რაგბი 10-ის დებიუტი საქართველოში!

07-ოქტ-2019

 

ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოში რაგბი 10-ის პირველი შეხვედრა გაიმართება. ‘ყოჩებისა’ და ‘აკადემიის’ გუნდები ერთმანეთს 17 საათზე, ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე შეერკინებიან.

 

რაგბის ამ ახალი მიმართულების პოპულარიზაცია „მსოფლიო რაგბის“ ერთ-ერთი მიმართულებაა, თუმცა მისი გამოყენება 15-კაცა რაგბისთვის მოსამზადებლადაც შეიძლება, რადგან მორაგბეებს საჭირო უნარებს გამოუმუშავებს.

 

ძირითად შემადგენლობაში 5 მორკინალი და ამდენივე ხაზის მოთამაშეა. სრულადაა წარმოდგენილი პირველი ხაზი - კვაჭი და ორი ბურჯი. შერკინებაში თამაშობს ორი მეორე, ან მესამეხაზელი. ხაზში არიან 9, 10 და 12 ნომრები, ასევე ორივე ფრთა. მარქაფაში 6 შემცვლელია (3 პირველი ხაზი, 1 მეორე/მესამე ხაზი, 2 ხაზი). თამაში ორი 10-წუთიანი ტაიმისგან შედგება, 2 წუთი შესვენებით და 2-დღიანი ტურნირის განმავლობაში, გუნდი 3-3 (სულ 6) შეხვედრას ატარებს. შერკინება და დერეფანი ჩვეულებისამებრ ეწყობა, ხოლო გარდასახვა სრულდება არეკნით.

 

რაგბი 10-ში პირველი საერთაშორისო ტურნირი 1967 წელს ჩატარდა და მასში 40 ქვეყნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. დღესდღეისობით ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 10-კაცა რაგბის 14 ცნობილი ტურნირი იმართება და მასში მოსამზადებელ ეტაპზე რეგულარულად მონაწილეობენ ტოპ 14-ის, ზე-რაგბის, ინგლისის პრემიერშიფისა და პრო 14-ის გუნდები.

 

სხვადასხვა დროს რაგბი 10 უთამაშიათ ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან ჯონა ლომუ, ბოდენ ბარეტი, კონარდ სმიტი, ჯერომი კაინი, ბენ სმიტი, სემ კეინი, ბრაიან ლიმა, ბობ სკინსტადი, დევიდ კამპეზე, ჯორჯ გრეგანი და სხვები.

 

რადგან რაგბი 10-ში სივრცეები კლასიკურ რაგბიზე მეტია, ის სასიამოვნო სანახავია, მოთამაშეები მაღალ ტემპში ბურთაობენ და ხვეწენ ისეთ უნარებს, როგორიც ფინტი, ხელით თამაში და ოფლოუდია, რომლების ჭარბად ხილვა ასე გაგვიხარდებოდა ქართულ რაგბში.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

XI ტური

სრულად

პარ 13/12   გორი, ჭალა   17.00

შაბ 14/12   რაგბი პლატო   15.00

შაბ 14/12   ქუთაისი   17.00

კვი 15/12   რაგბი პლატო   15.00

კვი 15/12   დიდი დიღომი, ლელო   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო