დიდი 10| ბათუმი 20:8 იუნკერები

29-ნოემ-2019

© რაგბის კლუბი ბათუმი

 

დიდი 10-ის მეორე წრის პირველ მატჩში, საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ დებიუტანტ ‘იუნკერებს’ უმასპინძლა და 20:8 იმარჯვა.

 

მაყურებელმა კარგი პირველი ტაიმი იხილა. ორივე გუნდი ახერხებდა ფაზების აკინძვას და ხელდახელ კარგად უტევდნენ. ამ პერიოდში ‘იუნკერებმა’ 5 ქულით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ბათუმმა’ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.  

 

‘იუნკერებმა’ უფრო აქტიურად დაიწყო თამაში, ორჯერ მაღალ ტემპში შეუტიეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და რამაზ ხარაზიშვილმა ის 3 ქულად გარდასახა. სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს, ჯარიმა კარში უკვე აღარ დაარტყეს, მე-19 წუთზე მოლი ააგორეს და ლევან გომიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვა კი არაზუსტი იყო. 34-ე წუთზე ‘ბათუმმა’ მოიპოვა კარის წინ 40 მეტრში ჯარიმის უფლება და ბექა ურჯუკაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა. შესვენების წინ მან ცენტრიდან ჯარიმა ააცილა და ტაიმი 3:8 დასრულდა.  

 

მეორე ტაიმის დასაწყისში კობა ჯიმშელეიშვილმა თავის ნახევარზე გაარღვია დაცვის ხაზი და დიდი მანძილი მოიგო, ხელდახელ შეტევაში თითქმის მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ალეკო შამილიშვილმა ბურთი ლელომდე მიიტანა, ხაზი კი სანდრო ქოიავამ გადაკვეთა და წონასწორობა აღადგინა. ურჯუკაშვილმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.

 

54-ე წუთზე ‘ბათუმმა’ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მათ ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევით მეტოქის 22-ის სიღრმეში შეაღწიეს, ზურა თუთბერიძემ ბურთი ზურგს უკან, საოცარი ტრაექტორიით გადაკიდა, ის დავით ტრაპაიძემ ჰაერში მოხსნა და ლელოში დაამიწა, ურჯუკაშვილმა კი გარდასახა. მატჩის მიწურულს მან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 20:8.

 

‘ბათუმს’ ამ გამარჯვების შემდეგ 32 ქულა მოუგროვდა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ცხრილის სათავეშია. ‘იუნკერებმა’ დიდი 10-ის მეათე მატჩში პირველად ვერ მოახერხა ქულის აღება და ჯამში 15 ქულით ჯერჯერობით მერვე ადგილზეა.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

XI ტური    13-15/12

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო