მსოფლიო ანტი–დოპინგურმა სააგენტომ (WADA) გამოაქვეყნა 2020 წლის აკძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია

25-ოქტ-2019



 

მონრეალი 30 სექტემბერი 2019 – მსოფლიო ანტი–დოპინგური სააგენტო (WADA) აქვეყნებს 2020 წლის აკრძალულ სიას; 2020 წლის ძირითადი განახლებების განმარტებით შენიშვნებს; და 2020 წლის მონიტორინგის პროგრამას. აკრძალული სია დამტკიცებულია WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 2019 წლის 23 სექტემბერს და ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან.
 
აკრძალული სია არის საერთაშორისო სტანდარტი რომელიც სავალდებულოა მსოფლიო ანტი–დოპინგური კოდექსის ყველა ხელის მომწერი მხარესთვის, განსაზღვრავს რომელი ნივთიერებები და მეთოდები არის აკრძალული საშეჯიბრო და არა–საშეჯიბრო პერიოდში და რომელი ნივთიერებები და მეთოდებია აკრძალული კონკრეტული სპორტის სახეობებში.
 
WADA–ს გენერალურმა დირექტორმა ოლივიერ ნიგლიმ განაცხადა: „WADA მოხარულია 2020 წლის აკრძალული სიის გამოქვეყნებით. ყოველწლიურ განახლებამდე სია გადის ვრცელი კონსულტაციის პერიოდს ანტი–დოპინგში ყველა დაინტერესებულ მხარესთან მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ყოვლისმომცველი პროცესი რომლის მიზანია უზრუნველყოს რომ ახალი ნივთიერებები და მეთოდები დოპინგის პოტენციალით, რომლებიც უკვე არის ბაზარზე ან ზოგ შემთხვევაში ჯერ კიდევ განიცდილ კლინიკურ განვითარებას, ჩართულია აკრძალულ სიაში. ეს გვეხმარება არა მხოლოდ სპორტის ერთიანობის და ღირებულებების არამედ სპორტსმენების ჯანმრთელობის დაცვაშიც.
 
ძალაში შესვლამდე აკრძალული სია გამოდის სამი თვით ადრე რათა ათლეტები და მათი გარემოცვა დროულად გაეცნონ განახლებებს. საბოლოო ჯამში ხომ ათლეტები არიან პასუხისმგებელნი თუ რა აკრძალული ნივთიერება იქნება ნაპოვნი მათ ორგანიზმში და რა აკრძალული მეთოდი იქნება გამოყენებული. ასევე სპორტსმენის გარემოცვაც პასუხისმგებელია ანტი–დოპინგური წესის დარღვევისთვის იმ შემთხვევაში თუ თანამონაწილეა. შესაბამისად თუ არსებობს ეჭვი ნივთიერებაზე ან მეთოდზე, მნიშვნელოვანია რომ სპორტსმენი ან მისი გარემოცვა დაუკავშირდეს ანტი–დოპინგურ ორგანიზაციას ან მისი ფედერაციის სამსახურს რჩევისათვის.
 
სიის გადახედვა ხდება ყოველწლიურად WADA–ს მიერ, რომელსაც წინ უძღვის პირველადი შეხვედრა იანვარში და სრულდება გამოქვეყნებით 1 ოქტომბერს. ეს არის ვრცელი საკონსულტაციო პროცესი რომელიც მოიცავს WADA–ს სიის ექსპერტთა ჯგუფს – რომელიც შედგება მსოფლიოს კვალიფიციური ექსპერტებისგან – ინფორმაციის შეგროვება რაც მოიცავს უახლეს სამეცნიერო და სამედიცინო გამოკვლევებს, ტენდენციებს, გამოძიებებს კანონის დარღვევებიდან და ფარმაცევტული კომპანიებიდან; განსახილველი სიის გავრცელება ყველა დაინტერესებული მხარესთვის; მათი მოსაზრების გათვალისწინება; სიის გადახედვა რასაც მოჰყვება სააგენტოს ჯანმრთელობის, მედიცინის და კვლევების კომიტეტის (HMR) განხილვა. ამის შემდეგ HMR აძლევს რეკომენდაციას WADA–ს აღმასრულებელ კომისიას რომელიც დაამტკიცებს სიას სექტემბრის კონფერენციაზე.
 
იმისათვის რომ ნივთერება ან მეთოდი მოხვდეს აკრძალულ სიაში უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ სამ კრიტერიუმს:
1.აქვს გაძლიერების პოტენციალი ან აძლიერებს სპორტულ აქტივობას
2.წარმოადგენს ფაქტიურ ან პოტენციურ რისკს სპორტსმენის ჯამნრთელობისთვის
3.ეწინააღმდეგება სპორტულ სულს
უნდა აღინიშნოს რომ სპორტსმენებს რომლებსაც აქვთ კანონიერი სამედიცინო მიზეზი აკრძალული ნივთერების ან მეთოდის გამოსაყენებლად, უნდა აკმაყოფილებდნენ ასევე თერაპიული გამოყენების საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს.

დოკუმენტი იხილეთ აქ
ქართული თარგმანი იქნება უმოკლეს ვადაში

 

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

VIII ტური

სრულად

პარ 15/11   ბათუმი   17.00

შაბ 16/11   რაგბი პლატო   15.00

შაბ 16/11   ავჭალა   17.00

კვი 17/11   რაგბი პლატო   15.00

კვი 17/11   გორი, ჭალა   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო