დიდი 10 | აკადემია 16:24 ჯიქი

27-ოქტ-2019

© მარიამ გაგნიძე

 

კაცნაკლულმა გორის ‘ჯიქმა’ დასკვნით 20 წუთში 11 უპასუხო ქულა აიღო და დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მეორე, სულ კი მესამე გამარჯვება მოიპოვა, რითაც ექვსეულში დაბრუნდა.

 

თბილისის ‘აკადემიას’ ამ მატჩამდე ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა და თუ ამ სერიას გააგრძელებდა, პირველ ადგილზე აღზევდებოდა. პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 13:10 იგებდნენ და მიზანთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში თამაში დათმეს.

 

ანგარიში გორელებმა მე-5 წუთზე გახსნეს. მათ მოლით წინ წაიწიეს, რაქიდან კი სალელოვედ არასენ ტრაპაიძემ შეუტია, რასაც რეზი ჯინჭველაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. ‘აკადემიამ’ თავიდან ჯარიმის კარში დარტყმაზე უარი თქვა და ლელოს გატანა სცადა, მაგრამ მერე დავით მოძღვრიშვილმა სამიდან ორი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 6:7.

 

მოძღვრიშვილმა ქულების აღება ლელო-გარდასახვით განაგრძო. ‘ჯიქმა’ თავის 22-ში შეცდომა დაუშვა, ‘აკადემიამ’ არეულ დაცვას ხელით შეუტია და თავიდან უკან დაიხია, მაგრამ მერე მათი მგეზავი ფინტებით სამ მცველს დაუსხლტა, ხაზი გაჭრა და 40-მეტრიანი გარღვევა ლელოთი და ზუსტი გარდასახვით დაასრულა.

 

პირველი ტაიმის ბოლოს ჯინჭველაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, 53-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, კიდევ ხუთ წუთში კი, მოძღვრიშვილის ჯარიმას უპასუხა და ანგარიში 16:16 გახადა. აღსანიშნავია, რომ მიშო მასხარაშვილის წითელი ბარათით გაძევების შემდეგ, ‘ჯიქი’ 55-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.

 

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა შეძლეს მეტოქის წნეხში მოქცევა და 22-ში შეცდომა დააშვებინეს, შერკინებიდან შეტევის შემდეგ კი, ტრაპაიძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა. ‘აკადემიამ’ ხელდახელ სცადა შეტევები და ერთხელ ლელოს გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ უმეტესად თავის ნახევარზე მოუწია ბურთაობა, დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილმა სტუმრებს მოგება დაუბევა - 24:16.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

VIII ტური

სრულად

პარ 15/11   ბათუმი   17.00

შაბ 16/11   რაგბი პლატო   15.00

შაბ 16/11   ავჭალა   17.00

კვი 17/11   რაგბი პლატო   15.00

კვი 17/11   გორი, ჭალა   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო