დიდი 10 | არმაზი 10:33 ხარები

02-ნოემ-2019

© ანი რეხვიაშვილი

 

რუსთავის ‘ხარებმა’ მარნეულის ‘არმაზი’ მეორე ტაიმში დაჯაბნა, 33:10 დამარცხებით ბონუს ქულაც აიღო და მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

 

„შევარდენზე“ გამართულ მატჩში სტუმრებმა სულ 5 ლელო გაიტანეს, აქედან ოთხი მეორე ტაიმში. რუსთაველები შერკინებაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა, მათმა 8 ნომერმა ჟორა მღებრიშვილმა კი დუბლი შეასრულა.

 

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, ტაიმის შუაში გივი ცინცაძემ ჯარიმა გაიტანა. ‘ხარებმა’ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვეს და მესამე ცდაზე, 33-ე წუთზე, იერიში ლელოთი ნიკა კევლიშვილმა დაასრულა, ხოლო ვაჟა ხუციშვილმა გარდასახა.

 

მეორე ტაიმი რუსთაველთა იერიშებით დაიწყო და 48-ე წუთზე კარგი შეტევა ირაკლი ჩომახაშვილის ლელოთი დასრულდა. მალევე ‘არმაზი’ საკუთარი ლელოს ხაზთან შეცდა და მერე დაჯარიმდა, ‘ხარებმა’ შერკინება ირჩია, მეტოქეს მიაწვა და მღებრიშვილმა თავისი პირველი ლელო გაიტანა. ხუციშვილს ეს გარდასახვა გაუცუდდა - 3:19.

 

მე-60 წუთზე მღებრიშვილმა მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინებიდან შეუტია, ის რომ შეაჩერეს ბურთი ხუციშვილმა აიტაცა, ხაზი გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა. 69-ე წუთზე ‘არმაზმა’ ხელით კარგი შეტევა განახორციელა და გიორგი ნავროზაშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო საბა ნიკოლავამ გარდასახა, მაგრამ მალევე 5-მეტრიანი შერკინებიდან მრებრიშვილმა დუბლი შეასრულა და ხუციშვილმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 10:33.

 

‘ხარები’ 24 ქულით პირველ ადგილზეა და ‘აიას’, რომელიც მე-7 ტურში ხვალ ბოლნისის ‘ყოჩებს’ მასპინძლობს, 3 ქულით უსწრებს. ‘არმაზს’ 11 ქულა დარჩა და მე-7 ადგილზეა.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

 

VIII ტური

სრულად

პარ 15/11   ბათუმი   17.00

შაბ 16/11   რაგბი პლატო   15.00

შაბ 16/11   ავჭალა   17.00

კვი 17/11   რაგბი პლატო   15.00

კვი 17/11   გორი, ჭალა   17.00

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო