ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ

16-ოქტ-2019

© გოგიტა ბუხაიძე

 

თითქმის თვენახევრიანი ვოიაჟის შემდეგ, ბორჯღალოსნები გუშინ სამშობლოში ორ ეტაპად დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.

 

იაპონიის მსოფლიო თასზე ჩვენმა გუნდმა ურუგვაის 5 ლელო გაუტანა, ბონუსით დაამარცხა (პირველი ბონუს-გამარჯვება მსოფლიო თასზე) და მსოფლიო თასებზე მონაწილეობის ისტორიაში, პირველად გაიტანა მინიმუმ ერთი ლელო ყველა შეხვედრაში, მაგრამ დასახული მიზანი - ორი თამაშის მოგებით 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება, ვერ შეასრულა.

 

 

 

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიაში გამოსვლა აეროპორტში შეაფასა:

 

„ფიჯის, ავსტრალიისა და უელსის შეჩერება ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენ შევძელით კარგი თამაშის ჩვენება უელსთან მეორე ტაიმში და ავსტრალიასთან 70 წუთის განმავლობაში, მაგრამ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოვახერხეთ. წინა მსოფლიო თასთან შედარებით ნაკრები გაიზარდა, მაგრამ მაინც იმედგაცრუებულები ვართ“.

 

 

 

შედეგით უკმაყოფილოა ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე და იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო ტურნირი ჩვენთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდება:

 

„სამშობლოში უკეთეს ხასიათზეც დავბრუნებულვართ. ეს ჩვენთვის ყველაზე წარმატებული მსოფლიო თასი არ იყო, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. წინ კიდევ ბევრი ჩემპიონატი გველოდება და იმედია, თითოეული უფრო წარმატებული იქნება“.

 

 

ავსტრალიასთან დასკვნით მატჩში მცირე ტვინის შერყევა მიიღო გელა აფრასიძემ, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და მალე ვარჯიშს განაახლებს:

 

„ტვინის შერყევა მივიღე და ნაკერები დამადეს. სერიოზული არაფერია და ცოტა ხანში ვარჯიშს დავიწყებ. რაც შეეხება მსოფლიო თასს, მაქსიმალურად ვეცადეთ კარგი თამაში გვეჩვენებინა და მიზნისთვის მიგვეღწია, მაგრამ შეცდომები დავუშვით და არ გამოგვივიდა. დარწმუნებული ვარ მომავალში ყველაფერი გამოსწორდება. ფიჯისთან ძლიერი მხარეები ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ გვაჯობა და ამისთვის დავისაჯეთ“.

 

 

 

კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეც იმედოვნებს, რომ საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო თასი უფრო წარმატებული იქნება:

 

„სამწუხაროდ, რაც გვქონდა მიზანი - ორი თამაშის მოგება, ვერ შევასრულეთ. გვაქვს 4 წელი იმისთვის, რომ მოვემზადოთ შემდგომი მსოფლიო თასისთვის და ეს მიზნები საფრანგეთში შევასრულოთ“.

 

 

ბურჯმა ბექა გიგაშვილმა წარუმატებელი მსოფლიო თასისთვის გულშემატკივარს მოუბოდიშა:

 

„იმაზე ვერ ვისაუბრებ, თუ რატომ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზანს. ბიჭებმა თითოეულ მატჩში 100% ჩადეს. ყველანაირად ვეცადეთ მიზნის მიღწევას, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, რისთვისაც გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდით“.

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

VIII ტური

სრულად

პარ 15/11   ბათუმი   17.00

შაბ 16/11   რაგბი პლატო   15.00

შაბ 16/11   ავჭალა   17.00

კვი 17/11   რაგბი პლატო   15.00

კვი 17/11   გორი, ჭალა   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო