დიდი 10 | არმაზი 6:40 აკადემია

30-ნოემ-2019

© ანი რეხვიაშვილი

 

თბილისის ‘აკადემიამ’ მარნეულის ‘არმაზს’ ექვსი ლელო გაუტანა, 40:6 დაამარცხა და ბონუს ქულაც აიღო, რითაც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდა.

 

„შევარდენზე“ გამართულ მატჩში „მხატვრები“ სტუმრები იყვნენ, თუმცა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, თითო ტაიმში 3-3 ლელო გაუტანეს და გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დააყენეს.

 

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა, ‘აკადემიამ’ ოფლოუდებით შეუტია და ბექა გვარამიამ ლელოში წინააღმდეგობის გარეშე შეაღწია. მე-10 წუთზე თბილისელებმა დერეფნის შემდეგ მორკინალებით შეუტიეს, მესამე დარტყმაზე ლელოს ხაზი გადაკვეთეს და გიორგი გოგლიძეს ლელო დავით მოძღვრიშვილმა გარდასახა. 28-ე წუთზე სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა, ხელდახელ სწრაფი შეტევის შემდეგ, ფრთაზე ვანო ბურდული დარჩა და მისი ალამთან გატანილი ლელო მოძღვრიშვილმა გარდასახა.

 

‘არმაზმა’ ნიკა ჭიკაიძეს ჯარიმებით პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში უპასუხა, მაგრამ მარნეულელებმა მეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხეს.

 

‘აკადემიამ’ მეოთხე ლელო მეორე გაშვებული ჯარიმიდან ძალიან მალე, 53-ე წუთზე გაიტანა - იოანე ხელაიამ შებრუნებული პასი შეირგო და მეტოქის 22-ში ხაზი გაჭრა. დასკვნით 5 წუთში სტუმრებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს. აქტიურმა თორნიკე ზოიძემ ხაზი გაჭრა და დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, ხოლო ბოლო წუთზე საბა ილურიძე კონტაქტის შემდეგ ფეხზე დარჩა და მატჩის ბოლო ლელო გაიტანა. მოძღვრიშვილის სამივე გარდასახვა ზუსტი იყო და მატჩი 40:6 დასრულდა.

 

„მხატვრები“ მინიმუმ ხვალამდე მეორე ადგილზე არიან და ლიდერ ‘ბათუმს’ მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ‘არმაზი’ 15 ქულით მეექვსე ადგილზეა.

უკან დაბრუნება  
 
 
საქართველოს დრო
 

დიდი 10

XI ტური    13-15/12

საცნობარო

2019-20 სეზონის სიახლეები

წვრთნა  "მსოფლიო რაგბის" მეორე დონე

72 გვერდი – ამობეჭდეთ "5" ზომის წიგნად!

კაცთა | ჭაბუკთა ოქმის ბლანკი
მისი შევსების
ინსტრუქცია

მეთვალყურის დებულება და
დიდი 10-ის პატაკის ბლანკი

შეცვლის ბარათი  |  ქულათა ტოლობა

განაცხადის შევსება-ჩასწორება

ყველა [84] გუნდის საკონტაქტო ინფო

23-კაცა სამატჩო სიის ფორმა

რაგბი ევროპა 2020

საქართველო –

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

01/02

.

შინ

რუმინეთი

კვი

09/02

15.45

გარეთ

ესპანეთი

შაბ

22/02

.

შინ

ბელგია

შაბ

07/03

18.00

გარეთ

პორტუგალია

შაბ

14/03

.

შინ

რუსეთი

 

მსოფლიო თასი 2015
 
ევროპის ერთა თასი
 
ვიდეო გალერეა
 
სარაგაბო ბაზები
 
სად მივაბაროთ ბიჭი
 
ლეგიონერები
 
 
 
keep rugby clean
 
 
referee
 
არქივი

 

 

 

რაგბი თივი

 

 

 
რადიო პალიტრა

 

 

 

ლელო
 
 

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლოგო აისის ლოგო    

მინდა ჯგუფის ლოგო