ლეგიონერები | ბრეგვაძემ ‘სანვულვზთან’ გაახანგრძლივა

27-ნოემ-2019

© თამუნა ყულუმბეგაშვილი

 

32 წლის ბორჯღალოსანმა ჯაბა ბრეგვაძემ, იაპონურ ‘სანვულვზთან’ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ზე-რაგბში ზედიზედ მესამე სეზონს გაატარებს. 

 

ქართველი კვაჭი ერთ-ერთი პირველია იმ მორაგბეებს შორის, რომლებთანაც იაპონელებმა თანამშრომლობის გაგრძელება ისურვეს. 

 

„სუპერ რაგბის გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ‘სანვულვზმა’ კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ დეტალები იყო დასაზუსტებელი და ამ ამბის გახმაურების უფლება არ მქონდა. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ იაპონიაში სუპერ რაგბის მომავალი სეზონის ბოლომდე ვრჩები“ - ამბობს ბრეგვაძე, რომელიც იაპონიაში იანვრის დასაწყისში ჩავა და გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრებაზე შევა. 

 

ზე-რაგბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან ლიგაში გუნდების რაოდენობა შემცირდება და ამ ცვლილებას სწორედ იაპონური ფრანჩაიზი ეწირება. მიუხედავად ამისა, ისინი 2020 წლის ჩემპიონატს მაქსიმალურად მობილიზებული ხვდებიან:

 

„ვიცით, რომ სუპერ რაგბში ბოლო სეზონს ვატარებთ, მაგრამ ტურნირის უბრალოდ ჩამთავრებაზე არავინ ფიქრობს. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგადაა დაგეგმილი და მიზანი რაც შეიძლება ბევრი თამაშის მოგებაა. გუნდის ხელმძღვანელობის სერიოზულ განწყობაზე ისიც მეტყველებს, რომ მომავალი სეზონისთვის რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაიტოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ‘სანვულვზი’ სუპერ რაგბში თავის კვალს დატოვებს“ - ფიქრობს ბორჯღალოსანი და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც გუნდს გასულ სეზონში არასტაბილური შედეგები ჰქონდა:

 

© ლევან ვერძეული

 

„ამ ფრანჩაიზის შექმნის მიზანი იაპონიის ნაკრები იყო. რადგან წელს მსოფლიო თასი იმართებოდა, გუნდში იაპონელი მორაგბეები გამუდმებით შემოდიოდნენ და გადიოდნენ, რათა მაღალი დონის თამაშების გამოცდილება მიეღოთ. გარდა ამისა, ეს სუპერ რაგბია, სადაც ერთი შეცდომა, ერთი ბარათის მიღება, შესაძლოა ძალიან ძვირი დაგიჯდეს. გასულ სეზონში ორი მოსაგები თამაში გვქონდა, თუმცა წითელი ბარათის გამო, საბოლოოდ ისინი 30 ქულის სხვაობით დავთმეთ. აქ თითოეული შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს და ამიტომაა ევროპულ ჩემპიონატებთან შედარებით დიდი ანგარიშები რომ ფიქსირდება“.  

 

იაპონელებმა ფრანჩაიზის პარალელურად, შიდა ჩემპიონატის გაძლიერებაზეც იზრუნეს. კლუბები მოთამაშეებს ისეთ პირობებს სთავაზობენ, რომ ის მიმზიდველია ახალ ზელანდიელი, სამხრეთ აფრიკელი, ავსტრალიელი და ახლა უკვე ევროპელი მორაგბეებისთვისაც. ბრეგვაძე არ გამორიცხავს, რომ ‘სანვულვზის’ დაშლის შემთხვევაში, თუ შეთავაზება ექნება, კარიერა იაპონიის ჩემპიონატში გააგრძელოს:

 

„ჯერ დიდი დროა და კონკრეტულზე არ მიფიქრია, თუმცა ამ გადასახედიდან, ევროპაში წასვლას იაპონიაში დარჩენა მირჩევნია. იაპონურ კლუბებში მრავლად არიან სამხრეთელი ლეგიონერები და თუ ასე გაგრძელდა, აქაური ჩემპიონატი 3-4 წელიწადში ინგლისის პრემიერშიფსა და ტოპ 14-ს გაუტოლდება, მით უმეტეს, რომ უკვე სერიოზულად მუშაობენ პროფესიონალური ლიგის შექმნაზე. ამას თავისი მიზეზი აქვს: ევროპაში სეზონი 11 თვე გრძელდება, იაპონიის ჩემპიონატი კი მხოლოდ 4-5 თვე. შესაბამისად, მოთამაშეებს დასვენების და კარიერის გახანგრძლივების მეტი საშუალება აქვთ“. 

 

ბრეგვაძე ერთადერთი ქართველი მორაგბეა, რომელსაც მსოფლიოს სამივე წამყვან ჩემპიონატში უთამაშია - ტოპ 14-ში, პრემიერშიფში და სუპერ რაგბში:

 

„მაღალი დონის მორაგბეების ნაკლებობას არც ევროპული კლუბები უჩივიან, მაგრამ სუპერ რაგბი მაინც განსხვავებულია. ინგლისში სწრაფ, სისტემურ რაგბს თამაშობენ, საფრანგეთში უფრო ძალისმიერ რაგბს მისდევენ და ინდივიდუალიზმია წინა პლანზე, აქ კი ყველაფერი ერთადაა. შესაძლოა შეგხვდეს 115 კილოგრამიანი ფრთის მოთამაშე, რომლის სისწრაფე ევროპელი, 80-კილოიანი უკანახაზელისას არაფრით ჩამოუვარდება. მაგრამ არის სირთულეებიც - თამაშიდან თამაშამდე 10-12 საათი ჰაერში ხარ და აღდგენისთვის და სრულფასოვანი ვარჯიშისთვის ცოტა დრო გრჩება“.

 

ზე-რაგბის 2020 წლის სეზონი 31 იანვარს დაიწყება, ‘სანვულვზი’ კი პირველ მატჩს 1 თებერვალს გამართავს და ‘მელბურნ რებელსს’ უმასპინძლებს.  

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

XI ტური    13-15/12

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო