გამოიმუშავა. ‘არმიას’ მგეზავმა ვიტო კირინმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და დრამატულ ბრძოლაში ‘ლეონსიოს’ ბიჭების ურთულესი გამარჯვებაც დააფიქსირა 16:15. პრემიის გარეშე მოგებამ, ‘ჯარი’ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დატოვა და თან ლიდერებს 1 ქულით დააშორა.

 

პატარძეულში, ‘ვეფხვებმა’ სეზონის მსვლელობისას შეკოწიწებულ ‘ივერია ვარკეთილს’ 16 ლელო დაუდეს და მეტოქეს 119:3 მოუგეს. გარე კახელთა შუამარბმა ლაშა ბრეგვაძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. ‘ივერია’ ჯერჯერობით მეტოქეებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევს და უმეტესად ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევას ლამობს. ვარკეთილელებმა ხსენებული ‘მისიის’ შესრულება, მეორე ტაიმში ირაკლი ჭელიძის გატანილი ჯარიმით მოახერხეს.

 

‘არესმა’ პირველობის მეოთხე შეხვედრაც ‘მშრალი’ ანგარიშით მოიგო და თან პირველ ლიგაში მიჯრით ქულადაუთმობლად ჩატარებული შეხვედრებით დამყარებული თავისივე რეკორდი გააღრმავა. ‘ომის მრისხანე  ღმერთმა’ ამჯერად ოზურგეთის ‘არწივები’ ‘იმსხვერპლა’. რიონისპირელებმა საშინაო შეხვედრაში გურულებს 11 ლელო გაუტანეს და მატჩი 67:0 მოიგეს. კლასში არსებული სხვაობა ‘არესს’ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა. მასპინძლებმა ლელოთა უმეტესობა ღია, მაღალ სიჩქარეებზე, ხელდახელ თამაშში გაიტანეს. ბურჯმა ბაქარ ბურჯალიანმა ‘დუბლი’ მიითვალა. მარქაფადან ჩართულმა მარბიელმა ზურა ოდიკაძემ კი სალიგო დონეზე კარიერაში პირველი ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა.

 

‘არესმა’, პირველობის საწყის 4 ტურში, ‘ვეფხვების’ მსგავსად, მაქსიმალური 20 ქულა დააგროვა და თან ბურთების უკეთესი საერთო სხვაობის ქონის გამო სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

 

ჩემპიონატის პირველი სენსაცია კი ნავთლუღში ‘გამოცხვა’. დებიუტანტმა ‘დევებმა’ ‘შევარდენზე’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ 25:13  აჯობეს და მალხაზ ჭეიშვილის ბიჭებს სეზონში პირველი მარცხიც აგემეს. საკუთრივ კი ‘დევების’ პირველი გამარჯვება, ზუკა შენგელიას შეგირდთათვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გახლავთ.

 

მატჩის დებიუტი მესხებს ცუდს არაფერს უქადდათ. ჰავბეკ ლევან ხუციშვილის ლელო მგეზავმა მურთაზ ჩიხლაძემ გარდასახა, ჯარიმაც დაურთო და ‘ტაო’ 10-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა. მიუხედავად ამისა,‘დევებმა’ მეტოქის სუსტ წერტილებს ალღო კარგად აუღეს. მესხებს ოვალი წინ გადამეტებულად ხშირად უვარდებოდათ და მასპინძლებს სტატიკაშიც ვერ უმკლავდებოდნენ. შერკინებაში მოპოვებული უპირატესობით, მოკლე და მძლავრი დარტყმებით ‘დევები’ საგრძნობ უპირატესობას დაეუფლნენ და 3 ლელოს გატანაც მოახერხეს. პირველ ტაიმში თავი ფრთა ვახო ჯაფარიძემ გამოიჩინა, მეორე ნახევარში კი ჯერი მგეზავ თორნიკე ხმელიძესა და შეცვლაზე შესულ მარბიელ ლაშა ულარჯიშვილზე მიდგა. ხმელიძემ 2 გარდასახვას ჯარიმაც  მიაყოლა და ფავორიტი ნუგეშის გარეშეც დატოვა.

 

მეოთხე ტური, ‘შევარდენზე’ ‘ყაზბეგისა’ და ‘ბაგრატის’ შეხვედრით დასრულდა. ლიგის დებიუტანტი თამაშის ხარისხს მეთოდურად აუმჯობესებს, რაც განვლილმა შეხვედრამაც დაადასტურა. მოხევეებმა, დაცვაში საიმედო გარჯასთან ერთად ღია თამაშში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა 10-12 ფაზიანი შეტევების დამაგვირგვინებელ ნაწილში ოვალის ხშირი წინ ვარდნისა და რაქში არსებული პრობლემების გამო, მხოლოდ 1 ლელოს დასჯერდნენ. თავი მარბიელმა თორნიკე ფანოზიშვილმა გამოიჩინა. მანამდე კი ‘ყაზბეგის’ ფულბეკმა გიორგი ასათიანმა წყვილი ჯარიმის გატანა მოახერხა. პირველი ნახევრის ანგარიში 11:0, შუქფარს მატჩის ბოლომდე უცვლელად შემორჩა.

 

‘ყაზბეგი’, მიჯრით მეორე გამარჯვებით, მეხუთე ადგილზე მყოფ ოზურგეთის ‘არწივებს’ გაუთანაბრდა და გურულებს მხოლოდ საერთო ბურთების უარესი სხვაობის გამოღა ჩამორჩება. მოხევეთა წარმატებულმა თამაშმა რეგიონში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ადგილობრივი საზოგადოება ‘ყაზბეგის’ საშინაო თამაშების გამართვას სტეფანწმინდაში დაუყოვნებლივ ითხოვს. საფესტივალო და ჭაბუკთა ლიგის მატჩებს სტეფანწმინდაში 300-500 ქომაგი ესწრება, რაც ‘ყაზბეგის’ სულისჩამდგმელსა და მთავარ მწვრთნელ გოჩა ჩქარეულს მომავლის დიდ იმედს აძლევს. ჩქარეულის თქმით, ‘ყაზბეგის’ საშინაო შეხვედრებს შესაძლოა 800-მდე გულშემატკივარიც კი დაესწროს, რაც  როგორც სპორტული კუთხით, ასევე რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმე იქნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ხელნმძღვანელობაც მოწადინებულია აღნიშნული პრობლემის მოგვარებით და იმედია ქომაგი საკუთარი გუნდის საშინაო შეხვედრებს სტეფანწმინდაში გაისად გაზაფხულზე იხილავს. ისიც აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირმა ‘ყაზბეგს’ ტრიბუნაზე მოსაწყობი სკამები უფეშქაშა და საკითხის მოსაკვარახჭინებლად, მხოლოდ კონსტრუქციების გამართვაღაა საჭირო...

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

V ტური

სრულად

პარ 18/10   დიდი დიღომი, ლელო   18.00

შაბ 19/10   ქუთაისი   16.00

შაბ 19/10   ავჭალა   18.00

კვი 20/10   ნუცუბიძე   16.00

კვი 20/10   გორი, ჭალა   18.00

მსოფლიო თასი

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

23-კაცა რაზმი    ქალაქი  |  ლაივ’სტატისტიკა    LV ანგარიში

ორ

23/09

14.15

ტოიოტა

უელსი

_14:43$

კვი

29/09

09.15

კუმაგაია

ურუგვაი

$33:07_

ხუთ

03/10

09.15

ოსაკა

ფიჯი

_10:45$

პარ

11/10

14.15

შიზუოკა

ავსტრალია

_08:27$

ბორჯღალოსანთა მედია’ნობათი

ჩვენი 31-კაცა რაზმი  |  მსაჯები

ოვალის ამქარი

რესურსები

2019-20 სეზონის სიახლეები

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

"მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო